რა ნივთიერებებს შეიცავს "კროტი" და როგორ მოვიქცეთ, თუ შემთხვევით ის ბავშვმა გადაყლაპა
ქიმიურ ნივთიერებებს:
ნატრიუმის ჰიდროქსიდს (40-60%);
კალიუმის ჰიდროქსიდს (5-25%);
ზედაპირულ აქტიურ ნივთიერებებს (10%);
ეთილენდიამინტეტრაძმარმჟავას (5-10%).
ამ აქტიური ტუტეების მეშვეობით "კროტი" ხსნის ყველანაირ ორგანულ ნარჩენებს საკანალიზაციო მილებში.
ასეთი ნივთიერების კანზე, ლორწოვანზე ან თვალში მოხვედრის შემთხვევაში, აუცილებელია ეს არე გამდინარე წყლით მოიბანოთ.
განსაკუთრებულ საშიშროებას ქმნის მისი მოხვედრა კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. ასეთ დროს აუცილებელია დიდი რაოდენობით (2 ლიტრამდე) წყლის მიღება და დაუყოვნებლივ ექიმთან ვიზიტი.
წაიკითხეთ:
როგორ მოვიქცეთ ქიმიური დამწვრობის დროს