როგორ მოვიქცეთ გველის კბენის შემთხვევაში - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2021

კითხვა-პასუხი

როგორ მოვიქცეთ გველის კბენის შემთხვევაში

როგორ მოვიქცეთ გველის კბენის შემთხვევაში
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით ყოველწლიურად შხამიანი გველები 500 000 ადამიანს კბენენ. მათგან ყოველ წელს 50 000 კვდება.
საქართველოში გავრცელებულია გველების 20 სახეობა, რომელთაგან 4 შხამიანია . გველის ნაკბენის დიაგნოზით საქართველოს სტაციონარებში ჰოსპიტალიზებულია ყოველწლიურად საშუალოდ 30 - 40 პაციენტი. გეოგრაფიული მხარეების მიხედვით, ძირითადად - შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, აღმოსავლეთ საქართველოს მცხოვრებლები.
ასაკის მიხედვით გველის მიერ დაკბენა ყველაზე ხშირია 20-50 წლის, ე.ი. ყველაზე მობილურ ასაკში (57%), ბავშვებში კი 30%- ია.
როგორც წესი, გველები ადამიანს თავს არ ესხმიან. ისინი იკბინებიან თავდაცვის მიზნით,
როდესაც ადამიანი ფეხს დაადგამს ან შემთხვევით მოჰკიდებს ხელს ბალახში, თივაში, ბუჩქებში, ან მოკვლას უპირებს მას.
ამიტომ პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებაა მაღალი ჩექმა, მაღალყელიანი ფეხსაცმელი, გრძელი ჯოხი, სიფრთხილე თივის ზვინებთან, ბალახებში, მინდორში, ტყეში, ქვიან ადგილებში სიარულის დროს, კოცონთან და სხვა ადგილებში.
გველის შხამიანი
კბილები მოძრავია. დახურულ პირში კბილები ჰორიზონტალურადაა. პირის გაღებისა და/ან კბენის დროს კბილები ვერტიკალურ მდგომარეობაში გადადის.
გველის შხამი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების რთული კომპლექსია. მოწამვლის სიმპტომები მრავალფეროვანია.
გველის შხამით მოწამვლისას სიმპტომების გამოვლენა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. ყველაზე საშიშია გველის კბენა კისრის, სახის, თავის თმიან ადგილებზე.
რაც უფრო მაღალია გარემოს ტემპერატურა, მით უფრო სწრაფად ვითარდება ინტოქსიკაცია და უფრო მძლავრად არის გამოხატული სიმპტომები.

რა არ უნდა გაკეთდეს:

1. არ უნდა გაკეთდეს კანის გრძელი, "ლამპასისებური" განაკვეთები.
2. არ გააკეთოთ ჯვარედინი განაკვეთი.
3. არ გააკეთოთ ცირკულარული განაკვეთი.
4. არ უნდა ამოწოვოთ ჭრილობიდან შხამი პირით.
/პირით ამოწოვის შედეგად გამოდის შხამის მხოლოდ 20-30% და სამაგიეროდ საფრთხე ექმნება დამხმარე პირს, იმას, ვინც ამას აკეთებს/.
5. არ უნდა დაადოთ ლახტი.
6. არ უნდა მივცეთ ავადმყოფს დასალევად ალკოჰოლი /კონიაკი, არაყი, სპირტი.

რა უნდა გაკეთდეს:
პირველი დახმარება საველე პირობებში:

1. დააწვინეთ ავადმყოფი და შეძლებისდაგვარად დაამშვიდეთ.
2. ავადმყოფს დაუფიქსირეთ ნაკბენი კიდური არტაშანით, ან მსგავსი სახელდახელო საშუალებით /ორ სახსარზე/.
3. ნაკბენის ადგილზე ხელით აიღეთ კანი ფართოდ, ნაოჭებით და ხელის მოძრაობით "გამოწველეთ" კანი. ჭრილობა "პირს დააღებს" და დაიწყებს გამოსვლას სისხლნარევი სითხე-ლიმფა/.
4. დაზარალებულს მიეცით დასალევად შეძლებისდაგვარად ბევრი სითხე - წყალი
5. ავადმყოფი დააწვინეთ საკაცეზე ან მსგავს სახელდახელო მოწყობილობაზე და რაც შეიძლება სწრაფად გადაიყვანეთ საავადმყოფოში.

ავტორი ლალი ჩხიკვაძე

იხილეთ აგრეთვე სტატია "გველის ნაკბენი"

გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
კატეგორიის სხვა სტატიები
ნიუ-იორკის უნივერსიტეტის მედიკოსების ჯგუფმა ახალი კვლევის შედეგები გამოაქვეყნეს, რომელიც ადამიანის ენდოკრინული
ცრემლსადენი გაზის ზემოქმედების შემდეგ ადამიანს აწუხებს:
აფლატოქსინები ორგანული ნაერთებია, რომელთაც სოკოები გამოყოფს, მათ მიკოტოქსინებსაც უწოდებენ.
ჯანდაცვის სამინისტრო ბავშვების ორგანიზმში მძიმე მეტალის შემოწმებას იწყებს.
ალადაშვილის კლინიკაში დაუდგენელი ნივთიერების შედეგად მოწამლული 23 წლის ახალგაზრდის მდგომარეობა
აქტივირებული ნახშირი დეტოქსიკაციის შესანიშნავ საშუალებად ითვლება. ახლა ის ნამდვილი ტრენდია. ნახშირს
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად