-გამარჯობა. მყავს 2 კვირის და 3 დღის ბავშვი. ბუნებრივ კვებაზეა. ამობოყინება ძალიან უჭირს, ყველანაირი პოზა ვცადე მაგრამ ძაალიან იშვიათად აქარვებს. რაც ძალიან მაშინებს. ძილში რომ წამოაქაფოს ან რამე მაგის მეშინია. როგორ ამოვაქარვებინო? და კიდევ რომ მირჩიოთ თუ საკმარისია ზურგზე წოლა და თავი გვერდულად. რომ დაზღვეული ვიყო ამოღების შეემთხვევაში მასის უკან წაღების
-გამარჯობა. ჩემი ორი წლის შვილი კალთაში ეჯდა ჩემი მეუღლის მეგობარს ,რომელიც ვიცი რომ ორი წლის წინ ვენერიულ დაავადებას მკურნალობდა არ ვიცი კონკრეტულად რომელს. უეცრას უკბინა ჩემს შვილს კისერზე თამაშის დროს. ბავშვმა ტირილი დაიწყო ანუ ეტკინა. რო გამოვართვი კისერი შეწითლებული ქონდა და მრგვალად ახლაც ნახევარი საათი გავიდა ეტყობა ნაკბენივით კარგად რომ დააკვირდები ვარდისფრად.კანი არ დაზიანებია,არც ნაკაწრი აქვს. არის შანსი რო ასე რამე გადმოდებოდა ჩემს შვილს ?
-გამარჯობა. მყავს 10 წლის ბიჭი. ხანდახან 2-3 თვეში ერთხელ ღამე იფსავს.( მე დედა 10 წლამდე ყოველღამე ვიფსავდი ) რამდენად საყურადღებოა რა შეიძლება იწვევდეს და უნდა მიმართოს თუ არა ექიმს? სხვა რაიმე ჯანმრთელობის პრობლემა არ აქვს აზრის ძალიან აქტიური და სპორტით დაკავებული ბავშვი. შეიძლება გენეტიკური იყოს? მე ყოველდღე მქონდა ეგ პრობლემა და ამას რამდენიმე თვეში ერთხელ მაგრამ მაინც დისკომფორტს უქმნის
-გამარჯობა.თუ შეიძლება მასწავლეთ როგორ დავამზადო ნატურალური საფერავიდან გემოგლობინის ასამაღლებელი საშუალება.დუღილით რომ კეთდება.მადლობა
-ლიმონ-ჯანჯაფილის ჩაის დამზადება მასწავლეთ ვინც იცით და სასურველია თუ არა მისი მიღება ძილის წინ? მადლობა
-გამარჯობა, მაინტერესებს ჭარხლის წვენი თუ ზრდის სიმაღლეში? 21 წლის ვარ ან რაიმე ხალხური საშუალება თუ არსებობს რაც შეიძლება რომ ვცადო?