/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სტომატოლოგია

კბილების გათეთრება

კბილების გათეთრება
კბილების გათეთრების მეთოდებზე გვესაუბრება კლინიკა Dent Inn-ის ექიმი-თერაპევტი სოფო ფილიევი.- ქალბატონო სოფო, რედაქციაში ხშირად შემოდის შეკითხვა კბილების გათეთრების პრობლემებზე. გვიამბეთ, როგორ არის შესაძლებელი კბილების გათეთრება. - კბილების გათეთრების ორი მეთოდი არსებობს:

1. გათეთრება ექიმი სტომატოლოგის მიერ კლინიკაში ანუ (Officce bleaching);

2. გათეთრება სახლის პირობებში კაპების საშუალებით (home use).

ჯერ კიდევ წინა საუკუნის დასაწყისში მიმართავდნენ კბილების გათეთრებას, თუმცა ამ მეთოდს იყენებდნენ დევიტალური კბილის შემთხვევაში, ან როდესაც დისკოლორიტი (ფერის შეცვლა) გამოწვეული იყო ტრავმით. თუმცა სტომატოლოგიის განვითარებასთან ერთად 1980 წლიდან ეტაპობრივად დაიწყო მეთოდების დახვეწა და შინ კბილების გათეთრების დანერგვა. თანადროულად დაიწყეს ვიტალური (ცოცხალი) კბილების ე.წ. ოფისური გათეთრება.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

მათეთრებელი მასალები ძირითადად წყალბადის ზეჟანგისა და კარბამიდის ზეჟანგის (პეროქსიდის) ფუძეზე დამზადებულ მასალებად იყოფა. ეს აღიარებულია ამერიკის სტომატოლოგთა ასოციაციის მიერ. სამეცნიერო ცნობების მიხედვით, დიდ ბრიტანეთში გამოიყენებოდა ქლორის დიოქსიდის საფუძველზე დამზადებული მათეთრებელი ნივთიერებებიც, მაგრამ არ არის დადასტურებული მათი უსაფრთხოების პროფილი (მაგ: კარბამიდის პეროქსიდთან შედარებით) და მათი ეფექტურობაც კბილის ეტჩირების შედეგის მსგავსია, ამიტომ ძირითად შემთხვევებში მწარმოებელი კომპანიებიც გვთავაზობენ ზემოთ ხსენებულს (კარბამიდის/წყალბადის).

რა თქმა უნდა, ორივე ნივთიერების შემცველ მასალას შეუძლია კბილის თავდაპირველი ფერის შეცვლა, თუმცა ყურადღებამისაქცევია მათი უსაფრთხოება და ეფექტურობა. სწორედ ამიტომაც, ხშირ შემთხვევაში, სხვადასხვა პირობებში გათეთრების შედეგები განსხვავდება შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით: პირის ღრუს ზოგადი მდგომარეობის, ქვებისა და ნადების ტიპის, კბილების შეფერილობის, პაციენტის ასაკის, მათეთრებლის აქტიური აგენტის კონცეტრაციის, პროცედურის ხანგრძლივობისა და სიხშირის მიხედვით.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა.რამოდენიმე დღეა ენის ქვეშ ერთი სანერწყვე ჯირკვალი ჭამის დროს მიდიდდება.შემდეგ ისევ პატარავდება.ცოტა შეწითლებულიცაა.როგორ შეიძლება რომ ვუმკურნალო? ვარ 41წლის</p>

მინდა გამოკვეთილად აღვნიშნო, რომ უმეთვალყურეო გათეთრების პროცედურამ შეიძლება მთელი რიგი არასასურველი შედეგები გამოიწვიოს, მაგალითად: მკვეთრად მუქი შეფერილობის ხაზები კბილის ზედაპირზე, ერთეული კბილების მუქი შეფერილობა, რესტავრაციებსა და კბილის ქსოვილს შორის ფერთა სხვაობა დემარკაციით და, რაღა თქმა უნდა, ჰიპერესთეზია (მომატებული მგრძნობელობა).

საყურადღებოა!

პროცედურამდე განისაზღვროს პირის ღრუს რბილი ქსოვილების სტრუქტურა, შეფასდეს კბილის მაგარი ქსოვილები, კბილის ნერვული ქსოვილი, და საზოგადოდ, გამოირიცხოს სისტემური პათოლოგიები. დიდი ხანია მეცნიერები სწავლობენ კარბამიდის პეროქსიდის გავლენას პირის ღრუს რბილ ქსოვილებზე. აღსანიშნავია, რომ გათეთრებაში მონაწილე აქტიური ნივთიერება წარმოქმნის თავისუფალ რადიკალებს, რომლებიც, როგორც ცნობილია, უკავშირდებიან და რეაქციაში შედიან ცილებთან, ნუკლეინის მჟავებთან, ლიპიდებთან და იწვევენ უჯრედის დაზიანებას. უკვე ცნობილი ფაქტია, რომ კარბამიდის პეროქსიდის 10% ან კიდევ უფრო მაღალი კონცენტრაცია რბილი ქსოვილების ან კანის მემბრანაზე უარყოფითად მოქმედია. იწვევს ქიმიურ დამწვრობას და ქსოვილების დაზიანებას. არ მინდა მკითხველმა ისე გაიგოს, თითქოს გათეთრება საფრთხის შემცველია. მინდა დეტალურად ვუამბო მათ პროცედურის მექანიზმისა და საფრთხეების შესახებ და გავაფრთხილო, არ ეცადონ თვითმკურნალობას. როდესაც პროცედურას შინ ვიტარებთ, მაგალითად კაპებით, უდავოა, რომ ესეც ექიმის დანიშნულება უნდა იყოს. მნიშვნელოვანია, რომ პროცედურა ყველა დეტალის გათვალისწინებით ჩატარდეს.

