რა იწვევს და როგორ ვებრძოლოთ ნაბახუსევს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2021

კითხვა-პასუხი

რა იწვევს და როგორ ვებრძოლოთ ნაბახუსევს

რა იწვევს და როგორ ვებრძოლოთ ნაბახუსევს
როგორც კი ალკოჰოლი სისხლში აღმოჩნდება, მაშინვე ტვინი წყვეტს ვაზოპრესინის გამომუშავებას. ეს არის ჰორმონი, რომელიც ასტიმულირებს ორგანიზმის მიერ სითხის შენარჩუნებას და მის მოხმარებას. ვაზოპრესინის არ არსებობის შემთხვევაში კი, ჩვენს მიერ მიღებული სითხე პირდაპირ შარდის ბუშტში გროვდება. ამით აიხსნება ნაბახუსევზე ჭარბად შარდის გამოყოფა. ალკოჰოლის მიღების შემდეგ, ორგანიზმი ოთხჯერ მეტ სითხეს კარგავს ვიდრე ღებულობს და აქედან გამომდინარე იგი გაუწყლოებას განიცდის.
რადგანაც ორგანოები სითხის ნაკლებობას განიცდიან, ისინი დასახმარებლად ტვინს მიმართავენ, რაც საბოლოო ჯამში ტვინის შეკუმშვას იწვევს. შეკუმშული ტვინი კი მემბრანებს ექაჩება, რომელიც მას თავის
ქალასთან აკავშირებს. სწორედ ამიტომ გვტკივა თავი ნაბახუსევზე.
სისუსტის მიზეზი არის შარდთან ერთად ორგანიზმიდან მარილის, პოტასიუმის და მაგნეზიუმის, რაც აუცილებელია კუნთებისა და უჯრედების ფუნქციონირებისათვის, განდევნა.
ალკოჰოლი ასევე იწვევს გლიკოგენის დაშლასა და ორგანიზმიდან განდევნას, რაც საარსებო ნივთიერებას წარმოადგენს ღვიძლის ნორმალურად ფუნქციონირებისთვის. ორგანიზმის მიერ ალკოჰოლის ათვისების შემდეგ, ღვიძლი
გამოყოფს უკიდურესად მომწამვლელ ნივთიერებას, რომელსაც აცეტალდეჰიდი ქვია. ადამიანის ორგანიზმი იმავდროულად გამოყოფს ამ მომწამვლელი ნივთიერების გასანეიტრალებლად სხვა ნივთიერებასაც (enzymes), მაგრამ ალკოჰოლის დიდი ოდენობის მიღების შემთხვევაში, ეს თავდაცვის მექანიზმი ვეღარ უმკლავდება ამ მოზღვავებულ ტოქსინებს. აღნიშნული მომწამვლელი ნივთიერება ორგანიზმში გროვდება, რაც თავის ტკივილსა და გულის რევას კიდევ უფრო ამძაფრებს.

რით შეიძლება შეამსუბუქოთ აღნიშნული მდგომარეობა


* მაძღარზე დალევა შეამცირებს ორგანიზმის მიერ ალკოჰოლის ათვისებას, რადგანაც საკვები კუჭში დამცავი სარჩულის როლს თამაშობს. დილით საუზმე, რომელიც შეიცავს კვერცხს, ბანანს და ხილის წვენს, ხელს შეუწყობს ორგანიზმის აღდგენას, რადგანაც ეს პროდუქტები შეიცავს პოტასიუმს, ფრუქტოზას და სხვა ნივთიერებებს, რომელთა ნაკლებობასაც განიცდის ორგანიზმი ნაბახუსევის მდგომარეობაში.
* დალიეთ ერთი ჩიქა წყალი ალკოჰოლური სასმელის თითოეული პორციის მიღების შემდეგ.
* მიიღეთ მულტივიტამინები, რაც აღადგენს ვიტამინების ნაკლებობას ორგანიზმში.
* არ აურიოთ სასმელები.
* არ დალიოთ არანაირი სპირტიანი სასმელი, არც ლუდი; ეს თქვენს მდგომარეობას მხოლოდ მოჩვენებით გამოასწორებს, არც ყავა, ყავის დალევა ნაბახუსევზე არ არის რეკომენდებული, რადგანაც ყავა ორგანიზმის გაწყლოვანებას იწვევს.
* უმჯობესია გაზგასული მინერალური წყალი, კიდევ უკეთესი თუ მასში ლიმონსა და თაფლს ჩაამატებთ, მიირთვით მუქი ტკბილი ჩაი ან ნებისმიერი ციტრუსის წვენი; ყელის სიმშრალისა და წყურვილის დროს კარგია მჟავე კიტრის ან კომბოსტოს წვენი.
* ამ დროს აუცილებელია დასვენება და სიწყნარე.
* გულის არევა უკიდურესი ზომაა, მაგრამ იგი საგრძნობლად შეამსუბუქებს თქვენს მდგომარეობას.

ნაბახუსევის დროს მთავარი ღონისძიება მიმართული უნდა იყოს წყლისა და მარილების დისბალანსის მოსაწესრიგებლად, რომელსაც ადგილი აქვს ორგანიზმში. პოპულარულია ცხელი სუფებისა და კერძების მიღება ხაშის, მჟაუნისა და მაწვნის სუფის სახით.
რაც შეეხება ცივ სასმელებს, რეკომენდებულია ცივი კომპოტებისა და წვენების მიღება, რადგანაც მათში არსებული გლუკოზა, საქაროზა და ფრუქტოზა ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზაციას. საუკეთესოა ვაშლისა და ბროწეულის წვენი.
ნაბახუსევზე საუკეთესო საშუალებად მიჩნეულია ასევე ნახევარ ლიტრ ცხელ ჩაიში გახსნილი 6-8 სუფრის კოვზი თაფლისა და ერთი ლიმონის წვენის ნაზავი.
ზაფხულის დღეებში ნაბახუსევის წამალია ცივი საზამთრო, რომელიც წყლისა და ფრუქტოზის გარდა, დიდი რაოდენობით შეიცავს მაგნიუმს. დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია მაწონს. ყელის სიმშრალისა და წყურვილის დროს კარგია მჟავე კიტრის ან კომბოსტოს წვენი.
ნაბახუსევის დროს საჭიროა თავი შეიკავოთ და არ მიიღოთ მაგარი ჩაი და მაგარი ყავა, რადგანაც იგი გულზე ამაჩქარებლად მოქმედებს და შესაძლოა სავალალო შედეგით დამთავრდეს.
ასევე დაუშვებელია ცხელი გოგირდის აბანო და საუნა, რადგან ნაბახუსევზე ცხელი ორთქლი და მაღალი ტემპერატურა თავბრუსხვევას და გულის წასვლას იწვევს.

გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 27-10-2017
გიო-ბაბუ
4 კაცი ვართ ვსვავთ დედა გვაქ მოტყნული დაგვეხმარეთ რამე
თარიღი : 04-01-2017
ნეტავი წერას ისწავლიდნენ !
"მთარგმნელის" საყურადღებოდ: პოტასიუმი კალიუმია, ხოლო "სხვა ნივთიერებასაც (enzymes)" -ს ფერმენტი ეწოდება. ტექნიკური თარგმანი სათანადო ცოდნას საჭიროებს.
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
კატეგორიის სხვა სტატიები
ნიუ-იორკის უნივერსიტეტის მედიკოსების ჯგუფმა ახალი კვლევის შედეგები გამოაქვეყნეს, რომელიც ადამიანის ენდოკრინული
ცრემლსადენი გაზის ზემოქმედების შემდეგ ადამიანს აწუხებს:
აფლატოქსინები ორგანული ნაერთებია, რომელთაც სოკოები გამოყოფს, მათ მიკოტოქსინებსაც უწოდებენ.
ჯანდაცვის სამინისტრო ბავშვების ორგანიზმში მძიმე მეტალის შემოწმებას იწყებს.
ალადაშვილის კლინიკაში დაუდგენელი ნივთიერების შედეგად მოწამლული 23 წლის ახალგაზრდის მდგომარეობა
აქტივირებული ნახშირი დეტოქსიკაციის შესანიშნავ საშუალებად ითვლება. ახლა ის ნამდვილი ტრენდია. ნახშირს
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად