ენდოგენური ინტოქსიკაცია - როდის მატულობს ორგანიზმში ცილოვანი ტოქსინების დონე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ენდოგენური ინტოქსიკაცია - როდის მატულობს ორგანიზმში ცილოვანი ტოქსინების დონე

გვესაუბრება რუსუდან გვენეტაძე.

- როგორ ვითარდება ენდოგენური ინტოქსიკაცია?

- ორგანიზმში ენდოგენური ინტოქსიკაცია ვითარდება დეტოქსიკაციური სისტემის დაბალი აქტივობის ფონზე, როდესაც ტოქსიკური მეტაბოლიტების წარმოქმნის სიჩქარე მნიშვნელოვნად აღემატება მათი გამოყოფის სიჩქარეს.

ეს რთული, მრავალკომპონენტიანი პროცესია, რომლის დროსაც წარმოიქმნება უჯრედებისა და სისხლის ცილების დეგრადაციის პროდუქტი - საშუალო მასის მოლეკულური პეპტიდები (სმმპ) - ცილოვანი ტოქსინები.

სხვადასხვა პათოლოგიური ფაქტორის ზემოქმედებით გააქტივებული პროტეოლიზის (ცილების დაშლის) შედეგად წარმოქმნილი საშუალო მასის მოლეკულური პეპტიდები ორგანიზმში არსებული ფიზიოლოგიური მარეგულირებელი პეპტიდების ანალოგიურ მოლეკულებს წარმოქმნიან.

ამ სტრუქტურული მსგავსების გამო წარმოქმნილი სმმპ-ები უჯრედის მემბრანაზე ადვილად ჩაენაცვლებიან მარეგულირებელ პეპტიდებს. ჩანაცვლების პროცესს მოჰყვება უჯრედების ფიზიოლოგიური კონტაქტების ბლოკირება და, შესაბამისად, უჯრედებისა და შემდგომ ორგანოების ნორმალური ფურქციობის დარღვევა.

მრავალი კლინიკური და ექსპერიმენტული კვლევით დადგინდა, რომ ენდოგენური ინტოქსიკაცია ვითარდება სრულიად განსხვავებული დაავადებების დროს და არ ახასიათებს სპეციფიკური სიმპტომები.

ძირითადად აღმოცენდება ჰემოსტაზის სისტემის დისბალანსი, რომლის შედეგადაც, რთულ შემთხვევებში, პოლიორგანული უკმარისობის სინდრომი ყალიბდება.

ღვიძლისმიერი კომის, ჩირქოვანი პერიტონიტის, მწვავე პანკრეატიტის, სეფსისისა და თრომბოემბოლიური გართულებების დროს სმმპ-ის საშუალო მაჩვენებელი 0,5-0,8 ფიქსირდება, ნაცვლად ნორმისა - 0,240.

სმმპ-ის განსაკუთრებულად მაღალი დონე - 0,8-0,9 აღენიშნებათ ავადმყოფებს თირკმლის მწვავე და ქრონიკული უკმარისობის დროს.