-გამარჯობა. სტრიდორზე ვწერ ხოლმე. 2 თვის ბავშვზე მეუბნებიან რომ აქვს სტრიდორი. უბრალოდ სტრიდორის დროს ხომ ცხვირში ხრიტუნებენ? ჩემ ბავშვს ხორხიდან ამოსდის ეს ხმა ხრიალის, ისიც როცა ემოციურადაა , ეს სტრიდორია?
-გამარჯობა. 10 წლის გოგონას აღენიშნება მომწვანო-მოყვითალო ფერი მხოლოდ ტუჩების გარშემო(არა სილურჯე) ზოგადი პროფილოს ანალიზები წესრიგში აქვს, ჰქონდა დე ვიტამინის დეფიციტი, იღებს მედიკამენტს. სისხლის საერთო, ბილირუბინი, შარდის საერთო, ანტიატრეპტოლოზინი, ელექტროლიტები-ნორმაშია ყველაფერი, ექიმი ვერაფერს უკავშირებს, გარდა ემოციისა. მოსვენებულ მდგომარეობაშიც ემჩნევა, თუმცა დაღლილობის ან ემოციისას მეტად შესამჩნევია. რა შეიძლება იყოს, ან რომელი ანალიზის გაკეთებას მირჩევთ?
-მოგესალმებიᲗ მყავს 21 Თვის ბავᲨვი,ხᲨირად ხდება ავად, მაგალიᲗად კუᲭი ეᲨლება, ცივდება სიცხე და ასე Შემდეგ, ბაᲦᲨი დადის და ალბაᲗ Შედეგიც სახეზეა, სახლᲨი მსგავსი არაფერი ემარᲗება,მოკლედ გავუკეᲗეᲗ სისხლის საერᲗო ანალიზუ, ყველანაირი ვიტამინი წესრიგᲨი აქვს, გარდა ᲗუᲗიის, ზომაზე მეტად ნაკლები აᲦმოაᲩნდა, პედიატრმა დაგვინიᲨნა ᲗუᲗიის სიროფი ერᲗი Თვე,მაინტერესებს ᲗუᲗიის ნაკლებობამ ორგანიზმᲨი ᲨეიᲫლება Თუ არა გამოიწვიოს, სხვადასხვა ინფექციები? დიარეა? როტა ვირუსი ან ენტერო ვირუსი? ან კოკსაკი?
-გამარჯობა.თუ შეიძლება მასწავლეთ როგორ დავამზადო ნატურალური საფერავიდან გემოგლობინის ასამაღლებელი საშუალება.დუღილით რომ კეთდება.მადლობა
-გამარჯობა ერთი კვირის წინ დავიწყე გინკო ბილობას დალევა.ვიცავ დოზირების წესს მაგრამ შევამჩნიე რომ დამეწყო თავბრუსხვევა და გული მიჩქარდება.მაინტერესებს შეიძლება თუ არა ექიმის დანიშნულების გარეშე ამ ვიტამინის მიღება ან საერთოდ ამის ბრალია თუ არა? მადლობა წინასწარ
-ლიმონ-ჯანჯაფილის ჩაის დამზადება მასწავლეთ ვინც იცით და სასურველია თუ არა მისი მიღება ძილის წინ? მადლობა