ღრძილების PRP პლაზმოლიფტინგი - ღრძილების მკურნალობის უსაფრთხო,  სწრაფი და ეფექტური მეთოდი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ღრძილების PRP პლაზმოლიფტინგი - ღრძილების მკურნალობის უსაფრთხო, სწრაფი და ეფექტური მეთოდი

როდის და როგორ უნდა ჩატარდეს ღრძილების PRP პლაზმოლიფტინგი გვესაუბრება ბავშვთა და ზრდასრულთა თერაპევტი, თერაპევტ-პაროდონტოლოგი, პერიო-ქირურგი, ყბა-სახის რადიოლოგი, საქართველოში ღრძილების PRP პლაზმოთერაპიის დამნერგავი, ბ. რენატ ახმეროვის ოფიციალური წარმომადგენელი ამიერკავკასიაში ნინო პაპავა.

nino-papava-2-1735243878.jpg

ქალბატონო ნინო, ღრძილების პათოლოგია, სამუხაროდ, ძალიან სწრაფად პროგრესირებს, აზიანებს რა რბილი ქსოვილის ღრმა ფენებს. ამ მდგომარეობის მკურნალობას საკმაოდ დიდი დრო სჭირდება. რას გვთავაზობს ამ მხრივ მკურნალობის თანამედროვე მეთოდი - ღრძილების PRP პლაზმოლიფტინგი და ზოგადად რას წარმოადგენს ეს პროცედურა?

ღრძილების PRP პლაზმოლიფტინგი არის ერთადერთი პროცედურა, რომლის დროსაც ჩვენი ორგანიზმი თავადვე ებრძვის პირის ღრუში არსებულ ისეთ პრობლემებს როგორიცაა:

  • სისხლდენა,
  • ანთება,
  • შეშუპება,
  • ფერშეცვლილი ღრძილები და
  • ჰალიტოზი (უსიამოვნო სუნი პირის ღრუში).

პაციენტი პირველივე პროცედურის შემდგომ, მეორე დღესვე ხედავს შედეგს. ღრძილები იღებს ჯანსაღ, ღია ვარდისფერ ფერს, აღარ აღინიშნება სისხლდენა და ცხრება შეშუპება.

axmerovi-1735243947.jpg

რის შესაძლებლობას გვაძლევს ეს პროცედრა და რა უპირატესობა აქვს მას?

ღრძილების PRP პლაზმოლიფტინგი გვაძლევს შესაძლებლობას ზედმეტი მედიკამენტოზური თუ ქირურგიული ჩარევის გარეშე, მივიღოთ ჯანსაღი ღრძილები სწრაფად და ხანგძლივი დროით.

აბრევიატურა PRP - ნიშნავს P- Plateled R- Rich P-Plasma ანუ თრომბოციტებით გამდიდრებული პლაზმა.

რას ნიშნავს ეს?

მაგალითისთვის, სხეულის ნებისმიერ ზონაში კანის მთლიანობის დარღვევისას (გაჭრისას) ვითარდება სისხლდენა, შეშუპება, ანთება და ა.შ. ჩვენს სისხლში არსებული კომპონენტები, როგორიცაა თრომბოციტებით გამდიდრებული პლაზმა, პასუხისმგებელია პრობლემის უბანში მობილიზაციასა და სისხლდენის შეჩერებაზე, ქსოვილის აღდგენსა და გაჯანსაღებაზე. ზუსტად იგივე პრინციპია ღრძილების შემთხვევაში. პაციენტისგან ინტრავენურად ხდება სისხლის აღება, ვახდენ აღებული სისხლის ცენტრიფუგირებას სპეციალურ ცენტრიფუგას აპარატში და ვიღებ თრომბოციტებით გამდიდრებულ მასას, რომელიც შემყავს ღრძილებში. ამით ხდება პირის ღრუში როგორც იმუნური სისტემის გაძლიერება, ასევე სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება. პაციენტი მეორე დღეს იღვიძებს საგრძნობლად გაუმჯობესებული პირის ღრუს მდგომარეობით.

nino-papava-3-1735243980.jpg

რა არის ღრძილების PRP პლაზმოლიფტინგის ჩვენებები?

ჩვენებები სხვადასხვაა, როგორიცაა:

  • გინგივიტი;
  • პაროდონტიტი;
  • ოპერაციის შემდგომი გართულებები;
  • პერეიმპლანტიტი;
  • ჰალიტოზი;
  • სისხლდენა;
  • იმუნური სიტემის გაძლიერება და სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება პირის ღრუში;
  • დაავადებების პროფილაქტიკა და სიჯანსაღე.

kbilebi-1735244016.png

რამდენი პროცედურა და რა ინტერვალით უნდა ჩატარდეს და როგორ უნდა მომზადდეს ორგანიზმი ამ პროცედურისთვის?

კურსი მოიცავს 4 პროცედურას. თითოეულ პროცედურას აქვს თავისი დატვირთვა და ე.წ. "მისია".

პირველ პროცედურას ჰქვია „შოკის ეფექტი“, რომლის დროსაც პაციენტი მეორე დღესვე ხედავს და გრძნობს შედეგს.

მეორე პროცედურა პასუხისმგებელია დაზიანების დიდ უბნებზე და ებრძვის მას.

მესამე პროცედურა დაზიანების დარჩენილ მცირე ზომის უბნებზე ახდენს ზეგავლენას.

მეოთხე პროცედურა ძალიან მნიშვნელოვანია. მისი წყალობით შესაძლებელია ერთი წლის განმავლობაში სტაბილური მდგომარეობის შენარჩუნება და ამ პროცედურას 'სტაბილიზაცია' ჰქვია.

ღრძილების PRP პლაზმოლიფტინგით მკურნალობისას, პაციენტს ვაძლევ ერთწლიან გარანტიას. რაც იმას გულისხმობს, რომ ამ ხნის განმავლობაში, რაიმე სიმპტომის გამოვლენისას, პაციენტის მკურნალობა მთელი წლის განმავლობაში იქნება უფასო.

საჭიროა თუ არა პროცედურამდე კლინიკო-ლაბორატორიული კვლევების ჩატარება?

მნიშვნელოვანია დადგინდეს პაციენტს აქვს თუ არა ინფექცია პირის ღრუში, რომ როგორც შინაგანად პლაზმოთერაპიით, ასევე გარეგანი, მედიკამენტოზური ჩარევით ვუმკურნალო სრულად და კომპლექსურად. ინფექციის დასადგენად პაციენტს, საჭიროების შემთხვევაში, უტარდება შესაბამისი კვლევები და შედეგების მიხედვით თითოეულ პაციენტს ვუნიშნავ ინდივიდუალურად კომპლექსურ მკურნალობას.

რა რისკის შემცველი შეიძლება იყოს ეს პროცედურა?

იქედან გამომდინარე, რომ ეს არის ჩვენივე ორგანიზმიდან აღებული სისხლი, არანაირი გართულება და რისკი ღრძილების PRP პლაზმოლიფტინგს არ გააჩნია.

აქვს თუ არა ამ პროცედურას უკუჩვენებები?

უკუჩვენებას წარმოადგენს:

  • ორგანიზმში მწვავე პროცესების მიმდინარეობა;
  • ონკოლოგიური დაავადებები;
  • ფსიქიკური დაავადებები;
  • ნარკოდამოკიდებულება.

ღრძილების PRP პლაზმოლიფტინგის ჩატარება შესაძლებელია კლინიკაში „ეფლდენტი“, მისამართი: ფალიაშვილის 118. ტელეფონი: 597-34-36-76.

ექიმ ნინო პაპავას ტიკ-ტოკ პლატფორმა: https://www.tiktok.com/@drninopapava?_t=8sKGATHH1Al&_r=1