-გამარჯობა ჩემს გოგონას გამოწერის დროს ფურცელში დაუწერეს ცერებრალური იშემია ერთი კვირა გავდიოდით სამშობიაროში მკურნალობას შემდეგ გამოგვწერეს იქნებ მითხრათ რას ნიშნავს და საშიში ხომ არაა. ამიხსნეს მაგრამ თქვენი პასუხიც მაინტერესებს, მადლობა წინასწარ
-გამარჯობა, სტრიდორი , სავარუდოდ ლარინგომალაცია არის თუ არა რისკ ფაქტორი კრუპის? ანუ, ისედაც ხომ შევიწროვებულია ამდროს ხორხი და ვირუსის, გაციების დროს ხომ უფრო შევიწროვდება? ანუ ყველა ვარიანტში კრუპი დაემართება?
მოგესალმებით. ერთ-ერთ სამედიცინო გადაცემაში პედიატრმა ახსენა, რომ ბავშვთა ასაკში თაფლით კვება მოზრდილობაში იწვევს შაქრიან დიაბეტს. რამდენად სწორია ეს მოსაზრება? გმადლობთ