გადაედება თუ არა კოცნით ღრძილების ანთება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გადაედება თუ არა კოცნით ღრძილების ანთება

თუ დაავადების მიზეზი არის ვირუსული ინფექცია, ჰერპესული გინგივიტი, ასეთი გინგივიტი უკვე გადამდებია.

გინგივიტი ღრძილში მიმდინარე ანთებითი პროცესია, რომლის დროსაც კბილები არ ირყევა. გინგივიტი დამოუკიდებელ დაავადებად განიხილება, მაგრამ შესაძლოა, პაროდონტის სხვა პათოლოგიებსაც ახლდეს თან. გინგივიტის მიზეზად შეიძლება იქცეს კბილის ქვა: კბილის ყელში არსებული რბილი ნადები თანდათან მინერალიზდება და მკვრივდება, აზიანებს მიმდებარე ღრძილს და პირის ღრუში არსებული მიკრობების დახმარებით ხელს უწყობს ანთების განვითარებას. გინგივიტის ჩამოყალიბებაში განსაზღვრულ როლს ასრულებს კბილების ღეჭვით დაუტვირთაობა. მცირდება ადგილობრივი სისხლის მიმოქცევა, რასაც ქსოვილებში დესტრუქციული პროცესების დაწყებამდე მივყავართ.

ანთების მიზეზი შესაძლოა გახდეს შინაგან ორგანოებში მიმდინარე პათოლოგიური პროცესები, მათ შორის - მინერალური ცვლის დარღვევა, ენდოკრინული დაავადებები, ნერვული სისტემის დაავადებები, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები და სხვა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სისხლძარღვოვანი სისტემის მდგომარეობა.

რაც შეეხება პაროდონტოზს, ეს დაავადებაა, რომელიც კბილისირგვლივი ქსოვილების სისტემური დაზიანებით ვლინდება. ანთებითი მოვლენები ამ დროს ნაკლებად არის გამოხატული, არც პათოლოგიური ღრძილოვანი ჯიბეები წარმოიქმნება და არც ჩირქდენა აღინიშნება. სამაგიეროდ შესამჩნევია ღრძილების ატროფია: კბილებს შორის მოჩანს თავისუფალი სივრცეები, შიშვლდება კბილების ყელი, რაც ზრდის მათ მგრძნობელობას. ამ დროს პაციენტები სწორედ მგრძნობელობის მომატებას და ღრძილებში ქავილის შეგრძნებას უჩივიან. ჩნდება ეგრეთ წოდებული სოლისებრი დეფექტებიც. ძვლოვანი ქსოვილის ატროფიის გამო კბილები ირყევა და თანდათან ცვივა. მიმდინარეობის მიხედვით განასხვავებენ პაროდონტოზის მსუბუქ, საშუალო და მძიმე ფორმებს. მსუბუქ ფორმას ახასიათებს კბილის მესამედის გაშიშვლება. საშუალო და მძიმე ფორმების დროს ცვლილებები უკვე კბილის ნახევარს მოიცავს.

იხილეთ ვრცლად გინგივიტი

პაროდონტიტი და პაროდონტოზი