ღრძილების სამკურნალო მცენარეული საშუალებები
- ეს ყველაფერი მჭირდა ორი წლის წინ, რამაც კინაღამ დეპრესიამდე მიმიყვანა", - გვწერს "მკურნალი.გე"-ს მკითხველი, რომელმაც გამოსავალი სამკურნალო ბალახებში იპოვა და საკუთარ თავზე გამოცდილი რეცეპტები გაგვიზიარა:
1. სალბის ნაყენი - 1 ჩაის კოვზი 1 ჭიქა წყალზე;
2. გვირილის ყვავილის ნახარში - 1 სუფრის კოვზი 1 ჭიქა წყალზე;
3. მარწყვბალახას ნაყენი - 20 გ 1 ჭიქა წყალზე;
4. ბეგქონდარას ნახარში - 15 გ 1 ჭიქა წყალზე;
5. ცაცხვის ყვავილის ნახარში - 2 სუფრის კოვზი 1 ჭიქა წყალზე;
6. კრაზანას ნახარში - 2 სუფრის კოვზი 1 ჭიქა წყალზე;
7. აბზინდის ნაყენი - 2 სუფრის კოვზი 1 ჭიქა წყალზე;
8. გულყვითელას ყვავილედის ნახარში - 10 გ 1 ჭიქა წყალზე;
9. ოროვანდის ფესვის ნაყენი - 2 სუფრის კოვზი 1 ჭიქა წყალზე;
10. ჟოლოს ფოთლების ნახარში - 2 სუფრის კოვზი 1 ჭიქა წყალზე;
11. მაყვლის ფოთლების ნახარში - 2 ჩაის კოვზი 1 ჭიქა წყალზე;
12. შავი მოცხარის ფოთლების ნაყენი - 5 გ 1 ჭიქა წყალზე;
13. შოთხვის ყვავილის ნაყენი - 1 სუფრის კოვზი 1 ჭიქა წყალზე.
14. მოცვი, ძახველი, პირშუშხა, ხახვი, ნიორი - ანადუღარ წყალში გახსნილი.
ნაყენი ასე მზადდება: მშრალი დაქუცმაცებული ნედლეული ჩაყარეთ მომინანქრებულ ქვაბში, დაასხით ოთახის ტემპერატურის ანადუღარი წყალი და 10-15 წუთით ორთქლის აბაზანაში ადუღეთ, შემდეგ ოთახის ტემპერატურაზე გააცივეთ (ამისთვის 30-45 წუთია საჭირო), 2-3 ფენა დოლბანდში გაწურეთ და ანადუღარი წყლით თავდაპირველ მოცულობამდე შეავსეთ.
ნახარშის მომზადების წესი კი ასეთი გახლავთ: მშრალი დაქუცმაცებული ნედლეული ჩაყარეთ მომინანქრებულ ქვაბში, დაასხით ოთახის ტემპერატურის ანადუღარი წყალი, თავდახურული 30-45 წუთი ადუღეთ ორთქლის აბაზანაში, შემდეგ ოთახის ტემპერატურაზევე გააგრილეთ (10-15 წუთით), 2-3 ფენა დოლბანდში გაწურეთ და ანადუღარი წყლით თავდაპირველ მოცულობამდე შეავსეთ. ეს საშუალებები გამოივლეთ პირის ღრუში, სანამ შედეგს არ დაინახავთ.
კბილებისა და ღრძილებისთვის სასარგებლო საკვები