რა შეიძლება მოხდეს, თუ კბილებს ძილის წინ არ გავიხეხავთ - რამდენიმე რჩევა კბილების მოვლაზე
ორთოდონტი ალმუდენა ჰერაისის თქმით, ძილის წინ კბილების გახეხვის თუნდაც ერთხელ გამოტოვებამაც კი შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს კბილების ჯანმრთელობაზე. მან გადაცემა „20minutos“-სპირის ღრუს ცუდი ჰიგიენის შედეგებზე ესაუბრა.
ჰერაისის თქმით, კბილების ძილის წინ გახეხვა გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე დილით. „ბაქტერიები და საკვების ნარჩენები გროვდება პირის ღრუში მთელი დღის განმავლობაში“, - განმარტა მან.
საღამოს გახეხვის გამოტოვების უარყოფით შედეგებს შორის ექიმმა ხაზი გაუსვა ღრძილების ანთებას და დილით უსიამოვნო სუნს.
„ნერწყვის გამომუშავება ღამით მნიშვნელოვნად მცირდება, ამიტომ თუ კბილებს არ გაიხეხავთ, პირის ღრუში დარჩენილი ბაქტერიები საკვების ნარჩენებით იკვებებიან და წარმოქმნიან მჟავებს, რომლებიც ასუსტებენ მინანქარს და იწვევენ დაზიანებას, მათ შორის კარიესს“, - განაცხადა სტომატოლოგმა.
რომელი საკვები აზიანებს კბილის მინანქარს
ყველაზე დიდი ჯგუფი საკვებისა, რომელიც აზიანებს კბილის მინანქარს, არის ტკბილეული.
- როდესაც შაქარი პირის ღრუში ხვდება, ბაქტერიები აქტიურდებიან, რომლებიც მას მჟავებად გარდაქმნიან. ეს უკანასკნელი კი ანადგურებს კბილების ბუნებრივ დაცვას.
მეორე ჯგუფი ხილი და კენკრაა. ორგანიზმისთვის სასარგებლო C ვიტამინის გარდა ის შეიცავს მჟავებს, რომლებიც ანადგურებენ მინანქარს. გარდა ამისა, საშიშია გაზიანი სასმელები, ალკოჰოლი, ჩაი და ყავა.
თუ გსურთ შეინარჩუნოთ ჯანსაღი კბილები, თქვენ არ გჭირდებათ უარი თქვათ ყველა ამ საკვებზე. საკმარისია არ დაგავიწყდეთ კბილების გამოწმენდა ყოველი ჭამის შემდეგ ან, მინიმუმ, გამოივლოთ პირის ღრუში წყალი ან პირის ღრუს ანტიბაქტერიული სავლები. ასევე, ნუ უგულებელყოფთ კბილის ძაფების და კბილთაშორისი ჯაგრისების გამოყენებას მთელი დღის განმავლობაში.
ასევე ეწვიეთ თქვენს სტომატოლოგს ყოველ ექვს თვეში ერთხელ პროფილაქტიკური გამოკვლევისთვის.
საზიანოა თუ არა ყოველდღიურად ელექტრონული კბილის ჯაგრისის გამოყენება
სტომატოლოგიური ასოციაციის (ADA) განცხადებით, ელექტრონული და ჩვეულებრივი კბილის ჯაგრისები ეფექტურად აშორებენ კარიესისა და სხვა დაავადებების გამომწვევ კბილის ნადებს.
ელექტრონულ კბილის ჯაგრისს თავისი უპირატესობები გააჩნია. კერძოდ: ჩვეულებრივ კბილის ჯაგრისზე უფრო ეფექტურად აშორებს ნადებს, მოსახერხებელია შეზღუდული მოძრაობის მქონე ადამიანებისათვის, რადგანც ელექტრონული კბილის ჯაგრისი უმეტეს სამუშაოს თავად ასრულებს, უფრო მეტ სიამოვნებას ღებულობს ადამიანი კბილების გასუფთავების პროცესისგან, ბავშვებისთვის, რომელთაც დიდად არ უყვართ კბილების გამოწმენდა, ელექტრონული კბილის ჯაგრისი უფრო მიმზიდველია.
- ელექტრონული კბილის ჯაგრისის სწორად გამოყენების შემთხვევაში, ის ჯანრმთელობისთვის ზიანის შემცველი არ არის. აუცილებელია გარკვეული რეკომენდაციების დაცვა: ელექტრონული კბილის ჯაგრისით არაა საჭირო ძალიან დიდხანს და ხშირად კბილების გამოწმენდა, კბილის მინანქრისა და ღრძილების დაზიანების თავიდან ასაცილებლად. ზედმეტი ზეწოლის ან მაგარი ჯაგრისისგან შეიძლება დაზიანდეს ღრძილები. აუცილებელია კბილის ჯაგრისის თავის ყოველ სამ თვეში ერთხელ გამოცვლა. გაცვეთილი ან დაზიანებული ჯაგრულები უსარგებლოა კბილების წმენდისას.