რა განაპირობებს კბილების ჰიპერმგრძნობელობას - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

რა განაპირობებს კბილების ჰიპერმგრძნობელობას

რა განაპირობებს კბილების ჰიპერმგრძნობელობას
კბილთა მომატებული მგრძნობელობის მიზეზი მინანქრის დაზიანება, მისი მთლიანობის დარღვევაა.
ადამიანებს ხშირად კარიესული პროცესის გარეშეც, დემინერალიზაციის, პაროდონტის (კბილის ირგვლივი ქსოვილის) განლევის და სხვა ფაქტორთა გამო მიკრობზარები, მინანქრისგან გაშიშვლებული უბნები უჩნდებათ კბილებზე. აღნიშნული მიკრობზარები და უბნები კბილებზე უხშირესად შეუიარაღებელი თვალით უხილავია. ცივზე, ცხელზე და მექანიკურ გაღიზიანებაზე ხანმოკლე იმპულსური ტკივილი ფაქტობრივად მინანქრისგან გაშიშვლებული დენტინის, ყველაზე მგრძნობიარე ქსოვილის რეაგირების შედეგია.

საბედნიეროდ, ამ პრობლემის გადაჭრისათვის დღეს არა ერთი ეფექტური საშუალებაა მოწოდებული. ჰიპერმგრძნობელობით გამორჩეული კბილებისთვის განკუთვნილი პასტები თუ სავლებები მინერალებით, მიკროელემენტებითა და ყველა საჭირო კომპონენტითაა გაჯერებული.
შესაბამისი პასტებისა და სავლებების რეგულარულად გამოყენების შემთხვევაში აღნიშნული კომპონენტები აღწევენ მიკროფორებს, ავსებენ მიკრობზარებსა და დაზიანებულ უბნებს, ასტიმულირებენ მინანქრის რეგენერაციას (განახლებას) და ამცირებენ დენტინის უშუალოდ შეხებას გამღიზიანებელ ფაქტორებთან.

კბილთა ჰიპერმგრძნობელობის პროფილაქტიკაში დიდ როლს თამაშობს მინერალებითა და მიკროელემენტებით გაჯერებული, სრულფასოვანი კვება, აგრეთვე პირის ღრუს სათანადო ჰიგიენა, პაროდონტიტის,
პაროდონტოზისა და კარიესის დროული და რაციონალური მკურნალობა.

თინათინ გოცაძე
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული კლინიკები
მსგავსი სიახლეები
თუ გინდათ, რომ ჯანმრთელი პირის ღრუსა და კბილები გქონდეთ, ფთორის შემცველი კბილის პასტით გაიხეხეთ კბილები
25-09-2019
არ არსებობს ადამიანი, რომელსაც თეთრი კბილები არ სურდეს და ამისთვის მის ხელთ არსებულ გარკვეულ საშუალებებს არ მიმართავდეს.
03-07-2019
თეთრი და ჯანმრთელი კბილები ყველა ადამიანის ოცნებაა, თუმცა ეს საკმაოდ რთულად მისაღწევია,
17-06-2019
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
კატეგორიის სხვა სტატიები
კბილის მინანქარს ფოროვანი სტრუქტურა აქვს. ამიტომაც, მასზე ადვილად ვითარდება ლაქები და ნადები.
ღრძილების ანთებისა (გინგივიტის) და ტკივილის ყველაზე ხშირი მიზეზი ინფექციაა.
ზამთარში რაციონში მცირდება ვიტამინებით, მინერალებით, მიკრო- და მაკროელემენტებით მდიდარი პროდუქტების მოცულობა.
ღრძილების ანთებისა (გინგივიტის) და ტკივილის ყველაზე ხშირი მიზეზი ინფექციაა. ამ უკანასკნელს, ჩვეულებრივ, პათოგენური მიკროორგანიზმები იწვევს, ის გამომწვევები, რომლებიც
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
კბილის ზომამ სიგრძეში შეადგინა 3,72 სმ. პაციენტმა ექიმს მიმართა მწვავე ტკივილის გამო. კბილმა, ანომალური ზომების გამო, გამოიწვია ზედა ყბის ანთება.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
Notice: Undefined variable: new_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 227 Notice: Undefined variable: old_prcie in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 235 Notice: Undefined variable: deffered_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 243
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად