-გამარჯობა, სტრიდორი , სავარუდოდ ლარინგომალაცია არის თუ არა რისკ ფაქტორი კრუპის? ანუ, ისედაც ხომ შევიწროვებულია ამდროს ხორხი და ვირუსის, გაციების დროს ხომ უფრო შევიწროვდება? ანუ ყველა ვარიანტში კრუპი დაემართება?
14 წლის ბიჭს აწუხებს წნევები 150/90 აქვს ხშირად..გული გამოკვლეულია არაფერიაო.ენდოკრინოლოგთან დამყავდა ანალიზებით არაფერია რაც წნევას იწვევდეს..ნევროლოგთან მყავდა და გარდატეხის ასაკის ბრალიაო..ერთი წელიწადი კი აქვს ეს წნევები და რა იქნება მიზეზი ან რისი ექიმთან მივიყვანო დამატებით კვლევებისთვის.მეშინია არ დარჩეს ჰიპერტენზიული .
-გამარჯობა, 9 წლის ბავშვს ვარჯიშზე, ხელი იტკინა, დაეჟეჟა, დაულურჯდა იდაყვის არეში მაჯამდე, რბილი კუნთოვანიბმასა, დალურჯების ადგილას ოდნავ ამობურცულიბქონდა, მეორე საღამოს წავუსვი ტრაუმელის მაზი და შევუხვიე ელასტიური ბინტით სავარაუდოდ ცოტა მაგრად მომივიდა შეფუთვა, დილით 9 საათზე ხელის მტვენი ქონდა შეშუპებული, ახლა თითქოს ცოტა დაუცხრა მაგრამ ისევ აქვს შეშუპება, როგორ მოვიქცეთ? ფერი შეცვლილი არა აქვს მტევანს არც ტკივილი აქვს უბრალოდ მუჭის შეკვრა ოდნავ უჭირს
გამარჯობა. ლიმონ-ჯანჯაფილის ჩაის დაყენებისას, ჯანჯაფილს გახეხვის წინ ვთლით თუ გაუთლელად ვხეხავთ? მადლობა
-სალამი. მსუბუქად მიმდინარე გასტრიტისა და 12 გოჯ. ნაწლ. წყლულის დროს,როცა არაა გართულება და ჩატარებულია მკურნალობა თუ შეიძლება ბაბუაწვერას კაფსულების მიღება? დიდი მადლობა
-გამარჯობა.თუ შეიძლება მასწავლეთ როგორ დავამზადო ნატურალური საფერავიდან გემოგლობინის ასამაღლებელი საშუალება.დუღილით რომ კეთდება.მადლობა