გამარჯობა. ჩემმა გოგომ 11 მარტს გაიკეთა ცოფის ბოლო მეხუთე აცრა. იმუნოგლობინი არ გაუკეთებია. 23 მაისს აიცრა 5 წლის აცრაზე, ტეტანუსი , წითელა წითურა ყბაყურა. პედიატრი საქმის კურსში იყო ცოფის აცრა რომ ქონდა გაკეთებული და 1 თვიანი შუალედი დავიცვათო მხოლოდ. ახლა შემთხვევით ვნახე რომ ცოფის ვაქცინა სამი თვით ასუსტებსო წითელა წითურა ყბაყურასო და ჩვენ ორ თვე ნახევარში რო გავაკეთეთ არ იმოქმედებს სათანადოდ? თუ არასწორი ინფორმაცია მაქ წაკითხული
-გამარჯობა. სტრიდორზე ვწერ ხოლმე. 2 თვის ბავშვზე მეუბნებიან რომ აქვს სტრიდორი. უბრალოდ სტრიდორის დროს ხომ ცხვირში ხრიტუნებენ? ჩემ ბავშვს ხორხიდან ამოსდის ეს ხმა ხრიალის, ისიც როცა ემოციურადაა , ეს სტრიდორია?
-გამარჯობა. მყავს 10 წლის ბიჭი. ხანდახან 2-3 თვეში ერთხელ ღამე იფსავს.( მე დედა 10 წლამდე ყოველღამე ვიფსავდი ) რამდენად საყურადღებოა რა შეიძლება იწვევდეს და უნდა მიმართოს თუ არა ექიმს? სხვა რაიმე ჯანმრთელობის პრობლემა არ აქვს აზრის ძალიან აქტიური და სპორტით დაკავებული ბავშვი. შეიძლება გენეტიკური იყოს? მე ყოველდღე მქონდა ეგ პრობლემა და ამას რამდენიმე თვეში ერთხელ მაგრამ მაინც დისკომფორტს უქმნის