/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სტომატოლოგია

კბილებისა და ღრძილების ჯანმრთელობისთვის

კბილებისა და ღრძილების ჯანმრთელობისთვის
ჯანმრთელი კბილები და ღძილები ადამიანის ერთ-ერთი მშვენებაა.

ძველად კბილებისა და ღძილების მდგომარეობით ადამიანის ჯანრთელობასა და შრომისუნარიანობას აფასებდნენ. დღეს ლამაზი ღიმილი მომხიბვლელობის განუყოფელი ატრიბუტია. როგორც ფსიქოლოგები ადასტურებენ, ლამაზი ღიმილი აადვილებს სოციალურ კონტაქტებს, ხელს უწყობს წარმატების მიღწევას. თუმცა, ისიც ნუ დაგავიწყდებათ, რომ სოციალურ-ესთეტიკური ფუნქციის გარდა, კბილებსა და ღრძილებს განსაკუთრებული ანატომიურ-ფიზიოლოგიური მნიშვნელობაც აქვთ.

კბილები პირის ღრუში არსებული ძვლოვანი წარმონაქმნებია, რომელთა საშუალებითაც ადამიანი საკვებს აქუცმაცებს. კბილებს დიდი მნიშვნელობა აქვს აგრეთვე ბგერების წარმოთქმაში. ღრძილების მთავარი ფუნქცია კბილების კბილბუდეებში შენარჩუნებაა.

კბილებისა და ღრძილებისათვის სასარგებლო საკვები:

  • სტაფილო - შეიცავს კაროტინს, რომელიც სასარგებლოა ღრძილებისა და ზოგადად პირის ღრუს ლორწოვანი გარსისათვის, ამაგრებს კბილის მინანქარს. უმი სახით სტაფილო საუკეთესო ტრენაჟორ-მასაჟორია როგორც კბილების, ასევე ღრძილებისათვის;
  • რძე - შეიცავს კალციუმს, რომელიც კბილებისათვის ძირითადი საშენი მასალაა;
  • თევზი - შეიცავს ფოსფორს, რომელიც ასევე აუცილებელია კბილებისათვის;
  • მწვანილი - ორგანული კალციუმის უნივერსალური წყაროა;
  • ზღვის კომბოსტო - იოდისა და სასარგებლო მიკროელემენტების უხვად შემცველობის გამო აღადგენს ნივთიერებათა ცვლას ორგანიზმში;
  • ვაშლი - საუკეთესო მასაჟორია ღრძილებისათვის, წმენდს და ათავისუფლებს კბილებს ნადებისაგან;
  • გოგრა - შეიცავს ფტორს, თუთიას, სელენს. საუკეთესოდ ათეთრებს კბილებს, ანიჭებს მათ სიმტკიცესა და ჯანმრთელობას;
  • ვარდკაჭაჭა - ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას პირის ღრუში, აღადგენს ნივთიერებათა ცვლას;
  • ხახვი - შეიცავს C ვიტამინსა და ფიტონციდებს. ამაგრებს ღრძილებს.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ზოგადი რეკომენდაციები:

1. კბილებისა და ღრძილების ჯანმრთელობა დიდად არის დამოკიდებული მთლიანად ორგანიზმის ჯანმრთელობაზე. მედიკოსთა რეკომენდაციით რეგულარული ვარჯიში და სპორტული დატვირთვა ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას მთელ ორგანიზმში, აძლიერებს იმუნურ სისტემას;

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა, კბილის გაკეთებისას ერთ დღეს გადამიღეს ორი რენდგენი , ეს ორი იყო ფოტო პირდაპირ ლეპტოპის ეკრანზე ჩანდა და ერთი კვირის შემდეგ უფრო სხვანაირი ფირზე ამობეჭდილი. ამდენი რენდგენი შეიძ₾ებოდა ასე მიყოლებით? 27 წლის ვარ და რამეს ხოარ გამოიწვევდა ამდენი რადიაცია</p>

2. თუ გსურთ, შეინარჩუნოთ კბილებისა და ღრძილების ჯანმრთელობა, საკვებ რაციონში რეგულარულად უნდა ჩართოთ სხვადასხვა სახის ხილი და ბოსტნეული. ერთიცა და მეორეც ვიტამინებისა და მინერალების საუკეთესო წყაროა. გარდა ამისა, უმი სახით ხილისა და ბოსტნეულის გამოყენება ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას პირის ღრუში, ასუფთავებს და მასაჟს უტარებს ღრძილებს, ამაგრებს კბილის მინანქარს;

3. ღრძილების ყოველდღიური მასაჟი თითით პაროდონტოზის საუკეთესო პროფილაქტიკური საშუალებაა;

4. წყალი ფტორის ყველაზე მთავარი წყაროა. ფტორის ნაკლებობის პირობებში კი, მოგეხსენებათ, კბილის მინანქარი იფიტება და სუსტება. ფტორის სიჭარბისას კბილები შავი წერტილებით იფარება. ამიტომაც სასურველია მიირთვათ მხოლოდ კბილებისათვის მაქსიმალურად სასარგებლო წყალი!

5. უზმოზე წყლის გარკვეული რაოდენობით დალევა საჭმლის მომნელებელი ტრაქტის „ამუშავებას“ განაპირობებს. ეს უკანასკნელი კი კბილების ნადებით დაფარვის საპროფილაქტიკო საშუალებაა. ამასთან საჭმლის სრულფასოვანი მონელების პროცესთა საფუძველია;

6. მეტისმეტად ცივი ან ცხელი საკვების მიღება ხელს უწყობს კბილების მინანქარზე ბზარების გაჩენას. ამიტომაც სასურველია მიღებული საკვები თუ სითხე თბილი ან ოთახის ტემპერატურის იყოს;

7. კარიესს აფერხებს ზოგადად ორგანიზმის დამცველობითი მექანიზმების განმტკიცება. ამისათვის საკმარისია კვების რეჟიმის მოწესრიგება, დღის რაციონის სრულფასოვნების კონტროლი, გამაჯანსაღებელი პროცედურებისა და ფიზიკური აქტივობის ცხოვრების წესად დანერგვა.

რა უნდა გვახსოვდეს:

  • ლიმონათი, კოკა-კოლა და სხვა ტკბილი გაზიანი სასმელები შეიცავს კბილებისათვის მავნე ქიმიურ ნაერთებს. აზიანებს მინანქარს!
  • შაქარი და შვრია ბლოკავენ კალციუმის შეთვისებას!
  • ალუბალი, მოცხარი, უამრავი სახის მჟავე ხილი თუ კენკრა შეიცავს ხილის მჟავებს, რომლებიც შლიან მინანქარს!
  • ორცხობილა და სხვა უხეში საკვები დიდი რაოდენობით გამოყენების შემთხვევაში ვნებს კბილის მინანქარს, იწვევს ღრძილების ტრავმას!
  • მზესუმზირის მოყვარულებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ თესლების მფარავი მყარი გარსის კბილებით გასუფთავებისას ხდება კბილების მინანქრის მექანიკური დაზიანება. ხშირად დაზიანების შემთხვევაში კი მინანქარი ვეღარ აღდგება. დიდი რაოდენობით მზესუმზირის ჭამამ, თანაც ხშირად (რეგულარულად), შესაძლოა მექანიკურის გარდა, კბილის მინანქრის ქიმიური დაზიანებაც გამოიწვიოს. ამის მიზეზი მზესუმზირაში გარკვეული სახის ნივთიერებების შემცველობაა.
კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

ვინირები: თქვენი იდეალური ღიმილის გასაღები
ვინირები: თქვენი იდეალური ღიმილის გასაღები
გსურთ გქონდეთ ლამაზი ღიმილი? კბილების ვინირება სტომატოლოგიური პროცედურაა, რომელსაც შეუძლია თქვენი ღიმილის რადიკალურად გარდაქმნა.
სრულად
კბილების უსაფრთხოდ გათეთრების 4 გზა
კბილების უსაფრთხოდ გათეთრების 4 გზა
კბილების გათეთრება ერთ-ერთი პოპულარული პროცედურაა. თუმცა, ბევრი ცდილობს ამის გაკეთებას სახლში.
სრულად
10 მარტივი რჩევა - კბილების ბუნებრივი გათეთრებისთვის
10 მარტივი რჩევა - კბილების ბუნებრივი გათეთრებისთვის
ამბობენ, რომ პირველი შთაბეჭდილება ხშირად უკანასკნელი შთაბეჭდილებაა. ღიმილი კი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება ჩვენივე თავზე დადებითი მოგონებების დასატოვებლად.
სრულად
რამდენი კბილი აქვს ადამიანს — პირის ღრუს ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი ასპექტი
რამდენი კბილი აქვს ადამიანს — პირის ღრუს ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი ასპექტი
კბილების რიგის ფორმირების პროცესი ხდება რამდენიმე ეტაპად და გრძელდება მრავალი წლის განმავლობაში. ყველაფერი იწყება სარძევე კბილების ამოსვლით,
სრულად
საჭიროა თუ არა "მერვეების" ამოღება?
საჭიროა თუ არა "მერვეების" ამოღება?
სიბრძნის კბილის ამოღებით, რომელიც სიცოცხლეს გიმწარებთ, პრობლემები შეიძლება არ დასრულდეს. თუმცა, სათანადო ზრუნვა ხელს შეუწყობს გართულებების თავიდან აცილებას.
სრულად
მომავლის სტომატოლოგია: რა მიმართულებით მიდის  სფერო
მომავლის სტომატოლოგია: რა მიმართულებით მიდის სფერო
9 თებერვალი სტომატოლოგის საერთაშორისო დღეა. ეს პროფესია დღეს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
კატეგორია : სტომატოლოგია

-გამარჯობათ.ორ კბილს შორის ადრე საკვები არ ეჭედებოდა,ან ვერ ვამჩნევდი ამ პრობლემამდე.ახლა კი როცა ეჭედება ძალიან შემაწუხებელია,ცოტათი მტკივნეულიც(სუფრასთან ყოფნისას შეიძლება ეს გაგრძელდეს რამდენიმე საათი)და მერე როცა ძაფით ამოვიწმენდ უკვე გაღიზიანებულია ამ კბილებს შორის ღრძილი,შეშუპებაც იგრძნობა.ამდროს მტკივნეულია არა ეს კბილები,არამედ მათ შორის ღრძილი.ასე მაქვს ცოცხალ კბილებს შორისაც ერთადგილას(მაგრამ დაპლომბილზე),და ასე მაქვს მეორე ადგილას სადაც ერთი კბილი ცოცხალია მეორე კი ნერვ მოკლული.ექიმმა. თავიდან ამ კბილებს შორის პლომბებით ისე შეამჭიდროვა რომ საკვები ვეღარ აღწევდა მათ შორის და რაღაც პერიოდი ამან გაამართლა.მაგრამ დაიწყო პლომბების ჩამოტეხვა ღეჭვისას ამ ადგილებში.ამის მერე -პირიქით უფრო დიდი და გლუვი დაშორება შევქმენით ამ კბილებს შორის რადგან ღრძილის გაღიზიანებას სწორედ ხანგრძლივად ჩაჭედილი საკვები იწვევს,და ამ მეთოდით კი საკვები ხვდებოდა ამ კბილებს შორის მაგრამ იოლადვე გამოდიოდა(ანუ ხანგრძლივ ჭედვას არ ქონდა ადგილი და ამანც გაამართლა).მაგრამ ისევ ატყდა პლომბი და კვლავ დაიწყო საკვებმა დაყოვნება ამ არეში და ღრძილმა გაღიზიანება.რამდენიმესაღეჭი კბილი საერთოდ მაკლია და ბუნებრივია რომ საკვები აწვება ამ უკბილო ღრძილებს მაგრამ აქ არ ხდება გაღიზიანება ღრძილების.და თუ შეიძლება მითხრათ რაში არის პრობლემა ჩემს შემთხვევაში და რა არის გამოსავალი(რით ეშველება ამ პრობლემას)?მადლობა წინასწარ

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

კბილებისა და ღრძილების ჯანმრთელობისთვის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები