რა ნივთიერებაა აფლატოქსინი, რომელიც თხილში შეიძლება გამოიყოს და რატომ იწვევს ადამიანის სიკვდილს? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა ნივთიერებაა აფლატოქსინი, რომელიც თხილში შეიძლება გამოიყოს და რატომ იწვევს ადამიანის სიკვდილს?

ალფატოქსინს ასპერგილუსის სახეობის სოკოები გამოყოფენ, რომლებიც ცხიმის მაღალი შემცველობის მქონე მარცვლეულსა და თხილეულზე იზრდებიან. ამ სოკოთი ადვილად ავადდება ისეთი პროდუქტი, რომელსაც ცხელ და ნესტიან კლიმატურ პირობებში ინახავენ. აფლატოქსინები დროთა განმავლობაში შეიძლება გაჩნდეს არასწორად შენახულ ჩაიშიც და სხვა ბალახეულში. ეს ტოქსინი აღმოჩენილია იმ ცხოველის რძეშიც, რომელიც ასეთი ბალახით იკვებებოდა.

აფლატოქსინის გავლენა ორგანიზმზე: აფლატოქსინი ყველა ბიოლოგიურ ტოქსინს შორის ყველაზე ძლიერ ჰეპატოკანცეროგენად არის მიჩნეული. უძლებს პროდუქტის თერმულ დამუშავებასაც კი. ორგანიზმში მაღალი დოზით მოხვედრისას კი ღვიძლის შეუქცევადი დაზიანების გამო რამდენიმე დღეში იწვევს ადამიანის სიკვდილს. დაბალი დოზით მიღებისას შეიძლება გამოიწვიოს ქრონიკული აფლატოქსიკოზი, რომელიც ხასიათდება იმუნიტეტის დაქვეითებით,  დნმ-ის დაზიანებით და ონკოგენების გააქტიურებით.

ამ ტოქსინის ასეთი ტოქსიკურობის შესახებ არაფერი იყო ცნობილი 1960 წლამდე, როცა ბრიტანეთში მოულოდნელად 100 ათასი ინდაური დაიხოცა. განვიტარებულ ქვეყნებში დაწესებულია პროდუქტთა მკაცრი მონიტორინგი აფლატოქსინის გამოსავლენად. ეს იმ პროდუქტებს ეხება, რომლებშიც ტოქსინი ყველაზე ხშირად ვლინდება ხოლმე: არაქისი, სიმინდი, გოგრის თესლი, თხილეული, ჩაი და სხვა. პროდუქტის დაბინძურებული პარტიები ნადგურდება.

განვითარებად ქვეყნებში კი, სადაც ასეთი კონტროლი არ არსებობს, ობის სოკოთი პროდუქტთა დაბინძურება ისევ პრობლემად რჩება. მაგალითად მოზამბიკში ღვიძლის კიბოთი სიკვდილობა 50-ჯერ მაღალია, ვიდრე საფრანგეთში.

წაიკითხეთ! საქართველოდან ექსპორტირებულ თხილში აფლატოქსინი აღმოაჩინეს