- რომელი მეთოდი რა პრინციპით მუშაობს?

- უკვე ვისაუბრეთ, რომ კბილის გათეთრებას საკმაოდ რთული ბიოქიმიური პროცესები ახლავს, რაც მათეთრებელი აგენტის მეშვეობით კბილის მაგარ ქსოვილებში მიმდინარეობს. იმისათვის, რომ აგენტი აქტიურ ფორმაში გადავიდეს, ვიყენებთ სინათლის სხივს, მაგალითად ლაზერს. თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, სასურველი პროცედურისთვის იქმნება უახლესი თაობის აპარატები, ერთ-ერთია ევროპული წარმოების აპარატი, რომელსაც ამ ეტაპზე ვიყენებ, აქვს თანამედროვე კომფორტული დიზაინი, ნათების დიოდური ლაზერითაა აღჭურვილი და ორი სიგრძის ტალღა აქვს. ერთია ლურჯი ნათების ტალღა, 470 ნმ და უზრუნველყოფს მათეთრებელი აგენტის აქტივაციას. კლინიკაში გათეთრებისას ოპტიმალურია 15-38%-იანი კარბამიდის პეროქსიდი, კბილის ფერი 2-8 ტონით ღიავდება. მეორე წითელი ნათების ტალღა - 660 ნმ-ია, ის უზრუნველყოფს ღრძილის კონდიცირებას იმდენად, რომ უსიამოვნო შეგრძნება არ გამოიწვიოს. ეს რეჟიმი ცნობილია კიდევ თავისი უნიკალური შესაძლებლობით. კბილის ქსოვილში აბსორბირდება ისეთი მინერალები, როგორებიცაა კალციუმი და ფთორი. მათეთრებელი საშუალებების აპლიკაციის წინ აუცილებელია ღრძილების იზოლაცია კოფერდამის ან სპეციალური დამცავი გელის საშუალებით.

შინ გათეთრებას თითქმის 30-წლიანი ისტორია აქვს. იხვეწება ტექნიკა და მათეთრებელი ნივთიერებები. კლინიკაში მზადდება ინდივიდუალური კაპა, რომელშიც პაციენტი თავად ასხამს მათეთრებელ ნივთიერებას და იკეთებს დღის ნებისმიერ დროს. მოქმედი ნივთიერებაა 10%-იანი, კარბამიდის პეროქსიდი და ფთორი, რომელიც 3,5%-იანი წყალბადის ზეჟანგის ეკვივალენტურია.

- გათეთრების პროცედურამდე რაიმე სპეციალური მომზადება თუა საჭირო?

- პირველ ეტაპზე აუცილებელია პირის ღრუს სრული სანაცია. კბილების პროფესიული წმენდის ჩატარება, რაც გულისხმობს რბილი და მაგარი ნადების მოშორებას, კარიესული კბილების დაბჟენას. მნიშვნელოვანია პაციენტის ინფორმირებულობა პროცედურის ყველა შესაძლო გართულების შესახებ.

- გვერდითი მოვლენები თუ ახლავს გათეთრების პროცედურას?

- გვერდითი ეფექტებიდან ყველაზე ხშირია კბილების მომატებული მგრძნობელობა - ჰიპერესთეზია და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაზიანება.

ზემოხსენებული გართულებები დროებითია და პროცედურის დასრულებისთანავე ან რამდენიმე დღეში ქრება.

- რა შემთხვევაში იკრძალება კბილების გათეთრება?

- გათეთრების უკუჩვენებებია:

ნ პაროდონტის ქსოვილების ანთებითი დაავადებები;

ნ კბილის კარიესი;

ნ კბილის არაკარიესული დაავადებები;

ნ ორსულობა და ლაქტაცია;

ნ 16 წლამდე ასაკი;

ნ კბილების ფრონტალურ მიდამოში ბჟენები და ხელოვნური გვირგვინები;

ნ მათეთრებელ საშუალებებში შემავალი კომპონენტების მიმართ ალერგიული რეაქციების არსებობა.

- დაბჟენილი კბილის გათეთრება თუ შეიძლება?

- გათეთრებისას ფერს იცვლის კბილის ქსოვილი და არა ბჟენი. ძველი ბჟენი პროცედურის შემდგომ მკვეთრად განსხვავდება კბილის ქსოვილისაგან, პაციენტი მზად უნდა იყოს ახალი რესტავრაციის ჩასატარებლად. ამის საშუალებას კი ნამდვილად იძლევა თანამედროვე საბჟენი მასალების ფართო არჩევანი.

- გათეთრების პროცედურა მინანქარს ხომ არ დააზიანებს?

- კბილების გათეთრება არ აზიანებს კბილის ქსოვილებს (მინანქარი, დენტინი). ქიმიური გათეთრების პროცესში მინანქარ-დენტინის საზღვარზე არსებული ნახშირბადის იონები ჩანაცვლდება ჟანგბადის რადიკალებით, გათეთრების პროცედურისას იშლება წყალბადის ან კარბამიდის ზეჟანგი. შედეგად ჟანგბადის თავისუფალი რადიკალებით გაჯერებული მინანქარ-დენტინის საზღვრის სინათლის გამტარიანობა იზრდება და კბილი იღებს 2-8 ტონით ღია შეფერილობას. უახლესი სამეცნიერო კვლევები ადასტურებენ, რომ კბილების გათეთრება უარყოფითად არ მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მხოლოდ სწორად შერჩეული და დაგეგმილი პროცედურით მიიღწევა სასურველი შედეგი!

- რამდენი წელი ნარჩუნდება შედეგი?

- ყველაფერი ინდივიდუალურია. თუმცა სათანადო მოვლით, სტომატოლოგის ყველა რეკომენდაციის დაცვით, 2-2,5 წელი.

- როგორ დავეხმაროთ მიღებული შედეგის გახანგრძლივებას?

- გათეთრების დასრულების შემდეგ მნიშვნელოვანი ეტაპია შედეგის შენარჩუნება. თავი უნდა აარიდოთ ფერად პროდუქტებს, ბუნებრივი საღებავების შემცველებს (ყავა, ჩაი, წითელი ღვინო). კბილების სითეთრის შესანარჩუნებლად აუცილებელია ჰიგიენის დაცვა. დამატებით პროცესში უნდა ჩართოთ სავლებები და მათეთრებელი ეფექტის მქონე კბილის პასტა. მე ჩემს პაციენტებს (ინდივიდუალობის გათვალისწინებით) ლაზერით გათეთრების შემდეგ, შედეგის შესანარჩუნებლად ვურჩევ, გამოიყენონ კაპებიც დამხმარე საშუალებებთან ერთად, როგორიცაა საღეჭი რეზინი, სავლები, მათეთრებელი ეფექტის მქონე კბილის პასტა. თუმცა არა გადაჭარბებულად.

- გათეთრებიდან რამდენ ხანში იკვეთება პროცედურის შედეგი?

- კლინიკაში გათეთრებისას შედეგი მომენტალურად ჩანს, 1-1,5 სთ-ის შემდეგ. საბოლოო რეზულტატი კი - 48 სთ-ში. კაპებით სარგებლობისას ეფექტს მეორე დღიდან ვხედავთ და 10-14 დღის მანძილზე თანდათანობით უმჯობესდება. რა თქმა უნდა, ესეც ინდივიდუალურია და საწყისი მდგომარეობის ეტიოლოგიურ ფაქტორზეა დამოკიდებული.

- დაბოლოს, ქალბატონო სოფო, კბილების გათეთრებას სამედიცინო დატვირთვა თუ აქვს?

- ვთვლი, რომ ჯანსაღი ღიმილი წარმატებული ცხოვრების საწინდარია. არავის მოეწონება მუქი შეფერილობის კბილები და გაღიმებისას უხერხულობის შეგრძნება, რაც, შესაძლოა, ფსიქოლოგიური პრობლემების საბაბადაც კი იქცეს. თუ ამ კუთხით განვიხილავთ, მაშინ ნამდვილად აქვს ამ პროცედურას სამედიცინო დატვირთვა. იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ დისკოლორიზაციაში დიდი წვლილი ნიკოტინს მიუძღვის, მნიშვნელოვანია თამბაქოს უკუგდებაც, ეს კიდევ ერთი სარგებელია.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

ცოტა რამ მამაკაცის საცვლებისა და წინდების შესახებ

ყველას არ აქვს საშუალება ცნობილი ბრენდების ძვირფას, მოდურ სამოსში გამოეწყოს, თუმცა არსებობს ურყევი წესი, რომ
სრულად
ხუთი მითი უსიამოვნო სუნის შესახებ
ხუთი მითი უსიამოვნო სუნის შესახებ
პირველი: ადამიანი ადვილად ამჩნევს, როდესაც პირში სუნი უჩნდება. ბევრს სჯერა, რომ შეუძლებელია, გამოეპაროს საკუთარი სუნი,
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა

რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

კბილების გათეთრება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები