რა იწვევს და როგორ ვებრძოლოთ ნაბახუსევს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა იწვევს და როგორ ვებრძოლოთ ნაბახუსევს

ეს არის ჰორმონი, რომელიც ასტიმულირებს ორგანიზმის მიერ სითხის შენარჩუნებას და მის მოხმარებას. ვაზოპრესინის არ არსებობის შემთხვევაში კი, ჩვენს მიერ მიღებული სითხე პირდაპირ შარდის ბუშტში გროვდება. ამით აიხსნება ნაბახუსევზე ჭარბად შარდის გამოყოფა. ალკოჰოლის მიღების შემდეგ, ორგანიზმი ოთხჯერ მეტ სითხეს კარგავს ვიდრე ღებულობს და აქედან გამომდინარე იგი გაუწყლოებას განიცდის.

რადგანაც ორგანოები სითხის ნაკლებობას განიცდიან, ისინი დასახმარებლად ტვინს მიმართავენ, რაც საბოლოო ჯამში ტვინის შეკუმშვას იწვევს. შეკუმშული ტვინი კი მემბრანებს ექაჩება, რომელიც მას თავის ქალასთან აკავშირებს. სწორედ ამიტომ გვტკივა თავი ნაბახუსევზე.

სისუსტის მიზეზი არის შარდთან ერთად ორგანიზმიდან მარილის, პოტასიუმის და მაგნეზიუმის, რაც აუცილებელია კუნთებისა და უჯრედების ფუნქციონირებისათვის, განდევნა.

ალკოჰოლი ასევე იწვევს გლიკოგენის დაშლასა და ორგანიზმიდან განდევნას, რაც საარსებო ნივთიერებას წარმოადგენს ღვიძლის ნორმალურად ფუნქციონირებისთვის. ორგანიზმის მიერ ალკოჰოლის ათვისების შემდეგ, ღვიძლი გამოყოფს უკიდურესად მომწამვლელ ნივთიერებას, რომელსაც აცეტალდეჰიდი ქვია. ადამიანის ორგანიზმი იმავდროულად გამოყოფს ამ მომწამვლელი ნივთიერების გასანეიტრალებლად სხვა ნივთიერებასაც (enzymes), მაგრამ ალკოჰოლის დიდი ოდენობის მიღების შემთხვევაში, ეს თავდაცვის მექანიზმი ვეღარ უმკლავდება ამ მოზღვავებულ ტოქსინებს. აღნიშნული მომწამვლელი ნივთიერება ორგანიზმში გროვდება, რაც თავის ტკივილსა და გულის რევას კიდევ უფრო ამძაფრებს.

რით შეიძლება შეამსუბუქოთ აღნიშნული მდგომარეობა

* მაძღარზე დალევა შეამცირებს ორგანიზმის მიერ ალკოჰოლის ათვისებას, რადგანაც საკვები კუჭში დამცავი სარჩულის როლს თამაშობს. დილით საუზმე, რომელიც შეიცავს კვერცხს, ბანანს და ხილის წვენს, ხელს შეუწყობს ორგანიზმის აღდგენას, რადგანაც ეს პროდუქტები შეიცავს პოტასიუმს, ფრუქტოზას და სხვა ნივთიერებებს, რომელთა ნაკლებობასაც განიცდის ორგანიზმი ნაბახუსევის მდგომარეობაში.

* დალიეთ ერთი ჩიქა წყალი ალკოჰოლური სასმელის თითოეული პორციის მიღების შემდეგ.

* მიიღეთ მულტივიტამინები, რაც აღადგენს ვიტამინების ნაკლებობას ორგანიზმში.

* არ აურიოთ სასმელები.

* არ დალიოთ არანაირი სპირტიანი სასმელი, არც ლუდი; ეს თქვენს მდგომარეობას მხოლოდ მოჩვენებით გამოასწორებს, არც ყავა, ყავის დალევა ნაბახუსევზე არ არის რეკომენდებული, რადგანაც ყავა ორგანიზმის გაწყლოვანებას იწვევს.

* უმჯობესია გაზგასული მინერალური წყალი, კიდევ უკეთესი თუ მასში ლიმონსა და თაფლს ჩაამატებთ, მიირთვით მუქი ტკბილი ჩაი ან ნებისმიერი ციტრუსის წვენი; ყელის სიმშრალისა და წყურვილის დროს კარგია მჟავე კიტრის ან კომბოსტოს წვენი.

* ამ დროს აუცილებელია დასვენება და სიწყნარე.

* გულის არევა უკიდურესი ზომაა, მაგრამ იგი საგრძნობლად შეამსუბუქებს თქვენს მდგომარეობას.

ნაბახუსევის დროს მთავარი ღონისძიება მიმართული უნდა იყოს წყლისა და მარილების დისბალანსის მოსაწესრიგებლად, რომელსაც ადგილი აქვს ორგანიზმში. პოპულარულია ცხელი სუფებისა და კერძების მიღება ხაშის, მჟაუნისა და მაწვნის სუფის სახით.

რაც შეეხება ცივ სასმელებს, რეკომენდებულია ცივი კომპოტებისა და წვენების მიღება, რადგანაც მათში არსებული გლუკოზა, საქაროზა და ფრუქტოზა ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზაციას. საუკეთესოა ვაშლისა და ბროწეულის წვენი.

ნაბახუსევზე საუკეთესო საშუალებად მიჩნეულია ასევე ნახევარ ლიტრ ცხელ ჩაიში გახსნილი 6-8 სუფრის კოვზი თაფლისა და ერთი ლიმონის წვენის ნაზავი.

ზაფხულის დღეებში ნაბახუსევის წამალია ცივი საზამთრო, რომელიც წყლისა და ფრუქტოზის გარდა, დიდი რაოდენობით შეიცავს მაგნიუმს. დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია მაწონს. ყელის სიმშრალისა და წყურვილის დროს კარგია მჟავე კიტრის ან კომბოსტოს წვენი.

ნაბახუსევის დროს საჭიროა თავი შეიკავოთ და არ მიიღოთ მაგარი ჩაი და მაგარი ყავა, რადგანაც იგი გულზე ამაჩქარებლად მოქმედებს და შესაძლოა სავალალო შედეგით დამთავრდეს.

ასევე დაუშვებელია ცხელი გოგირდის აბანო და საუნა, რადგან ნაბახუსევზე ცხელი ორთქლი და მაღალი ტემპერატურა თავბრუსხვევას და გულის წასვლას იწვევს.