რა იწვევს კბილებზე ქვების წარმოქმნას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა იწვევს კბილებზე ქვების წარმოქმნას

განსაკუთრებულად არიან მიდრეკილნი კბილებზე ქვების წარმოქმნისადმი, თუმცა, არსებობს კატეგორია, რომელსაც ქვები საერთოდ არ უვითარდება. ამასთან პირის ღრუში წარმოქმნილი ქვების 90%-ი ქვედა ყბის წინა კბილებზე მოდის, უფრო კონკრეტულად, მათ ენისკენა ზედაპირზე.

თავდაპირველად კბილებზე რბილი, ღია შეფერილობის ნადები ჩნდება – საკვები ნარჩენებისა და ბაქტერიების გროვა. ამ უკანასკნელზე ილექება ნერწყვში არსებული და პირის ღრუში მოხვედრილი მარილები; დროთა განმავლობაში ნადები მკვრივდება და მუქდება, საბოლოოდ კი მკვრივ და მყარ ქვად ყალიბდება.

კბილებზე ქვების წარმოქმნას ხელს უწყობს:

• პირის ღრუს არასათანადო ჰიგიენა, კბილების არარეგულარული გაწმენდა;

• უხარისხო ჯაგრისისა და პასტის გამოყენება;

• მხოლოდ რბილი საკვებით კვება;

• კბილების არათანაბარი ღეჭვითი დატვირთვა, ცალ მხარეს ღეჭვა;

• ნივთიერებათა ცვლის სხვადასხვა სახის დარღვევა;

• კუჭ-ნაჭლავის, განსაკუთრებით ნაღვლის ბუშტის პათოლოგიები;

• მარილოვანი ცვლის დარღვევა და მრავალი სხვა...

ქვების დალექვის მიზეზი ხშირად კბილების არასწორი განლაგება და მათი ზედაპირის არასაკმარისი სიგლუვეა (ხაოიან ზედაპირზე ადვილად იკიდებს ფეხს ნადები და შესაბამისად ქვებიც ადვილად ყალიბდება).

ქვების ჩამოყალიბების პროცესი თითოეულ ადამიანში ინდივიდუალურად და განსხვავებული პერიოდულობით მიმდინარეობს, (დაახლოებით 18 კვირიდან 6 თვეს მოიცავს). ასაკთან ერთად ქვების წარმოქმნა სულ უფრო ჩქარდება, მით უფრო, თუ ადამიანი არ იცავს ჰიგიენის ელემენტარულ წესებს და არ უვლის პირის ღრუს სათანადოდ.

ქვები, ჩვეულებრივ, კბილების იმ უბნებზე ილექება, რომლებიც საკვების ღეჭვის პროცესში სათანადოდ ვერ განიცდის თვითგაწმენდას. ასეთ უბნებში, როგორც წესი, მიკრობებიც უხვადაა და ნადებიც ინტენსიურად ილექება. ეს უკანასკნელი ნერწყვით იჟღინთება და დროთა განმავლობაში მყარ მონოლითურ მასას (კბილის ქვას) აძლევს დასაბამს.

ქვები ღრძილების გაღიზიანებას, სისხლდენას, კბილის ირგვლივი ქსოვილების (პაროდონტის) დაზიანებას იწვევს, ხელსაყრელ პირობებს ქმნის ინფექციის შეჭრისათვის, ამიტომაც აუცილებელია მათგან კბილების პერიოდულად გაწმენდა (წელიწადში 2-3-ჯერ). ტრადიციული მექანიკური მეთოდის გარდა, დღეს ამისათვის ულტრასტომი და სხვა მოწყობილობები არსებობს. თანამედროვე დახვეწილი მეთოდებით შესაძლებელია კბილების ქვებისაგან უმტკივნეულოდ და ქსოვილთა ყოველგვარი დაზიანების გარეშე გაწმენდა. მთავარი კი მაინც პირის ღრუს სათანადო ჰიგიენა, კბილების რეგულარულად გაწმენდა, კუჭ-ნაწლავისა და ყველა ხელშემწყობ დაავადებათა დროული მკურნალობაა.

ავტორი თინათინ გოცაძე