-მოგესალმდბიᲗ.მყავს 18 Თვის ბავᲨვი.მყარად ისევ ვერ დგება და ვერ დადის Თავად დაყრდნობის გარეᲨე Თუმცა რიცა რამეს ეხება დადის მაგრამ უმეტესად ხოხავს Თან სწრაფად.ამის გამი მუხლები დაუწიᲗლდა და დაულურჯდა..რა წავუსვაᲗ რომელი კრემი? დაბეᲟილიბამ რომ გაუაროს?
-გამარჯობა, ძალიან მიყვარს ჩემი შვილი, მაგრამ თითქმის ყველა მისი საქციელი მაღიზიანებს. 3 წლის ხდება. ვიცი, რომ ასაკობრივი კაპრიზები ახასიათებთ ბავშვებს, მაგრამ ვერა, თითქოს ვერ შევეგუე, ახლა კი არა საერთოდ აქამდეც. საერთო კამპანიაში თავს კომფორტულად ვერ ვგრძნობთ თითქოს ვერც მე, ვერც ის. ძალიან განვიცდი, მასთან გატარებული დრო არ მსიამოვნებს. ძალიან ჭირვეული, ჯიუტი და გაუგონარია. არ ვიცი ასე რომ ვარ განწყობილი ნორმალურია? მე მჭირდება დახმარება თუ მას, როგორ მოვიქცე მირჩიეთ.
-გამარჯობა. წინა კითხვაზე მიოასუხეთ რომ ბავშვი ვაჩვენი ნევროლოგს და კარდიოლოგს (სტრიდორი რომ აქცს) მყავდა გულის შემოწმებაზე და ყველაფერი კარგად აქვსო, ასევე ნევროლოგთან პლუს ნეიროსკოპიაზეც ყველაფერი კარგადააო. სხვა რა შეიძლება ვქნა ? ფილტვებს როგორ უმოწმებენ 2 თვის ბავშვს?
-გამარჯობა.თუ შეიძლება მასწავლეთ როგორ დავამზადო ნატურალური საფერავიდან გემოგლობინის ასამაღლებელი საშუალება.დუღილით რომ კეთდება.მადლობა
-სალამი. მსუბუქად მიმდინარე გასტრიტისა და 12 გოჯ. ნაწლ. წყლულის დროს,როცა არაა გართულება და ჩატარებულია მკურნალობა თუ შეიძლება ბაბუაწვერას კაფსულების მიღება? დიდი მადლობა
-ლიმონ-ჯანჯაფილის ჩაის დამზადება მასწავლეთ ვინც იცით და სასურველია თუ არა მისი მიღება ძილის წინ? მადლობა