-გამარჯობა.მოკლედ ბავშვი 11 წლისაა,შემთხვევით მოვიკითხეთ ბაზაში და აღმოჩნდა,რომ 5 წელზე რომ კეთდება გეგმიური აცრა არ არის ბაზაში,არადა ზუსტად ვიცი რომ გავუკეთეთ.მოკლედ ვერც ჩანაწერი მოვძებნე და მაინტერესებს წითელა,წითურა,ყბაყურას ანტისხეულებზე რომ ავიღოთ ანალიზი გამოჩნდება და რა სახის ანტისხეულებზე უნდა ავიღოთ,რაოდენობრივზე თუ სხვა რამეზე?მადლობა
-გამარჯობა, 8 წლის ბავშვს აქვს დ ვიტამინი 22 .ექიმმა დაუნიშნა 1000 იანი ერთი თვე ,რამსენად სწორია ამ დოზის მიღება და პერიოდი უფრო ხანგრძლივი არ ჭირდება?
-გამარჯობა, გთხოვთ გამარკვიოთ რა სხვაობაა სიმპტომებში ლარინგომლაციას და სტრრიდორს შორის . არცერფი ექიმი არ უკეთებს ლარინგოსკოპიას, პატარააო. ასაკი 2 თვე
-გამარჯობა ერთი კვირის წინ დავიწყე გინკო ბილობას დალევა.ვიცავ დოზირების წესს მაგრამ შევამჩნიე რომ დამეწყო თავბრუსხვევა და გული მიჩქარდება.მაინტერესებს შეიძლება თუ არა ექიმის დანიშნულების გარეშე ამ ვიტამინის მიღება ან საერთოდ ამის ბრალია თუ არა? მადლობა წინასწარ
-ლიმონ-ჯანჯაფილის ჩაის დამზადება მასწავლეთ ვინც იცით და სასურველია თუ არა მისი მიღება ძილის წინ? მადლობა
-გამარჯობა.თუ შეიძლება მასწავლეთ როგორ დავამზადო ნატურალური საფერავიდან გემოგლობინის ასამაღლებელი საშუალება.დუღილით რომ კეთდება.მადლობა