ტყვიით მოწამვლა რა იწვევს მას და როგორ ამოვიცნოთ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ტყვიით მოწამვლა რა იწვევს მას და როგორ ამოვიცნოთ

ტყვიით მოწამვლა შეიძლება განვითარდეს ადამიანის ორგანიზმზე მისი ხანგრძლივი მოქმედებით და გააჩნია კლინიკური სიმპტომების მრავალფეროვნება.

მსუბუქი სიმძიმის მოწამვლამ შეიძლება გამოიწვიოს:

  • მეხსიერების დაქვეითება;
  • ვერბალური აშლილობა;
  • ჰიპერაქტივობისა და ADHD-ს ადრეული ნიშნები;
  • დაბალი IQ, სმენისა და მეტყველების დარღვევები;
  • ფსიქომოტორული განვითარების შეფერხება, დაბალი კოგნიტური მაჩვენებლები.

საშუალო სიმძიმის მოწამვლის დროს შეიძლება გამოვლინდეს:

  • მიალგია-პარესთეზიები (კუნთების ტკივილი და დაბუჟება);
  • ადინამია, ლეთარგია (ძილიანობა);
  • გაღიზიანება;
  • დისკომფორტი მუცელში;
  • ართრალგია (სახსრების ტკივილი);
  • საერთო სისუსტე;
  • საგნებზე კონცენტრირების დარღვევები;
  • ტრემორი;
  • თავის ქრონიკული ტკივილი;
  • ღებინება;
  • წონის კლება;
  • ყაბზობა.

მწვავე, მძიმე მოწამვლამ შეიძლება გამოიწვიოს:

  • ტყვიისმიერი ენცეფალოპათია;
  • შეუპოვარი თავის ტკივილი;
  • თავბრუსხვევა, ძილის დარღვევები;
  • ემოციური ლაბილობა;
  • ეპილეფსიური გულყრები;
  • პარეზი და პლეგია;
  • კოლიკები (პერიოდული მწვავე აბდომინალური კრამპები), ულტრასონოგრაფიით ღვიძლის პარენქიმაზე ტყვიის (ლურჯ-შავი) ხაზის არსებობა.

აღნიშნული კლინიკური ნიშნების დროს შესაძლებელია ექიმის გადაწყვეტილებით გამოვიკვლიოთ ტყვიის შემცველობა ვენურ სისხლში.

რისკჯგუფები (ვისთან შეიძლება გამოვლინდეს ტყვიით მოწამვლა)

მშენებლობაზე მომუშავე პერსონალი, სანტექნიკოსები, ტყვიის მომპოვებლები, ავტოშემკეთებლები, მინის, პლასტმასისა და რეზინის მწარმოებლები, ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლები, გაზისა და ბენზინგასამართი სადგურების მომსახურე პერსონალი, ფოლადის შემდუღებლები, ელემენტების მწარმოებლები, ხიდებისა და გემთმშენებლები.

გამომწვევი მიზეზები:

სამშენებლო მტვერი, საშენი მასალები, ტყვიის შემცველი საღებავებით შეღებილი სახლები (განსაკუთრებით - 1970 წლამდე აშენებული სახლები), კერამიკის საამქროები, ბენზინი, დაბინძურებული ნიადაგი.

ტყვიით მოწამვლის კლინიკურ გამოვლინებას შეიძლება ხელი შეუწყოს:

  • თამბაქოს როგორც პასიურმა, ისე აქტიურმა მოწევამ;
  • ტყვიის შემცველმა კოსმეტიკურმა საშუალებებმა;
  • კუსტარულად დამზადებულმა სპირტმა და არაყმა;
  • ბენზინმა, თხევადმა გაზმა;
  • დაბალი ხარისხის და გაურკვეველი წარმოების სათამაშოებმა, პლასტილინებმა, საღებავებმა.

მწვავე მოწამვლა შეიძლება განვითარდეს სისხლში ტყვიის 100-150 მგ/დეცილიტრზე მეტი შემცველობისას, რაც ძალზე იშვიათია.

ბავშვებსა და მოზარდებთან ნორმალური ნუტრიენტული სტატუსის დროს, როდესაც ორგანიზმი გაჯერებულია საკმარისი რაოდენობის რკინით, კალციუმით, ჩ ვიტამინით, ტყვიით მოწამლა პრაქტიკულად არ ვითარდება.

მძიმე შემთხვევებში რეკომენდებულია ხელატური (ხელატები - სპეციფიკური ნაერთებია) მკურნალობა.

პროფილაქტიკა

  • ხშირად დაბანეთ ხელები ბავშვებს;
  • სათამაშოებისა და ინვენტარის ზედაპირები, განსაკუთრებით - ბაღებში, სკოლებში, ყოველდღიურად დამუშავებული უნდა იყოს სპეციალური გამწმენდი საშუალებებით;
  • არ მისცეთ ბავშვებს მიწით დაბინძურებული ან შეღებილი საკვები;
  • 1970 წლამდე აშენებულ სახლებში გამოყენებული საღებავები შეიცავდნენ ტყვიას, მათგან ჩამოფცქვნილი მტვერი და ქერქი შეიძლება გახდეს მოწამლის მიზეზი. კედლების თავიდან შეღებვით ან ქაღალდის გაკვრით შეიძლება მოვახდინოთ პრევენცია;
  • დარწმუნდით, რომ თქვენი შვილი ღებულობს მულტივიტამინებისა და რკინის რეკომენდებულ დღიურ ნორმას საკვებთან ერთად;
  • არ გამოიყენოთ გაურკვეველი წარმოებისა და დაბალხარისხიანი მცენარეული და ხალხური მედიცინის საშუალებები (ისინი შეიძლება შეიცავდნენ ტყვიას);
  • თიხის ჭურჭელი, რომელიც არ იცით შეიცავს თუ არა ტყვიას, გამოიყენეთ მხოლოდ დეკორაციისთვის;
  • საკვები შეინახეთ მინის, პლასტმასის ან უჟანგავ რკინის ჭურჭელში და არა გახსნილ კონსერვებში;
  • საკვების მოსამზადებლად ან დასალევად გამოიყენეთ წყალი ცივი წყლის შემრევიდან და აღებამდე აცადეთ რამდენიმე წუთი, რომ იდინოს;
  • ნედლეული, რომელსაც კერამიკისა და ფერადი მინების შესაღებად იყენებთ, შეინახეთ ბავშვებისგან დაცულ ადგილას.