დაუდგენელი ნივთიერებით მოწამლული ახალგაზრდის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულად მძიმეა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2021

დაუდგენელი ნივთიერებით მოწამლული ახალგაზრდის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულად მძიმეა

დაუდგენელი ნივთიერებით მოწამლული ახალგაზრდის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულად მძიმეა
ალადაშვილის კლინიკაში დაუდგენელი ნივთიერების შედეგად მოწამლული 23 წლის ახალგაზრდის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულად მძიმეა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ალადაშვილის კლინიკის კრიტიკული მედიცნის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლევან რატიანმა განუცხადა. მისივე თქმით, პაციენტის მდგომარეობა შემოყვანის მომენტიდან არ შეცვლილა და იგი რეანიმაციულ განყოფილებაში კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

„პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ჩატარდა ყველა წინასწარი გამოკვლევა. პაციენტი შემოყვანილია დაუდგენელი ნივთიერების სუბსტანციის ეფექტით. მისი მდგომარეობა კვლავ მძიმეა და რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება“, – განაცხადა ლევან რატიანმა.
მისივე თქმით, თუ რა ნივთიერებით მოხდა მისი მოწამვლა, ამას
ტოქსიკოლოგიური ანალიზი სჭირდება, რომლის ჩატარება კლინიკური კვლევისთვის მიუღწევადია.

„ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, იმ შემთხვევაში თუკი ცნობილი იქნებოდა რა ნივთიერებით მოხდა ინტოქსიკაცია, იქნებოდა თუ არა მკურნალობა უფრო ეფექტური, რატიანმა განაცხადა, რომ მკურნალობის ტაქტიკა უცვლელი იქნებოდა.

ალადაშვილის კლინიკაში გუშინ, 15:
22 საათზე საცხოვრებელი ბინიდან დაუდგენელი ნივთიერების სუბსტანციის ეფექტით ორი ახალგაზრდა, 22 და 23 წლის ძმები გადაიყვანეს, რომელთაგან ერთი უგონო მდგომარეობაში იყო, მეორე კი უკვე გარდაცვლილი.

გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ზაფხულის ცხელ დღეებში ინტოქსიკაციის (მოწამვლის) შემთხვევები, ჩვეულებრივ, მატულობს. როგორ უნდა მოიქცეთ ამ დროს:
16-08-2019
თბი­ლის­ში, ვარ­კე­თი­ლის და­სახ­ლე­ბა­ში სავარადოდ ბუ­ნებ­რი­ვი აი­რით ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის შე­დე­გად ორი ადამიანი
21-01-2019
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
კატეგორიის სხვა სტატიები
ნიუ-იორკის უნივერსიტეტის მედიკოსების ჯგუფმა ახალი კვლევის შედეგები გამოაქვეყნეს, რომელიც ადამიანის ენდოკრინული
ცრემლსადენი გაზის ზემოქმედების შემდეგ ადამიანს აწუხებს:
აფლატოქსინები ორგანული ნაერთებია, რომელთაც სოკოები გამოყოფს, მათ მიკოტოქსინებსაც უწოდებენ.
ჯანდაცვის სამინისტრო ბავშვების ორგანიზმში მძიმე მეტალის შემოწმებას იწყებს.
აქტივირებული ნახშირი დეტოქსიკაციის შესანიშნავ საშუალებად ითვლება. ახლა ის ნამდვილი ტრენდია. ნახშირს
საკანალიზაციო მილების გასაწმენდი საშუალება "კროტი" იყიდება სითხის ან ფხვნილის სახით და შეიცავს მეტად აქტიურ
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად