რეკომენდაციები ბავშვთა სტომატოლოგისგან - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2021

კითხვა-პასუხი

რეკომენდაციები ბავშვთა სტომატოლოგისგან

რეკომენდაციები ბავშვთა სტომატოლოგისგან
კბილების ჩამოყალიბების პროცესი ბავშვის მუცლად ყოფნის პერიოდში იწყება, ამიტომ ინფორმაციის მისაღებად აუცილებელია ორსულობისას დედის ვიზიტი სტომატოლოგთან კონსულტაციისთვის. რაც შეეხება ბავშვის პირველ ვიზიტს სტომატოლოგთან, ის უნდა განხორციელდეს 6-8 თვის ასაკში - სწორედ ამ პერიოდში ამოიჭრება პირველი კბილები. ამ ეტაპზე ვიზიტი მოიცავს მხოლოდ რეკომენდაციებს და რჩევა-დარიგების მიცემას კვებასთან დაკავშირებით და მომავალში პათოლოგიების თავიდან აცილებაში გვეხმარება. ერთი კბილის ამოსვლისთანავე შესაძლებელია განისაზღვროს კბილის სტრუქტურა და გარკვეულწილად ზოგადი მდგომარეობაც. შესაბამისად, ეგრეთ წოდებული “ბოთლის კარიესის” თუ სხვა სისტემური დაზიანებების თავიდან აცილებაც სწორედ ამ ეტაპზეა შესაძლებელი დროული
ჩარევით. გვესაუბრება სტომატოლოგიური ცენტრის - ალბიუსის ექიმი ნინო გვასალია.


- როდის ამოდის პირველი კბილი და როდის იწყებს ბავშვი კბილის მოცვლას?

- პირველი სარძევე კბილები 6-8 თვის ასაკში ამოიჭრება, ხოლო მათი მოცვლა 5-6 წლის ასაკიდან იწყება. თუმცა ეს მონაცემები ინდივიდუალურია და მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. ბოლო წლების
განმავლობაში ძალიან ხშირად მოგვმართავენ პატარა პაციენტები, რომლებსაც ადრეული ან დაგვიანებული კბილების ამოჭრა აღენიშნებათ. თუმცა სარძევე კბილების ამოჭრის - საშუალოდ 2-3 თვით, მუდმივი კბილებისა კი 1-2 წლით გადაცილება მოცემული მონაცემებიდან პათოლოგიად მაინც არ ითვლება.

- კბილის ამოსვლის დროს რა სიმპტომები აქვთ ბავშვებს?

- ეს აბსოლუტურად ინდივიდუალურია. შესაძლებელია კბილების ამოჭრის პერიოდი მიმდინარეობდეს თითქმის უსიმპტომოდ, თუმცა ასევე შესაძლოა აღინიშნებოდეს ღრძილების ქავილი, წვა, გაძლიერებული ნერწყვდენა, დისკომფორტი, რომელსაც ბავშვი ტკივილად აღიქვამს. ამ დროს ბავშვი არის უხასიათოდ, აგზნებული, ჭირვეულობს და ხშირად ტირის. ზოგჯერ უარს ამბობს კვებაზე. ხანდახან კბილების ამოჭრას თან ახლავს ტემპერატურის მომატებაც. ამ დროს მშობელმა ბავშვს მაქსიმალურად უნდა შეუმსუბუქოს მდგომარეობა სპეციალური წყლიანი საღეჭი სათამაშოებით, რომლებიც წინასწარ მაცივარში უნდა გაცივდეს. შესაძლოა ტკივილგამაყუჩებელიც გახდეს საჭირო, თუმცა ამ შემთხვევაში პედიატრთან კონსულტაციის გარეშე პრეპარატი არ ინიშნება.

- რა ასაკიდან უნდა დაიწყოს ბავშვმა კბილების გახეხვა?

- კბილების წმენდა იწყება პირველი სარძევე კბილის ამოსვლისთანავე - ვიწყებთ ამ ერთი კბილის წმენდას და არ ველოდებით დანარჩენების ამოსვლას. თავდაპირველად ვწმენდთ სპეციალური თითზე წამოსაცმელი რბილი “ჯაგრისით”, თუმცა ასევე შესაძლებელია მშობელმა თითზე გადაიხვიოს ბინტი და კბილი მექნიკურად გაიწმინდოს. საწყის ეტაპზე კბილები იწმინდება მხოლოდ ჯაგრისით, კბილის პასტის გარეშე. მოგვიანებით კი უკვე შეგვიძლია საბავშვო კბილის პასტების გამოყენება. ყურადღება უნდა მივაქციოთ მის ოდენობას და ფთორის შემცველობას კბილის პასტაში. ბავშვთა ასაკში თითო წმენდაზე უნდა გამოვიყენოთ დაახლოებით ბარდის მარცვლის ზომის პასტა.

- როგორ მოვუაროთ ბავშვის კბილებს?

- ყურადღება მინდა გავამახვილო ამ კითხვასა და მშობლის ფაქტორზე. სწორედ ბავშვთა ასაკში წყდება ის, თუ როგორი კბილები და თანკბილვა ექნება ბავშვს მომავალში და ეს მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული მშობლებზე. მშობლები თამაშობენ მნიშვნელოვან როლს პატარების პირის ღრუს სიჯანსაღეში, პასუხს აგებენ ჰიგიენაზე, მოვლაზე, ასევე იმაზე, თუ როგორ გააგრძელებს შემდგომში ბავშვი პირის ღრუს იდივიდუალური ჰიგიენის დაცვას.

სწორი ჰიგიენა კი გულისხმობს: კბილების გაწმენდას დღეში ორჯერ, დილას და საღამოს - ძილის წინ. წმენდის პროცესს აუცილებლად უნდა აკონტროლებდეს მშობელი, რომელმაც სასურველია კონსულტაცია გაიაროს სტომატოლოგთან და მიიღოს ზუსტი ინფორმაცია ჯაგრისის სწორად ხმარების თავისებურებებზე.

მომდევნო მნიშვნელოვანი ფაქტორი - ეს არის კვების რაციონი, რომელშიც მაქსიმალურად უნდა შევამციროთ ნახშირწყლებით მდიდარი საკვები და გავამდიდროთ ცოცხალი ხილითა და ბოსტნეულით, რათა პატარამ ადრეული ასაკიდან მუდმივად მიიღოს ვიტამინებისა და მინერალების დღიური დოზა. და აქვე აუცილებელია რამდენიმე სიტყვა მავნე ჩვევებზეც ითქვას. მოგეხსენებათ, სწორედ ბავშვთა ასაკში წყდება, თუ როგორი თანკბილვა ჩამოუყალიბდება ბავშვს საბოლოოდ. ამაზე კი გავლენას ახდენს მავნე ჩვევები, განსაკუთრებით კი საწოვარას ხანგრძლივი გამოყენება, რასაც აუცილებლად უნდა ვაქციოთ ყურადღება და დროულად გადავაჩვიოთ ბავშვი.

შეჯამების სახით კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ბავშვის კბილებზე ზრუნვა პირველი კბილის ამოსვლისთანავე იწყება, საუკეთესო ზრუნვა კი ნებისმიერი პრობლემის დროული დიაგნოსტიკა და პრევენციაა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
პირის ღრუს დაავადებები - კარიესი, ღრძილების დაავადებები, პირის ღრუს სიმსივნეები - დედამიწის მოსახლეობის თითქმის 50% აღენიშნება
06-09-2019
ვიდეოში გაეცნობით იმ დაავადებებს, რომელთა შესახებ ყველა მშობელმა
31-07-2019
საავტომობილო ბამპერების გასამაგრებლად და ხის გემბანის დასაცავად გამოყენებულმა ნაერთმა შესაძლოა თანამედროვე
15-03-2019
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
კატეგორიის სხვა სტატიები
ყბის ტკივილი უბრალო კბილის ტკივილის გარდა, გულის შეტევის მანიშნებელიც კი შეიძლება იყოს.
მოზრდილ ადამიანს პირის ღრუში 32 კბილი აქვს. მათგან 4 სიბრძნის კბილია. სიბრძნის კბილი მესამე ძირითადი კბილია.
კალიფორნიის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, რომ კბილების მიმდებარე ქსოვილებში აღმოჩენილი პათოგენები ხელს უწყობენ პირის ღრუს ძალიან აგრესიული ტიპის კიბოს განვითარებას.
სტომატოლოგ-პაროდონტოლოგები ყველაზე ხშირად აწყდებიან კბილებზე ყავისფერ ნადებს - ეს კბილის ქვაა,
ვაშინგტონის უნივერსიტეტში С ვიტამინის ნაკლებობას უკავშირებენ ღრძილებიდან სისხლდენას.
ამერიკის ქიმიის ასოციაციის სპეციალისტებმა აღმოაჩინეს მეთოდი, რომლის საშუალებითაც
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად