ღრძილების დაავადება ონკოლოგიური პათოლოგიის აღმოცენების რისკს ზრდის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ღრძილების დაავადება ონკოლოგიური პათოლოგიის აღმოცენების რისკს ზრდის

რისკს ზრდის. ისინი 10 წლის განმავლობაში იკვლევდნენ სხვადასხვა ასაკის 68 ათას ადამიანს, აკვირდებოდნენ მათი პირის ღრუს მდგომარეობას და შეისწავლიდნენ სიმსივნური პათოლოგიით სიკვდილიანობის მაჩვენებელს. მიღებული მონაცემების თანახმად, პაროდონტიტით დაავადებულთა 14,45 % ონკოლოგიური პრობლემით გარდაიცვალა. პირები, რომლებიც საგულდაგულოდ უვლიდნენ კბილებს და საზოგადოდ პირის ღრუს, სიმსივნური დაავადებით იშვიათად იღუპებოდნენ (11,36 %). სპეციალისტთა დასკვნით, ღრძილების ბაქტერიული პათოლოგია დასაბამს აძლევს ორგანიზმის სხვა ნაწილების დასნებოვნებას და ონკოლოგიური დაავადების პროვოცირებასაც ახდენს.

ამ თემაზე კიდევ ერთი აღმოჩენა აქვთ ბრიტანელებს ეკუთვნით. მათი კვლევით, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ორგანოთა სიმსივნეების დროს სიმსივნურ უჯრედებში არსებობს ფერმენტი, რომელსაც პაროდონტიტის დროს ბაქტერიები გამოყოფს. თუ ადამიანი ეწევა, დიდია ასევე ფილტვის, სარძევე ჯირკვლისა და ნაღვლის ბუშტის სიმსივნის განვითარების ალბათობა. როგორც ბრიტანელი მეცნიერები აცხადებენ, აღნიშნული ფერმენტი აქვეითებს იმუნიტეტს და ხელს უწყობს სიმსივნური პათოლოგიის განვითარებას. ამიტომაც, დიდი ყურადღება უნდა დაუთმოთ პირის ღრუს ჰიგიენას, ღრძილების მდგომარეობის კონტროლსა და შესაბამის დაავადებათა მკურნალობას.

თინათინ გოცაძე