რა უნდა ვიცოდეთ, თუკი ცრემლსადენი გაზით მოვიწამლეთ
- თვალების, პირის და ცხვირის წვა;
- ტკივილი ამ ორგანოებში;
- ცრემლდენა;
- ხველა და ცემინება;
- სუნთქვის გაძნელება;
- წონასწორობის დარღვევა.
მოწამვლის სიმპტომების შესასუსტებლად საჭიროა:
- ცხვირი და პირი დაიფაროთ სველი ცხვირსახოცით, შარფით, სალფეტკით ან პირსახოცით;
- გაზის ზემოქმედება გრძელდება 5-დან 30 წუთამდე. ამ ხნის განმავლობაში უნდა ეცადოთ, არ ისუნთქოთ ღრმად, შეძლებისდაგვარად გადაინაცვლეთ გაზით დაბინძურებული ადგილიდან სუფთა ჰაერზე;
- თვალი და ლორწოვანი გარსები ამოირეცხოთ გამდინარე წყლით ან ფიზიოლოგიური ხსნარით;
- თუ გაზი მოხვდება ორგანიზმში, აუცილებელია კუჭის ამორეცხვა;
- ორგანიზმში მოხვედრილი გაზის ნეიტრალიზებას ახდენს სუსტი ძმრიანი წყალი ან ლიმონიანი წყალი, ანდა ლიმონის ნაჭერი;
იდეალური დაცვის საშუალებაა რესპირატორი, აირწინაღი ან სამედიცინო ნიღაბი მაინც.