სოდა კბილებს საუკეთესოდ ათეთრებს
რომ იგი უვნებელია, სწრაფად და საიმედოდ მოქმედებს. საჭმლის სოდით კბილების გაწმენდისას (შეიძლება მისი როგორც სუფთა სახით გამოყენება, ისე კბილის პასტაში არევა) იხოცებიან კბილის ნადების მჟავაგამძლე ბაქტერიები, რომლებიც კბილებზე ლაქებს აჩენს და მათ ბუნებრივ სითეთრეს უკარგავს. საკმაოდ პოპულარული, იაფი და ხელმისაწვდომი საშუალებაა წყალბადის ზეჟანგი. მისი რამდენიმეკვირიანი გამოყენება ნამდვილად თვალსაჩინო შედეგს იძლევა. შეგიძლიათ, თავად დაამზადოთ ბამბისგან პატარა ტამპონები, დაასველოთ ზეჟანგში და რამდენიმე წუთის განმავლობაში იწმინდოთ კბილები ვერტიკალური და ჰორიზონტალური მიმართულებით. კბილების შინაური მეთოდებით გათეთრების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა მათეთრებელი კბილის პასტა, რომელიც ასე მზადდება: ერთმანეთში უნდა აურიოთ 1 სადილის კოვზი საჭმლის სოდა, 10 მლ წყალბადის ზეჟანგი, 1 ჩაის კოვზი სუფრის მარილი და ცოტაოდენი ჩვეულებრივი კბილის პასტა. ამ ნარევის წყალობით 2-3 კვირაში კბილები ჩვეულ სითეთრესა და ბზინვარებას იბრუნებს. მნიშვნელობა არ აქვს, რომელ შინაურ მეთოდს ამოირჩევთ; გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი მათგანის გამოყენების შემდეგ აუცილებელია პირის ღრუს საგულდაგულო გაწმენდა და წყლის გამოვლება. კბილების ხშირი გათეთრება არც პროფესიონალური, არც შინაური მეთოდებით არ შეიძლება. არსებობს ვადები, რომელთა დაცვაც აუცილებელია, რათა საწმენდმა საშუალებებმა კბილის მინანქარი და მის ქვეშ მდებარე ქსოვილები არ დააზიანოს. კიდევ რა მეთოდები არსებობს კბილების რესტავრაცია-გათეთრებისთვის, იხილეთ ვრცლად სტატიაში: