კარიესის მკურნალობა მალე ბჟენების გარეშე იქნება შესაძლებელი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

კარიესის მკურნალობა მალე ბჟენების გარეშე იქნება შესაძლებელი

კარიესის მკურნალობა მალე ბჟენების გარეშე იქნება შესაძლებელი
ბრიტანელმა მეცნიერებმა გამოსცადეს კარიესის მკურნალობის ახალი მეთოდი, რომელიც კბილის პულპაში განთავსებული ღეროვანი უჯრედების ფუნქციობის სტიმულაციას ეფუძნება. ამგვარი ტექნოლოგია კბილს თვითგანახლებაში (რეგენერაციაში) ეხმარება, რაც იმას ნიშნავს, რომ კარიესით გამოწვეული დეფექტი ლიკვიდაციასა და თვითშეფასებას განიცდის.
ლონდონის სამეფო კოლეჯის მეცნიერებმა, პოლ შარპის ხელმძღვანელობით, პრაქტიკულად დენტინის ახალი შრის განვითარების სტიმულაცია შეძლეს. მათი აზრით, სტომატოლოგებისთვის კარგად ცნობილი ბჟენების ნაცვლად, კბილის კარიესული არეები უმჯობესია დაიფაროს სპეციალური ღრუბლისებრი სტრუქტურით, რომელიც კოლაგენის პოლიმერისგან არის შექმნილი და დროთა განმავლობაში თავად განლაგდება, განთავსდება კბილში.
როგორც კვლევის ავტორი პოლ შარპი აცხადებს,
ბიოგანთავსებადი ღრუბელი სასურველია გაიჟღინთოს ტაიდეგლუსიბით, პრეპარატით, რომელსაც ალცჰაიმერისა და სხვა ნეიროდეგენერაციული დაავადებების თერაპიაში პერსპექტიულ საშუალებად მოიაზრებენ (კვლევები ამ კუთხითაც ინტენსიურად მიმდინარეობს). ამ პრეპარატის მოქმედება ეფუძნება გლიკოგენსინთაზა-კინაზა 3 (GSK-3) –ის ინჰიბირებას (დაბლოკვას). აღნიშნული ფერმენტი ორგანიზმში მიმდინარე არაერთი პროცესის რეგულირებაში მონაწილეობს. მას შეუძლია ქსოვილთა ზრდის როგორც სტიმულაცია,
ასევე შეფერხება.

ბრიტანელმა მეცნიერებმა არაერთი ექსპერიმენტი ჩაატარეს ვირთაგვებზე. ცხოველების კარიესულ კბილებზე ისინი აფენდნენ ტაიდეგლუსიბით გაჟღენთილ ღრუბელს. ეს უკანასკნელი ახალი დენტინის წარმოქმნას ასტიმულირებდა, თავად კი დროთა განმავლობაში იშლებოდა. მთავარია, რომ 6 კვირის შემდეგ მღრღნელებს სრულიად ჯანმრთელი კბილები ჰქონდათ.

ეს კვლევა პოლ შარპისა და მისი გუნდის პირველი ცდა როდია. მათ ადრეც არაერთხელ განახორციელეს დაზიანებული კბილების ღეროვანი უჯრედებით გაჯანსაღება-განახლების სტიმულაცია. მაგალითად, ამისათვის 2016 წელს მეცნიერებმა გამოიყენეს სპეციალური ბჟენები, რომლებიც პულპასთან კონტაქტისას ღეროვანი უჯრედების სტიმულაციას ახდენდა.

ფაქტია, მკვლევართა ძალისხმევა და საინტერესო აღმოჩენები დიდ სიახლეებს მოუტანს სტომატოლოგიას!

თინათინ გოცაძე
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული კლინიკები
მსგავსი სიახლეები
პირის ღრუს დაავადებები - კარიესი, ღრძილების დაავადებები, პირის ღრუს სიმსივნეები - დედამიწის მოსახლეობის თითქმის 50% აღენიშნება
06-09-2019
საკუთარი ღეროვანი უჯრედებიდან გაზრდილი (შექმნილი) ორგანოების გადანერგვა (ტრანსპლანტაცია) რეგენერაციული
24-07-2019
ამერიკის კოგნიტიური ნევროლოგიისა და ალცჰაიმერის დაავადების შემსწავლელი ცენტრის მიერ
09-06-2019
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
კატეგორიის სხვა სტატიები
კბილის მინანქარს ფოროვანი სტრუქტურა აქვს. ამიტომაც, მასზე ადვილად ვითარდება ლაქები და ნადები.
ღრძილების ანთებისა (გინგივიტის) და ტკივილის ყველაზე ხშირი მიზეზი ინფექციაა.
ზამთარში რაციონში მცირდება ვიტამინებით, მინერალებით, მიკრო- და მაკროელემენტებით მდიდარი პროდუქტების მოცულობა.
ღრძილების ანთებისა (გინგივიტის) და ტკივილის ყველაზე ხშირი მიზეზი ინფექციაა. ამ უკანასკნელს, ჩვეულებრივ, პათოგენური მიკროორგანიზმები იწვევს, ის გამომწვევები, რომლებიც
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
კბილის ზომამ სიგრძეში შეადგინა 3,72 სმ. პაციენტმა ექიმს მიმართა მწვავე ტკივილის გამო. კბილმა, ანომალური ზომების გამო, გამოიწვია ზედა ყბის ანთება.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
Notice: Undefined variable: new_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 227 Notice: Undefined variable: old_prcie in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 235 Notice: Undefined variable: deffered_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 243
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად