სტომატოლოგიური დაწესებულებების სია, რომლებიც შემოწმების შემდეგ დახურეს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

სტომატოლოგიური დაწესებულებების სია, რომლებიც შემოწმების შემდეგ დახურეს

სტომატოლოგიური დაწესებულებების სია, რომლებიც შემოწმების შემდეგ დახურეს
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო იმ სტომატოლოგიური დაწესებულებების სიას აქვეყნებს, რომლებმაც შემოწმების შედეგად ფუნქციონირება შეწყვიტეს. სამინისტროს ინფორმაციით, ფუნქციონირება 15-მა სტომატოლოგიურმა კლინიკამ შეწყვიტა.
სტომატოლოგიური კლინიკების სია, რომლებმაც მუშაობა ვეღარ გააგრძელეს, ასეთია: 1.ინდ. მეწარმე "თინათინ ბესელია", მის:თბილისი, თემქა XIმკ/რ, Iკვ. 2.შპს "რეფერალური ჰოსპიტალი 2012", მის:თბილისი, ხიზანიშვილის N 17. 3. ინდ. მეწარმე "ვადიმ ავეტისიანი", მის: თბილისი, გურამიშვილის გამზ. 30, I კ. შენობა 2. 4.შპს "ფემილი დენტალ ოფის", მის: თბილისი ქინქლაძის ქ. N26. 5.შპს "დენტა ლუქს +", მის: თბილისი, ზაზა ვეშაპურის N5. 6.შპს "თბილისი 24-ე შერეული
პოლიკლინიკა - საოჯახო მედიცინის ცენტრი", მის: თბილისი, რუსთავის გზადკეცილი 28. 7.ინდ. მეწარმე "ნინო მუკბანიანი", მის: თბილისი, გუმათჰესის ქუჩა, კორპ 16ა, ბ1. 8.ინდ. მეწარმე "ნინო ბაკურაძე", მის: თბილისი, ქეთევან წამებულის N92. 9.ინდ. მეწარმე "არკადი სააკიანი", მის: თბილისი, გუმათჰესის N9, 10.შპს "ლადანი"; სამტრედიის N2. 11.შპს "კვარა-დენტი"; თამარ
მეფის გამზ N12. 12. ინდ. მეწარმე "ზაზა ჩავხაძე", აკ. წერეთლის N67. 13. შპს "მედი დენტალ", მის:ტაბიძის N44. 14. სს "სტომატოლოგი", მის:აღმაშენებლის N255. 15. ინდ. მეწარმე "ეკა სარჯველაძე", მის: აკ. წერეთლის 110.
სტომატოლოგიური კლინიკების შემოწმება ინფექციური კონტროლის კუთხით თბილისსა და უმეტეს რეგიონებში უკვე დასრულდა.
სტომატოლოგიურ დაწესებულებებში განხორციელებული მონიტორინგის შედეგების მიხედვით, 20-მა დაწესებულებამ შეწყვიტა ფუნქციონირება, თუმცა ამ ოციდან ხუთმა შეიცვალა რეკვიზიტები, იურიდიული მისამართი, გამოასწორა ხარვეზები და განაახლა საქმიანობა. მონიტორინგის პერიოდში გამოვლინდა ოთხი დაწესებულება, რომლებიც იყო დაკეტილი და ვერ მოხერხდა მათი შემოწმება.
როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ვალერი კვარაცხელიამ განაცხადა, სტომატოლოგიურ კაბინეტებში მონიტორინგი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. მისივე თქმით, სტომატოლოგიური დაწესებულებების ფუნქციონირების შეწყვეტის მიზეზი ინფექციის არასათანადო კონტროლია.

გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 13-09-2015
ქეთი
რომელი ჯარიმა შეედრება იმ ფსიქოლოგიურ, ეკონომიურ თუ სასიკვდილო განაჩენს რაც მათ მიაყენეს უდანაშაულო ადამიანებს, ერთჯერადი შემოწმებით და მიზერული ჯარიმით გადაწყდა პრობლემა? ამის შემდეგ ხომ ყველაფერი ჩვეულ რიტმს უბრუნდება, უფრო ღრმად ხომ არ ჩაიხედავდით ამ სფეროში გადასახედი არ არის მუშაობის პრინციპები და პრაქტიკა? მე პირადად ვერაფრით ვერ ვრწმუნდები სტომატოლოგიის უსაფრთხოებაში ავტოკლავი რომ აქვს იმ დაწესებულებაშიც კი , ხომ არ არის აუცილებელი ყველამ იცოდეს რა ექვემდებარება ავტოკლავირებას დადასტურებული ინდიკატორებით და რაც არ ექვემდებარება აუცილებლად იყვეს ერთჯერადი კი ბატონო იყიდება ერთჯერადი იარაღები, მაგრამ ამის გარდა ისინი ათას სხვა იარაღს ხმარობენ და ვერ ვრწმუნდები რომ ისინი უსაფრთხოა-გადაჭერით ეს პრობლემა
თარიღი : 07-05-2015
www.mkurnali.ge
და ახუნდოვვზე რომ არი პოლიკლინიკაარვიცი ზუსტად 12ეა მგონი იკაც არი სტომატოლოგიური ჯერ სხვაგან მუშაობდნენ ეხლა იკ გადავიდნენ იკ თუ ხდება სტერილიზაცია თუ შეამოწმეს?
თარიღი : 25-03-2015
kicha
კარგია,რომ შემოწმდა,მაგრამ იქ როგორი პროფესიონალიზმია ისიც შეამოწმეთ მყვლეფავი სტომატოლოგები.
თარიღი : 24-03-2015
ana
რატომ დამთავრდა შემოწმება სტომატოლოგიური კლინიკების? მოვალეობა მოიხადეთ და მორჩა , ხომ? აბა, ამას თუ აცხადებთ, რომ ,,დასრულდა შემოწმება თბილისსა დაა რამდენიმე რეგიონშიო,'' აფერისტი სტომატოლოგები , ცხადია, ისევ აიშვებენ თავს! ისევ მოწამლავენ ხალხს! მაშინ, თქვენ რა მოხელე-ნაჩალნიკები ხართ, მარტო ხელფასის აღება გევალებათ და ამიერიდან აღარ უნდა აკონტროლოთ, რა ხდება სამედიცინო დაწესებულებებში? უკაცრავად, მაგრამ ეს ხომ ხალხის მოტყუებაა? თქვენ ხალხს უნდა იცავდეთ, და არა მხოლოდ საკუთარ იმიჯს! თქვენ ხომ ხალხის საოცნებო მთავრობა გქვიათ!
თარიღი : 19-03-2015
ირინა
მანამ, სანამ მსგავსი შინაარსის ინფორმაციას გაავრცელებთ, კეთილი უნებეთ და მონაცემები დააზუსტეთ და გადაამოწმეთ. ამ სიაში ერთ-ერთი სტომატოლოგიური კაბინეტი დაიხურა დიდი ხნით ადრე, ვიდრე ჩატარდებოდა შემოწმება. ამის დამადასტურებელი საბუთი თავად ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაიცა.
რეკომენდებული კლინიკები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
კატეგორიის სხვა სტატიები
კბილის მინანქარს ფოროვანი სტრუქტურა აქვს. ამიტომაც, მასზე ადვილად ვითარდება ლაქები და ნადები.
ღრძილების ანთებისა (გინგივიტის) და ტკივილის ყველაზე ხშირი მიზეზი ინფექციაა.
ზამთარში რაციონში მცირდება ვიტამინებით, მინერალებით, მიკრო- და მაკროელემენტებით მდიდარი პროდუქტების მოცულობა.
ღრძილების ანთებისა (გინგივიტის) და ტკივილის ყველაზე ხშირი მიზეზი ინფექციაა. ამ უკანასკნელს, ჩვეულებრივ, პათოგენური მიკროორგანიზმები იწვევს, ის გამომწვევები, რომლებიც
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
კბილის ზომამ სიგრძეში შეადგინა 3,72 სმ. პაციენტმა ექიმს მიმართა მწვავე ტკივილის გამო. კბილმა, ანომალური ზომების გამო, გამოიწვია ზედა ყბის ანთება.
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
Notice: Undefined variable: new_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 227 Notice: Undefined variable: old_prcie in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 235 Notice: Undefined variable: deffered_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 243
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად