პირველი დახმარება ალკოჰოლური ინტოქსიკაციის დროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პირველი დახმარება ალკოჰოლური ინტოქსიკაციის დროს

ალკოჰოლური ინტოქსიკაციის სიმპტომები

ალკოჰოლური ინტოქსიკაციის დროს ეიფორიის (ნეტარების) მდგომარეობას ხშირად ენაცვლება თვითშეგრძნების მკვეთრი გაუარესება. თავდაპირველად ვლინდება:

  • გულისრევა, ღებინების მოთხოვნილება;
  • სახის შეწითლება;
  • წებოვანი ოფლი;
  • არტერიული და ქალაშიდა წნევის მომატება.

ამ ეტაპზე სათანადო ღონისძიებების გარეშე მოწამლულის მდგომარეობა უფრო მძიმდება:

  • ირღვევა სუნთქვა, რის შედეგადაც გუგები ფართოვდება;
  • იკვეთება ჰიპოქსიის (ჟანგბადოვანი შიმშილის) ნიშნები, კანი ლურჯდება, ციანოზი (გალურჯება) იწყება ტუჩების არიდან;
  • მაჯა ძნელად ისინჯება, პულსი შესაძლოა გახშირებული ან წყვეტილი იყოს;
  • ვითარდება ჰიპოტონია (არტერიული წნევის ნორმაზე დაბლა დაცემა);
  • ირღვევა გულის მუშაობა;
  • ამონაღები მასის სასუნთქ გზებში მოხვედრის შემთხვევაში მოხრჩობის გამო ადამიანი იღუპება.

ამ ეტაპზე სათანადო დახმარების გარეშე სიკვდილის მიზეზი გულის გაჩერება ან მოხრჩობაა. მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ ალკოჰოლური ინტოქსიკაციის სიმპტომები ძალიან ჰგავს ინსულტისთვის, კომისწინარე მდგომარეობისა და თირკმლის უკმარისობისთვის დამახასიათებელ ნიშნებს. ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია სასწრაფო დახმარების დაუყოვნებლივ გამოძახება. მხოლოდ გამოცდილ ექიმს შეუძლია განასხვაოს ალკოჰოლური ინტოქსიკაციით გამოწვეული კომური მდგომარეობა ინსულტისაგან. ალკოჰოლურ კომასა და ინსულტს ერთმანეთისგან პარეზი (დამბლა) განასხვავებს. ეს უკანასკნელი ინსულტისთვის არის დამახასიათებელი. გარდა ამისა, ინსულტის დროს კომა მყისიერად ვითარდება. საყურადღებოა, რომ ინსულტის გამო კომაში მყოფი ადამიანის შეხება და გადაადგილება სასწრაფო დახმარების მოსვლამდე არ შეიძლება. თირკმლის უკმარისობით გამოწვეული კომური მდგომარეობის დროს დაზარალებულის ამონასუნთქ ჰაერში ამიაკის სუნი შეინიშნება, ხოლო შარდის გამოყოფა შეფერხებულია, მაშინ როდესაც ალკოჰოლური ინტოქსიკაციის დროს შარდის გამოყოფა ინტენსიურია და თვითნებურად ხდება. ალკოჰოლური და ნარკოტიკული ინტოქსიკაციის დროს გუგები მინიმალურ ზომამდეა შევიწროებული.

პირველი დახმარება

ალკოჰოლური ინტოქსიკაციის იდენტიფიცირებისთანავე მოწამლულს დაუყოვნებლივ, ჯერ კიდევ სასწრაფო დახმარების მოსვლამდე, უნდა გავუწიოთ პირველი დახმარება. პირველი ამოცანა ამ ეტაპზე სისხლში ალკოჰოლის შეწოვის შეფერხებაა. ამისთვის ყველაზე საიმედო მეთოდია ღებინების გამოწვევა ნებისმიერი საშუალებით. კარგია კალიუმის პერმანგანატის ხსნარი. ის ღებინების რეფლექსს იწვევს და ერთგვარ გამწმენდ ზემოქმედებას ახდენს კუჭის ლორწოვან გარსზე. შეიძლება აგრეთვე ენტეროსორბენტების - გააქტიურებული ნახშირის, პოლიფეპანისა და პოლისორბის - გამოყენება. ორი უკანასკნელი პრეპარატი გააქტიურებულ ნახშირზე გაცილებით ეფექტურია, ამიტომ საოჯახო აფთიაქში ისინი აუცილებლად უნდა იყოს. როდესაც მოწამლული დიდი რაოდენობით მასას ამოაღებინებს, სასურველია, შევუყვანოთ ნატრიუმის სულფატის ხსნარი, არა უმეტეს 20-30 გრამისა. ალკოჰოლის დაშლის პროდუქტთა და სხვა ტოქსინების გამოსაძევებლად ოჯახის პირობებში რეკომენდებულია მარილიანი საფაღარათოს გამოყენება. მისი მომზადების წესი მარტივია: ერთ ლიტრ თბილ წყალში 4-6 ჩაის კოვზი მარილი უნდა გახსნათ. ალკოჰოლური ინტოქსიკაციის დროს მოწამლულს ძლიერ ამცივნებს, ამიტომ აუცილებელია მისი ჩაფუთვნა და ჩათბუნება. დიდი რაოდენობით ცხელი მაგარი ჩაი და ყავა ერთდროულად რამდენიმე ფუნქციას ასრულებს: ათბობს მოწამლულს, ასტიმულირებს მისი გულისა და ფილტვების მუშაობას, ახდენს შარდმდენ მოქმედებას. თუ მოწამლულს დამოუკიდებლად არ შეუძლია სითხისა და მედიკამენტების მიღება, მათი მიწოდება ზონდით უნდა მოხდეს.

ამის ცოდნა აუცილებელია!

  • სისხლში ალკოჰოლის შეწოვას აფერხებს 40%-იანი გლუკოზის ხსნარის 15 ერთეულ ინსულინთან ერთად მიღება, კუნთში 2 მლ B6 და 5 მლ B12 ვიტამინების შეყვანა.
  • ღებინების გამოსაწვევად კუნთში აპომორფინის შეყვანა შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ მოწამლულს არ აღენიშნება ჰიპოტონია.
  • ძალიან მნიშვნელოვანია, მოწამლულს ცნობიერება შენარჩუნებული ჰქონდეს, ამიტომ საჭიროების შემთხვევაში ნებადართულია განზავებული (ერთ ჭიქა წყალზე - 5-10 წვეთი) ნიშადურის სპირტის მიცემა.
  • ალკოჰოლური ინტოქსიკაციის დროს არცთუ იშვიათად შეინიშნება ნერვული გადაძაბვა და ჰიპერაგზნება. ასეთ დროს არ შეიძლება ბარბიტურატების და მორფინის შემცველი დამაწყნარებელი საშუალებების გამოყენება.