როგორ მოვიქცეთ სოკოთი მოწამვლის დროს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2021

კითხვა-პასუხი

როგორ მოვიქცეთ სოკოთი მოწამვლის დროს

როგორ მოვიქცეთ სოკოთი მოწამვლის დროს
სოკოთი მოწამვლისას, თუნდაც მხოლოდ ეჭვის შემთხვევაში, აუცილებელია ჰოსპიტალიზაცია. მკურნალობა უნდა იყოს გადაუდებელი, მაქსიმალურად სრული და კომპლექსური . განურჩევლად იმისა, რამდენი დროა გასული მოწამვლის შემდეგ, ავადმყოფს უნდა ამოვურეცხოთ კუჭი, დავალევინოთ აქტივირებული ნახშირი და აუცილებლად გადავიყვანოთ საავადმყოფოში.
კუჭ-ნაწლავის ამორეცხვა უნდა ჩაუტარდეს ყველას, ვინც კი შხამიანი სოკო მიიღო, განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა მოწამვლის ნიშნები.
მოწამვლიდან 48 საათის განმავლობაში აუცილებელია შეწოვილი შხამის ორგანიზმიდან გამოტანა ფორსირებული დიურეზით, ჰემოსორბციით, პლაზმაფერეზით. დროულად ჩატარებული ჰემოსორბცია თავიდან აგვაცილებს ჰეპატორენული უკმარისობის განვითარებას.
კომპლექსურ თერაპიაში აუცილებლად უნდა ჩაირთოს ჰეპატოპროტექტორები, ანტიბიოტიკები,
E და B ჯგუფის ვიტამინები, ასკორბინის მჟავა.
სოკოთი მოწამვლას ამოიცნობთ კუჭის ტკივილით, პირის გაშრობით, ღებინებით, ფაღარათით, გონების დაკარგვით, ხელ-ფეხის გაცივებით, ნევროლოგიური დარღვევებით, კრუნჩხვით.
მოწამვლას იწვევს როგორც შხამიანი, ასევე პირობითად შხამიანი სოკოები. ინტოქსიკაცია შესაძლოა განვითარდეს არასწორი ან არასრული კულინარიული დამუშავების შემთხვევაშიც. გარდა ამისა, სოკოს ხშირად ეტმასნებიან
მწერები და ჭიები, რომლებიც შხამიან ნივთიერებებს გამოყოფენ.
სოკოთი მოწამვლის დიაგნოსტიკა უპირატესად კლინიკურ და ანამნეზურ მონაცემებს ემყარება.
განასხვავებენ ხანმოკლე - 3 საათამდე - და ხანგრძლივი უსიმპტომო პერიოდის მქონე სოკოებს. ხანმოკლე უსიმპტომო პერიოდის მქონე სოკოთი მოწამვლა შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს. რაც უფრო ხანგრძლივია სოკოთი მოწამვლის უსიმპტომო პერიოდი, მით უფრო მძიმეა პროგნოზი. განსაკურებით საშიშია ფალოიდური სინდრომი. ამ კუთხით სახიფათოა როგორც შემწვარი, ისე მოხარშული სოკო, ვინაიდან ამ დაავადების გამომწვევი ტოქსინები თერმოსტაბილურია. ისინი უძლებს გამოშრობასაც, რაც განსაკუთრებით სახფათოა, ვინაიდან ხმელი სოკოს გარჩევა სახეობის მიხედვით პრაქტიკულად შეუძლებელია.
მოწამვლის უსიმპტომო პერიოდში ფალოიდები გამოიყოფა რძით, რაც შეიძლება ძუძუთა ბავშვის მოწამვლის მიზეზად იქცეს.
გამოყოფენ დაავადების ორ სტადიას. პირველი, ტოქსიკოგენური სტადია იწყება გასტროენტერიტის მოვლენებით: მუცლის ტკივილით, ღებინებით და სხვადასხვა სიხშირის დიარეით. განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში ფაღარათი ძლიერდება და ქოლერას ემსგავსება: სიხშირე დღე-ღამეში 20-30-ს აღწევს, განავალი ბრინჯის ნახარშისებურია, ხშირად - სისხლიანი. ეს მოვლენები სუბფებრილური ტემპერატურის ფონზე ვითარდება. მათ თან სდევს სისუსტე, ოლიგურია, ღვიძლის დაზიანების სიმპტომები.
მსუბუქ შემთხვევაში განსაკუთრებით საშიში სიმპტომების ჩაცხრობის შემდეგ სინდრომი უკუვითარდება, მაგრამ ტოვებს ხანგრძლივ ჰეპატოპათიას. მიზანშეწონილია ამიაკის, ღვიძლის ფერმენტების აქტივობის, პროთრომბინის, შარდოვანას და კრეატინინის მაჩვენებლის გამოკვლევა.
ზოგჯერ (განსაკუთრებით - ბავშვებში) ინტოქსიკაცია ცენტრალური ნერვული სისტემის უპირატესი დაზიანებით მიმდინარეობს. მოთენთილობას მოჰყვება აგზნება, კრუნჩხვები, შემდეგ კი სოპორი (ღრმა ძილი) და კომა.
გამოჯანმრთელების შემთხვევაში დიდხანს შენარჩუნდება ტოქსიური ჰეპატიტისა და ნეფროპათიის მოვლენები თირკმელების ფუნქციის უკმარისობით.
მეორე სტადია სომატოგენურია. ამ დროს დაზიანებას შესაძლოა წინ უძღოდეს ერთ-ორდღიანი მოჩვენებითი გამოკეთების სინდრომი, რომლის დროსაც ენტეროკოლიტის მოვლენები ცხრება, თუმცა მძიმე მოწამვლის შემთხვევაში მეორე სტადია ნათელი შუალედის გარეშე იწყება. ამ სტადიაში გულთან, ნაწლავებსა და თირკმელებთან ერთად ზიანდება ღვიძლი. დაზიანება იწყება ტოქსიკური ჰეპატიტით, ირღვევა პიგმენტური ცვლა, მდგომარეობა სწრაფად გადაიზრდება ცხიმოვან დისტროფიაში და მწვავე ნეკროზით სრულდება. ვითარდება ჰემორაგიული სინდრომი. უმეტესად ირღვევა თირკმელების ფუნქცია. მძიმე შემთხვევაში ვითარდება ღვიძლის კომა. შესაძლოა, ამას დაერთოს თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობაც.
სოკოთი მოწამვლის მსუბუქი ფორმები ზოგჯერ ამოუცნობი რჩება და მათ უწყინარ საკვებისმიერ ინტოქსიკაციად მიიჩნევენ. დიაგნოსტიკას აადვილებს ერთი ოჯახის ან მეზობლების ერთდროული მოწამვლა ზაფხულში ან შემოდგომაზე.

გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 15-04-2017
დეა
კრიტიკოსად ვართ დაბადებული ქართველები, ზედმეტი არ მოუვიდეს ვინმეს რომ იკადროს და გაარკვიოს ''უცხო'' სიტყვების მნიშვნელობა, მით უმეტეს მედიცინაში ეს სიტყვები გამოიყენება და არა ''ხელოვნურად გამოწვეული შარდდენა'' და ა.შ. უსაქმურობის ფონზე აღარ იცით რა აკრიტიკოთ....
თარიღი : 22-10-2014
დაბნეული პაციენტი
სტატიაში გამოყენებული ბევრი სიტყვა გაუგებარია უბრალო მოკვდავისთვის. ბევრი სიტყვა პირდაპირ უცხო ენიდან, თარგმნის გარეშე, არის გადმოტანილი; მაგალითად ფორსირებული დიურეზი, ჰემოსორბცია, პლაზმაფერეზი, ჰეპატორენული, ანამნეზური, ფალოიდური სინდრომი,დიარეა, სუბფებრილური, ოლიგურია, ჰეპატოპათია, ამიაკი, სოპორი, ნეფროპათია, სომატოგენური,ენტეროკოლიტი. ასევე გრამატიკული შეცდომა: არა "ისინი უძლებს" არამედ ისინი უძლებენ. ქართული ენა "მოწამლულია" ამ სტატიაში. მოდი ვნახოთ თუ შეიძლება ამ უცხო სიტყვების ქართული შესაფერისი სიტყვებით ჩანაცვლება. ფორსირებული დიურეზი - ხელოვნურად გამოწვეული შარდდენა, დიარეა - ფაღარათი...
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
კატეგორიის სხვა სტატიები
ნიუ-იორკის უნივერსიტეტის მედიკოსების ჯგუფმა ახალი კვლევის შედეგები გამოაქვეყნეს, რომელიც ადამიანის ენდოკრინული
ცრემლსადენი გაზის ზემოქმედების შემდეგ ადამიანს აწუხებს:
აფლატოქსინები ორგანული ნაერთებია, რომელთაც სოკოები გამოყოფს, მათ მიკოტოქსინებსაც უწოდებენ.
ჯანდაცვის სამინისტრო ბავშვების ორგანიზმში მძიმე მეტალის შემოწმებას იწყებს.
ალადაშვილის კლინიკაში დაუდგენელი ნივთიერების შედეგად მოწამლული 23 წლის ახალგაზრდის მდგომარეობა
აქტივირებული ნახშირი დეტოქსიკაციის შესანიშნავ საშუალებად ითვლება. ახლა ის ნამდვილი ტრენდია. ნახშირს
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად