საქართველოს სტაციონარებში მწვავე მოწამვლით ჰოსპიტალიზებულთა რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. მოწამვლისას მკურნალობის ტაქტიკაზე გვესაუბრება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექსპერტი ტოქსიკოლოგი, ევროპის კლინიკურ ტოქსიკოლოგთა და ტოქსიკოლოგიის ცენტრების ასოციაციის ნამდვილი წევრი, თსსუ-ის ასისტენტ-პროფესორი თემურ კობიძე:
- ბატონო თემურ, ზამთარი ძალას იკრებს და არ შეიძლება, არ გკითხოთ ნახშირჟანგით მოწამვლაზე, რაც ჩვენს სინამდვილეში ძალიან ხშირად ხდება...
- ნახშირჟანგი (ნახშირბადის მონოქსიდი, მხუთავი აირი) ნახშირბადის არასრული წვის შედეგად წარმოიქმნება. იგი გროვდება ცუდად ვენტილირებულ და უვენტილაციო შენობებში არაელექტრული გამათბობელი ხელსაწყოების (ღუმლის, ნავთქურის) ხანგრძლივი გამოყენების, საყოფაცხოვრებო
- როგორია კლინიკური სურათი?
- ნახშირჟანგი მალე გადადის სისხლში, ურთიერთქმედებს ჰემოგლობინის რკინასთან და წარმოქმნის მყარ
თუ ორგანიზმი მოწამვლას ვერ მოერია, სურათი მძიმდება. თავდაპირველად ვითარდება ნევროლოგიური სიმპტომები: მხედველობის შესუსტება, დროის ხანმოკლე ინტერვალების აღქმისა და განსხვავების უნარის მოშლა. შემდეგ იწყება და თანდათან ძლიერდება თავის ტკივილი, ხმაური ყურებში, გულისრევა, ღებინება, კუნთების სისუსტე, ავადმყოფი კარგავს გონებას, ვითარდება კომა, კრუნჩხვა. მოწამლულს სახე მოლურჯო-მოწითალო უხდება, ხილული ლორწოვანი გარსები - ჟოლოსფერი, სუნთქვა
- წყვეტილი და ზერელე. მოსალოდნელია სუნთქვის შეწყვეტა. ირღვევა გულის მუშაობა, ეცემა არტერიული წნევა, შესაძლოა, შეშუპდეს ფილტვები და ტვინი.
მდგომარეობის სიმძიმე დამოკიდებულია სისხლში ნახშირჟანგის კონცენტრაციაზე.
- რას ითვალისწინებს პირველი დახმარება?
- უპირველეს ყოვლისა, უნდა გადაიკეტოს გაზის ონკანი, ოთახი ან შენობა კი კარგად განიავდეს. ავადმყოფი რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავიყვანოთ ოთახიდან ან შენობიდან, მივაწოდოთ ჟანგბადი ან მივცეთ სუფთა ჰაერით სუნთქვის საშუალება. ჟანგბადის ნაკლებობა აუცილებლად აისახება ორგანიზმზე თავის ტვინის ჰიპოქსიისა და გულის იშემიის სახით, ამიტომ გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება, 1 ან 2 დღის შემდეგ კი გადაიღეთ კარდიოგრამა.
უფრო ადვილია მხუთავი აირით მოწამვლის პროფილაქტიკა. ამისთვის:
- გამოიყენეთ მხოლოდ სერტიფიცირებული და ლიცენზირებული გამათბობელი ხელსაწყოები. არ დაამონტაჟებინოთ გამათბობელი ხელსაწყო შემთხვევით პირს. აუცილებლად შეამოწმეთ გამათბობლის გამწოვი მილის მუშაობა, ოთახების ვენტილაცია.
- არ დაამონტაჟებინოთ წყლის გამაცხელებელი გამწოვი მილის გარეშე. არ ჩართოთ წყლის გამაცხელებელი, თუ მას არ აქვს გამწოვი მილი.
- უსაფრთხოების რა სისტემაც არ უნდა ჰქონდეს, ღამით არავითარ შემთხვევაში არ დატოვოთ ჩართული გამათბობელი ხელსაწყო.
- გამოიყენეთ ნახშირჟანგის დეტექტორი.ეს არის პატარა ხელსაწყო, რომელიც ნახშირჟანგის უმცირესი კონცენტრაციის დაგროვებისთანავე იძლევა ხმოვან სიგნალს.
- რას გვეტყვით სოკოთი მოწამვლაზე?
- მოწამვლას იწვევს როგორც შხამიანი, ასევე პირობითად შხამიანი სოკოები. ინტოქსიკაცია შესაძლოა განვითარდეს არასწორი ან არასრული კულინარიული დამუშავების შემთხვევაშიც. გარდა ამისა, სოკოს ხშირად ეტმასნებიან მწერები და ჭიები, რომლებიც შხამიან ნივთიერებებს გამოყოფენ.
სოკოთი მოწამვლის დიაგნოსტიკა უპირატესად კლინიკურ და ანამნეზურ მონაცემებს ემყარება.
განასხვავებენ ხანმოკლე - 3 საათამდე - და ხანგრძლივი უსიმპტომო პერიოდის მქონე სოკოებს. ხანმოკლე უსიმპტომო პერიოდის მქონე სოკოთი მოწამვლა შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს. რაც უფრო ხანგრძლივია სოკოთი მოწამვლის უსიმპტომო პერიოდი, მით უფრო მძიმეა პროგნოზი. განსაკურებით საშიშია ფალოიდური სინდრომი. ამ კუთხით სახიფათოა როგორც შემწვარი, ისე მოხარშული სოკო, ვინაიდან ამ დაავადების გამომწვევი ტოქსინები თერმოსტაბილურია. ისინი უძლებს გამოშრობასაც, რაც განსაკუთრებით სახფათოა, ვინაიდან ხმელი სოკოს გარჩევა სახეობის მიხედვით პრაქტიკულად შეუძლებელია.
მოწამვლის უსიმპტომო პერიოდში ფალოიდები გამოიყოფა რძით, რაც შეიძლება ძუძუთა ბავშვის მოწამვლის მიზეზად იქცეს.
გამოყოფენ დაავადების ორ სტადიას. პირველი, ტოქსიკოგენური სტადია იწყება გასტროენტერიტის მოვლენებით: მუცლის ტკივილით, ღებინებით და სხვადასხვა სიხშირის დიარეით. განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში ფაღარათი ძლიერდება და ქოლერას ემსგავსება: სიხშირე დღე-ღამეში 20-30-ს აღწევს, განავალი ბრინჯის ნახარშისებურია, ხშირად - სისხლიანი. ეს მოვლენები სუბფებრილური ტემპერატურის ფონზე ვითარდება. მათ თან სდევს სისუსტე, ოლიგურია, ღვიძლის დაზიანების სიმპტომები.
მსუბუქ შემთხვევაში განსაკუთრებით საშიში სიმპტომების ჩაცხრობის შემდეგ სინდრომი უკუვითარდება, მაგრამ ტოვებს ხანგრძლივ ჰეპატოპათიას. მიზანშეწონილია ამიაკის, ღვიძლის ფემენტების აქტივობის, პროთრომბინის, შარდოვანას და კრეატინინის მაჩვენებლის გამოკვლევა.