კბილების გასათეთრებლად რომელი საშუალებაა შედარებით უსაფრთხო - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2019

კითხვა-პასუხი

კბილების გასათეთრებლად რომელი საშუალებაა შედარებით უსაფრთხო

კბილების გასათეთრებლად რომელი საშუალებაა შედარებით უსაფრთხო
კბილების გათეთრების უამრავი რეცეპტი არსებობს სოდის, აქტივირებული ნახშირის, კალციუმის გლუკონატის და წყალბადის ზეჟანგის გამოყენებით. სტომატოლოგები გვაფრთხილებენ, რომ ეს საშუალებები არა მარტო არაეფექტური, არამედ საშიშიცაა. საქმე ისაა, რომ სოდა ძალიან ძლიერად აბრაზიულია და მისმა უკონტროლო გამოყენებამ შეიძლება კბილის მინანქარი დააზიანოს.

შედარებით ნაკლები აბრაზიულობით ხასიათდება კალციუმის გლუკონატი და აქტივირებული ნახშირი. ეს ნივთიერებები დღესაც გამოიყენება კბილის პასტების წარმოებისთვის, თუმცა სტომატოლოგები არ გვირჩევენ მათ თვითნებურ ხმარებას. გარდა ამისა, მათი მოქმედება კბილების ნადებისგან მექანიკური გასუფთავებით შემოიფარგლება და არა გათეთრებით. წყალბადის ზეჟანგი კი გამოიყენება პროფესიული გათეთრებისას, თუმცა
სხვა კონცენტრაციით. ამასთან, პროფესიულ გელებში სხვა ნივთიერებებიცაა, რომელიც ააქტიურებს დენტინის ნივთიერებებს.

შედარებით უსაფრთხოა ლიმონის წვენი და მარწყვის პიურე. მათი წასმა კბილებზე შეიძლება ბამბის ჩხირით, კბილის ჯაგრისით, ან კბილების გაწმენდა ლიმონის ცედრით. ამის შემდეგ საჭიროა პირის ღრუში წყლის გამოვლება, რადგანაც ხილის მჟავების ხანგრძლივმა მოქმედებამ შეიძლება მინანქარი
დაასუსტოს.

ნებისმიერი გათეთრების შემდეგ რეკომენდებულია "უფერული დიეტის" დაცვა. გათეთრების დროს მინანქარი უფრო ფორიანი და საღებავებისადმი მგრძნობიარე ხდება. ამიტომ უნდა შეიზღუდოს მკვეთრი წითელი ფერის ხილის, ჭარხლის, წითელი ღვინის, ზოგიერთი სოუსისა და სუნელის მიღება. ჩაი და ყავა კბილებზე ნადების გაჩენას უწყობს ხელს. ცხადია სრულად ხილის, ჩაის და ყავის რაციონიდან ამოღება არ ღირს, უბრალოდ მათი მიღების შემდეგ პირის ღრუში სუფთა წყალი უნდა გამოივლოთ.

ცალკე უნდა ვახსენოთ კბილების გაყვითლების ძლიერი ფაქტორი - სიგარეტი. ეს მავნე ჩვევა შეიძლება კბილების გათეთრების უკუჩვენებაც კი იყოს, რადგანაც ნადები ძალიან სწრაფად ისევ გაჩნდება კბილებზე.

ლალი ჩხიკვაძე
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული პროდუქტები
მხედველობის ჯანმრთელობისთვის-30აბი
ფასი: 44.9
ჯანსაღი თმის შესანარჩუნებლად
ფასი: 75
საშარდე სისტემის ჯანმრთელობისთვის-60 აბი
ფასი: 42.9
მხედველობის ჯანმრთელობისთვის -60 აბი
ფასი: 39.9
დიეტოლოგია
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
კატეგორიის სხვა სტატიები
კბილის ზომამ სიგრძეში შეადგინა 3,72 სმ. პაციენტმა ექიმს მიმართა მწვავე ტკივილის გამო. კბილმა, ანომალური ზომების გამო, გამოიწვია ზედა ყბის ანთება.
ადამიანს კბილი შეიძლება ატკივდეს ტკბილეულის ჭამის, ცივი ან ცხელი საკვების მიღების დროს. ამგვარი ტკივილი იმის მანიშნებელია, რომ
თეთრი კბილების საიდუმლო შავი კბილის პასტაა -ალბათ, უცნაურად ჟღერს, მაგრამ ეს რეალობაა.
თუ გინდათ, რომ ჯანმრთელი პირის ღრუსა და კბილები გქონდეთ, ფთორის შემცველი კბილის პასტით გაიხეხეთ კბილები
ჟურნალში JAMA Pediatrics გამოქვეყნდა კოპენჰაგენის უნივერსიტეტის მეცნიერთა ახალი კვლევის შედეგები - ორსულობის დროს
გავრცელებული მოსაზრებით ყვითელი კბილები პირის ღრუს ცუდი ჰიგიენის შედეგია. კბილის მინანქრის ამგვარი შეფერილობა
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
კბილის ზომამ სიგრძეში შეადგინა 3,72 სმ. პაციენტმა ექიმს მიმართა მწვავე ტკივილის გამო. კბილმა, ანომალური ზომების გამო, გამოიწვია ზედა ყბის ანთება.
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად