რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
კბილების ჩამოყალიბების პროცესი ბავშვის მუცლად ყოფნის პერიოდში იწყება, ამიტომ ინფორმაციის მისაღებად აუცილებელია ორსულობისას დედის ვიზიტი სტომატოლოგთან კონსულტაციისთვის. რაც შეეხება ბავშვის პირველ ვიზიტს სტომატოლოგთან, ის უნდა განხორციელდეს 6-8 თვის ასაკში - სწორედ ამ პერიოდში ამოიჭრება პირველი კბილები. ამ ეტაპზე ვიზიტი მოიცავს მხოლოდ რეკომენდაციებს და რჩევა-დარიგების მიცემას კვებასთან დაკავშირებით და მომავალში პათოლოგიების თავიდან აცილებაში გვეხმარება. ერთი კბილის ამოსვლისთანავე შესაძლებელია განისაზღვროს კბილის სტრუქტურა და გარკვეულწილად ზოგადი მდგომარეობაც. შესაბამისად, ეგრეთ წოდებული “ბოთლის კარიესის” თუ სხვა სისტემური დაზიანებების თავიდან აცილებაც სწორედ ამ ეტაპზეა შესაძლებელი დროული ჩარევით. გვესაუბრება სტომატოლოგიური ცენტრის - ალბიუსის ექიმი ნინო გვასალია.