-გამარჯობა, სტრიდორი , სავარუდოდ ლარინგომალაცია არის თუ არა რისკ ფაქტორი კრუპის? ანუ, ისედაც ხომ შევიწროვებულია ამდროს ხორხი და ვირუსის, გაციების დროს ხომ უფრო შევიწროვდება? ანუ ყველა ვარიანტში კრუპი დაემართება?
-გამარჯობა. ჩემი გოგონა არის 5 წლის. ჯანმრთელი ბავშვია არაფერი აწუხებს. 24 კილოა ოდნავ პუტკუნა და ნაკეცები აქვს მუცელზე,მაგრამ ვერ ვიტყვი რომ ზედმმეტი წონა აქვს. ამაღამ დაბანვის შემდეგ შევამჩნიე , რომ მუცეზე ჭიპის დაბლა ოდნავ ეტყობა ყავისფერი ზოლი( როგორც ორსულობაში ეტყობათ ხოლმე ქალებს) ქართულად ვერ მოვიძიე ინფორმაცია. ინგლისურად რაც ვნახე ჰორმონების ცვლილება იწვევსო და ვერ ვხვდები სანერვიულოა თუ არა? ან რა უნდა გავაკეთო ან საერთოდ თუ გქონიათ მსგავსი შემთხვევა ,რადგან მე ვერსად ვერანაერი ინფორმაცია ვნახე ქართულად
-გამარჯობა.7 წლის გოგონას ზოგჯერ აწუხება ქვეხა კიდურების,ძირითადად ტერფიდან მუხლამდე ტკივილები.ავუღე რევმატოიდული სინჯები და ანტისტრეპტოლიზინი აქვს 1000>.გავიარეთ რევმატოლოგის კონსულტაცია,არანაირი მკურნალობა არ დგვინიშნა.თქვა რომ ანტისტრეპტოლისზინის მაღალი მაჩვენებელი მიუთითებს გადატანილ სტრეპტოკოკულ დაავადებაზე და ტკივილები ფეხებში-ზრდის ტკივილებად ჩათვალა.გულის ეხოსკოპიაზე ყველაფერი რიგზეა.თუმცა მე მაინც მაწუხებს ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და როგორ მოვიქცე? რა პროფილია ექიმი გვჭირდება? ვფიქრობ ოტორალინგოლოგის კონსულტაციას თუმცა ყელი ჩირქოვანი არ აქვს და არ ავადობს ხოლმე.გთხოვთ მიპასუხოთ რამდენად საგანგაშია ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და სად ვეძიო ამის მიზეზი? მადლობა