-გამარჯობა. 10 წლის გოგონას აღენიშნება მომწვანო-მოყვითალო ფერი მხოლოდ ტუჩების გარშემო(არა სილურჯე) ზოგადი პროფილოს ანალიზები წესრიგში აქვს, ჰქონდა დე ვიტამინის დეფიციტი, იღებს მედიკამენტს. სისხლის საერთო, ბილირუბინი, შარდის საერთო, ანტიატრეპტოლოზინი, ელექტროლიტები-ნორმაშია ყველაფერი, ექიმი ვერაფერს უკავშირებს, გარდა ემოციისა. მოსვენებულ მდგომარეობაშიც ემჩნევა, თუმცა დაღლილობის ან ემოციისას მეტად შესამჩნევია. რა შეიძლება იყოს, ან რომელი ანალიზის გაკეთებას მირჩევთ?
-გამარჯობა. ჩემი გოგონა არის 5 წლის. ჯანმრთელი ბავშვია არაფერი აწუხებს. 24 კილოა ოდნავ პუტკუნა და ნაკეცები აქვს მუცელზე,მაგრამ ვერ ვიტყვი რომ ზედმმეტი წონა აქვს. ამაღამ დაბანვის შემდეგ შევამჩნიე , რომ მუცეზე ჭიპის დაბლა ოდნავ ეტყობა ყავისფერი ზოლი( როგორც ორსულობაში ეტყობათ ხოლმე ქალებს) ქართულად ვერ მოვიძიე ინფორმაცია. ინგლისურად რაც ვნახე ჰორმონების ცვლილება იწვევსო და ვერ ვხვდები სანერვიულოა თუ არა? ან რა უნდა გავაკეთო ან საერთოდ თუ გქონიათ მსგავსი შემთხვევა ,რადგან მე ვერსად ვერანაერი ინფორმაცია ვნახე ქართულად
-გამარჯობა, ბავშვს აქვს ენაზე თეთრი ნადები დიდი ხანია შიგადაშიგ იტკიებს ფეხის კუნთებს, არის 10 წლის გოგო, სისხლის ანალიზი რამდენჯერაც ავიღე კარგი აქვს რისი ბრალი შეიძლება იყოს ნადები? რა გამოკვლევა ჩავიტარით, როგორც ვიცი არ არის ნორმა თეთრი ენა
-გამარჯობა.თუ შეიძლება მასწავლეთ როგორ დავამზადო ნატურალური საფერავიდან გემოგლობინის ასამაღლებელი საშუალება.დუღილით რომ კეთდება.მადლობა
-სალამი. მსუბუქად მიმდინარე გასტრიტისა და 12 გოჯ. ნაწლ. წყლულის დროს,როცა არაა გართულება და ჩატარებულია მკურნალობა თუ შეიძლება ბაბუაწვერას კაფსულების მიღება? დიდი მადლობა
-ლიმონ-ჯანჯაფილის ჩაის დამზადება მასწავლეთ ვინც იცით და სასურველია თუ არა მისი მიღება ძილის წინ? მადლობა