რა განაპირობებს კბილების ჰიპერმგრძნობელობას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა განაპირობებს კბილების ჰიპერმგრძნობელობას

ადამიანებს ხშირად კარიესული პროცესის გარეშეც, დემინერალიზაციის, პაროდონტის (კბილის ირგვლივი ქსოვილის) განლევის და სხვა ფაქტორთა გამო მიკრობზარები, მინანქრისგან გაშიშვლებული უბნები უჩნდებათ კბილებზე. აღნიშნული მიკრობზარები და უბნები კბილებზე უხშირესად შეუიარაღებელი თვალით უხილავია. ცივზე, ცხელზე და მექანიკურ გაღიზიანებაზე ხანმოკლე იმპულსური ტკივილი ფაქტობრივად მინანქრისგან გაშიშვლებული დენტინის, ყველაზე მგრძნობიარე ქსოვილის რეაგირების შედეგია.

საბედნიეროდ, ამ პრობლემის გადაჭრისათვის დღეს არა ერთი ეფექტური საშუალებაა მოწოდებული. ჰიპერმგრძნობელობით გამორჩეული კბილებისთვის განკუთვნილი პასტები თუ სავლებები მინერალებით, მიკროელემენტებითა და ყველა საჭირო კომპონენტითაა გაჯერებული. შესაბამისი პასტებისა და სავლებების რეგულარულად გამოყენების შემთხვევაში აღნიშნული კომპონენტები აღწევენ მიკროფორებს, ავსებენ მიკრობზარებსა და დაზიანებულ უბნებს, ასტიმულირებენ მინანქრის რეგენერაციას (განახლებას) და ამცირებენ დენტინის უშუალოდ შეხებას გამღიზიანებელ ფაქტორებთან.

კბილთა ჰიპერმგრძნობელობის პროფილაქტიკაში დიდ როლს თამაშობს მინერალებითა და მიკროელემენტებით გაჯერებული, სრულფასოვანი კვება, აგრეთვე პირის ღრუს სათანადო ჰიგიენა, პაროდონტიტის, პაროდონტოზისა და კარიესის დროული და რაციონალური მკურნალობა.

თინათინ გოცაძე