როგორ მოვიქცეთ მოწამვლისას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ მოვიქცეთ მოწამვლისას

შხამქიმიკატებით მოწამვლა

შხამქიმიკატებს ხშირად იყენებენ ნარგავების, ნათესებისა და ნაყოფის შესაწამლად. თუ ადამიანი გაურეცხავ, შხამქიმიკატებით დამუშავებულ ხილსა თუ ბოსტნეულს შეჭამს, შეიძლება დაეწყოს ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, ნერწყვდენა, სუნთქვის გაძნელება.

ვიქცევით ასე:

შხამის კუჭში მოხვედრისას აუცილებლად უნდა გამოიწვიოთ ღებინება. თვალისთვის მოამზადეთ სოდიანი ხსნარი (1 ჩაის კოვზი საჭმელი სოდა 1 ჩაის ჭიქა წყალზე) და ამოიბანეთ ბამბის ტამპონით გარეთა კუთხიდან შიგნითას მიმართულებით. თუ შხამქიმიკატი კანზე მოხვდა, ჯერ სოდიანი ხსნარით გაიწმინდეთ, შემდეგ თბილი საპნიანი წყლით ჩამოიბანეთ. კონსულტაციისთვის აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

 

საკვებით მოწამვლისას

ყველაზე მეტად გავრცელებულია საკვებით - ძველი პროდუქტებით, უხარისხო სასმლით, შხამასოკოთი - მოწამვლა. შედეგები სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს, მსუბუქი დისკომფორტით დაწყებული, ინვალიდობითა და სიკვდილით დამთავრებული (უპირატესად - ბოტულიზმისა და მეთილის სპირტით მოწამვლის შემთხვევაში).

უქეიფობის პირველი სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს საკვების ან სასმლის მიღებიდან 5-6 ან 12-14 საათის შემდეგ. ისინი ყველასთვის ნაცნობია: ღებინება, ფაღარათი, ძლიერი საერთო სისუსტე, ტკივილი მუცლის არეში.

ვიქცევით ასე:

დალიეთ 5-6 ჩაის ჭიქა გადადუღებული თბილი წყალი, შემდეგ ენის ძირზე ზეწოლით შეეცადეთ გამოიწვიოთ ღებინება. ეს პროცედურა გაიმეორეთ 3-4-ჯერ. შემდეგ მოამზადეთ ნარევი ასეთი პროპორციით: 1 ტაბლეტი აქტივირებული ნახშირი მეოთხედ ჩაის ჭიქა გადადუღებულ თბილ წყალზე - და მიიღეთ 1 ჭიქა დღეში 3-ჯერ. იმავდროულად ეცადეთ მიიღოთ დიდი რაოდენობით სითხე: ჩაი, წყალი, გვირილის ნაყენი. ამით აღადგენთ ორგანიზმის წყალმარილოვან ბალანსს. სვით ნელა, პატარა ყლუპებით, თორემ თავს ისევ ცუდად იგრძნობთ. მოწამვლის პირველ დღეს სჯობია არაფერი ჭამოთ, მომდევნო რამდენიმე დღეს, ეცადეთ, დამზოგველი დიეტა დაიცვათ. რაციონიდან ამოიღეთ კონსერვები, შოკოლადი, გაზიანი სასმელი, ცხარე, ცხიმიანი, მლაშე, შემწვარი პროდუქტი. უპირატესობა მიანიჭეთ წყალზე დამზადებულ ფაფებს, მოხარშულ ბოსტნეულს, უცხიმო მოხარშულ ხორცს, თევზს, კისელს. წამლები საჭირო არ არის - ორგანიზმი თავად გამოდევნის ტოქსიკურ ნივთიერებებს.

 

მედიკამენტებით მოწამვლა

მედიკამენტებით უმეტესად პატარა ბავშვები იწამლებიან, რომლებსაც ძალიან მოსწონთ კანფეტის მსგავსი ფერადი ბურთულები, მაგრამ ტაბლეტებით შეიძლება უფროსებიც მოიწამლონ, როდესაც წამალს ექიმის დანიშნულების გარეშე იღებენ ან თვითნებურად ზრდიან მის დოზას. ყველაზე მეტად გავრცელებულია საძილე და დამამშვიდებელი საშუალებებით მოწამვლა. დამახასიათებელი ნიშნებია: ძილიანობა, მოთენთილობა, მოძრაობის შენელება და კოორდინაციის დარღვევა. მსუბუქი ზედოზირების შემთხვევაში სიმპტომები რამდენიმე საათში ქრება. გულ-სისხლძარღვთა სისტემის სამკურნალო საშუალებებით (დიგოქსინი, ობზიდანი, იზოპტინი, ჰემიტონი, კლოფელინი და სხვა) მოწამვლისას აღინიშნება გულის რიტმის დარღვევა, ზოგჯერ - გულის გაჩერებაც კი, ამიტომ ეჭვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ გამოიძახეთ ექიმი. ასეთი მოწამვლის ტიპურ ნიშნად მიიჩნევენ გუგების გაფართოებას ან შევიწროებას. სიცხის დამწევი, ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით (ასპირინი, ამიდოპირინი, პარაცეტამოლი, ანალგინი), სულფანილამიდური პრეპარატებით (ეტაზოლი, სულფადიმეტოქსინი) ზედოზირებისას მოწამვლას შესაძლოა დაერთოს თირკმელებისა და ღვიძლის დაზიანება.

ვიქცევით ასე:

ვიძახებთ სასწრაფო დახმარებას. მანამდე აუცილებელია 3-4 ჭიქა წყლის დალევა და ღებინების გამოწვევა. კუჭის ამორეცხვა საჭიროა 2-3-ჯერ. მოძრაობის კოორდინაციის დარღვევისას ადამიანი დაუყოვნებლივ უნდა დავაწვინოთ. თუ მან უცებ დაკარგა გონება, თავი გვერდზე უნდა გადავუწიოთ, რათა პირნაღები მასა სასუნთქ გზებში არ გადასცდეს. როდესაც სასწრაფო დახმარება მოვა, გადაეცით ექიმს ავადმყოფის მიერ მიღებული წამლების კოლოფები და შეძლებისდაგვარად ზუსტად მიუთითეთ პრეპარატის მიღების დოზა და დრო.

 

შხამიანი მცენარეებით მოწამვლა

ასეთი რამ ზაფხულობით ხდება. სიცოცხლისთვის საშიში მცენარეებით მოწამვლისას უპირატესად ნერვული სისტემა ზიანდება. ამ დროს აღინიშნება ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, ფაღარათი, კრუნჩხვა, რომლის ფონზე მოსალოდნელია სუნთქვის გაჩერება. ვიქცევით ისევე, როგორც საკვებით მოწამვლისას, მაგრამ დაუყოვნებლივ ვიძახებთ ექიმს. კუჭის ამორეცხვა უნდა მოხდეს სტაციონარში. ვიდრე საყოფაცხოვრებო ქიმიურ საშუალებებს მოვიხმართ, აუცილებლად უნდა გავეცნოთ ინსტრუქციას და ზედმიწევნით დავიცვათ ის წესები, რომლებსაც მწარმოებელი მიგვითითებს. მათეთრებელ, სარეცხ საშუალებებში, სანტექნიკის საწმენდ სითხეებში დიდი რაოდენობით შედის კაუსტიკური სოდა, ნიშადურის სპირტი, თხევადი მინა და სხვა. ამ ნივთიერებებით შეიძლება მოიწამლოთ. მოწამვლის დამახასიათებელი ნიშნებია უხვი ნერწყვდენა, სახეზე, ტუჩისა და პირის ლორწოვან გარსებზე ქიმიური დამწვრობის გაჩენა. მოსალოდნელია ხმის ჩახლეჩა, სუნთქვის მოშლა, კანის გალურჯება. ზოგჯერ აღინიშნება ღებინება, ხშირად - სისხლის მინარევით, ასევე - სისხლიანი ფაღარათი.

ვიქცევით ასე:

ტუტეს ნეიტრალიზაციის მიზნით კარგად ჩამოიბანეთ სახე და პირის ღრუს ლორწოვანი ონკანის გამდინარე წყლით ან ლიმონმჟავას სუსტი ხსნარით (1/10 ჩაის კოვზი ლიმონმჟავა 1 ჭიქა წყალზე). შხამის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მოხვედრისას რაც შეიძლება სწრაფად მიიღეთ რამდენიმე ჭიქა წყალი და შეეცადეთ, ღებინება გამოიწვიოთ. ასევე, შეიძლება დალიოთ 1-2 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი, მიიღოთ 1-2 კვერცხის ცილა ან 1-2 ჭიქა რძე. ხმის დაკარგვასა და სუნთქვის გაძნელებას შველის სოდით ინჰალაცია (1 ჩაის კოვზი 1 ჭიქა თბილ წყალზე). ამასთანავე, აუცილებლად გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება.

 

როგორ მოვიქცეთ ნახშირჟანგით CO-თი მოწამვლისას?

სიმპტომები: თავის ტკივილი, თავბრუხვევა, ცრემლდენა, გულისრევა, ღებინება, ტკივილი გულის არეში. ტაქიკარდია. შესაძლებელია მხედველობითი და სმენითი ჰალუცინაციები, არტერიული წნევის მომატება, შემდეგ კი ძილიანობა, მოძრაობითი დამბლა, გონების დაკარგვა, კრუნჩხვა, გუგების გაფართოება, სუნთქვის დარღვევა.

პირველი დახმარება:

დაშავებული უნდა მოვაშოროთ იმ ადგილს, სადაც მოხდა მხუთავი აირის გაჟონვა. სუსტი ზედაპირული სუნთქვისას საჭიროა ხელოვნური სუნთქვის ჩატარება, ფეხებზე სათბურის დადება, ნიშადურის სპირტის ხანმოკლე შეყნოსვა, ავადმყოფის სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია (დაგვიანების შემთხვევაში ვითარდება გართულებები ფილტვებისა და ნერვული სისტემის მხრივ).

 

საოჯახო აფთიაქი

საოჯახო აფთიაქში აუცილებლად უნდა იყოს წამლები, რომლებიც მოწამვლისას გამოგადგებათ. ეს არის გააქტიურებული ნახშირი და პრეპარატები, რომლებიც დიარეის აღმოფხვრასა და ნაწლავური ფლორის აღდგენაში დაგეხმარებათ.

სასწრაფო დახმარება

ხშირად ვამჯობინებთ, მოწამვლას დამოუკიდებლად, ექიმის დახმარების გარეშე გავუმკლავდეთ. მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც სამედიცინო დახმარება აუცილებელია. მიაქციეთ ყურადღება მძიმე მოწამვლის შემდეგ ნიშნებს:

  • ყლაპვის, ლაპარაკისა და სუნთქვის გაძნელება;
  • სხეულის მაღალი (38 გრადუსზე მეტი) ტემპერატურა ნარჩუნდება დიდხანს;
  • ძლიერი, შეუკავებელი ღებინება;
  • დიარეა 1-2 დღეზე მეტხანს;
  • მუდმივი ყრუ ტკივილი მუცლის ქვედა არეში;
  • გაუწყლოება, წყურვილის მუდმივი შეგრძნება, პირის სიმშრალე;
  • კანის სიმშრალე;
  • სისხლიანი ფაღარათი.

 

როგორ მოვიქცეთ, თუ ბავშვი მოიწამლა?

არსებობს პირველი დახმარების რამდენიმე სახე, რომლებიც ეფექტური და სავსებით უვნებელია. პირველ რიგში, უნდა დავადგინოთ მოწამვლის ხასიათი. ბავშვი დააწვინეთ და ღებინებისას გვერდზე გადააბრუნეთ. ტოქსიკური ნივთიერებებისგან კუჭის გათავისუფლება უნდა მოხდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც ბავშვი გონზეა. ამისათვის საჭიროა ღებინების სტიმულაცია სოდიანი წყლის განმეორებითი დალევით. სითხის მოცულობა საორიენტაციოდ ასეთია: 6-12 თვის ბავშვებისათვის - 100-150მლ, 2-5 წლის ბავშვებისათვის - 300-300მლ, უფროსი ასაკის ბავშვებისთვის - 350-550მლ. მჟავათი და ტუტეთი მოწამვლისას ღებინების გამოწვევა არ შეიძლება - შესაძლოა, ამან საყლაპავის უფრო ძლიერ დაზიანებას შეუწყოს ხელი. მოწამვლისას ბავშვი გადაყვანილ უნდა იქნეს სტაციონარში, თუ ეს ვერ მოხერხდა, აუცილებლად უნდა მივცეთ გააქტიურებული ნახშირი.