რა იწვევს კბილების მომატებულ მგრძნობელობას და როგორ შევამციროთ ის
კბილის ფესვები, უამრავ მცირე მცირე ზომის მილებს შეიცავენ, რომლებიც კბილების ნერვული ცენტრისკენ მიემართება. როდესაც ფესვები აღარ არის დაცული მინანქრის ფენით, სხვადასხვა სახის გამღიზიანებელი(ცივი, ცხელი, ტკბილი) სადინრების საშუალების აღწევს კბილის ნერვულ ცენტრამდე და იწვევს ტკივილს.
კბილების მგრძნობელობის მომატება შეიძლება გამოიწვიოს:
- კბილების ძლიერად გახეხვამ - კბილის ძლიერად გახეხვა, დროთა განმავლობაში, მინანქარის ცვეთას იწვევს;
- ღრძილის პაროდონტიტმა;
- გაბზარულმა კბილმა - ამ დროს, კბილში მარტივად ხვდებიან ბაქტერიები, რომლებიც სადინარის გავლით ნერვულ ცენტრამდე აღწევენ;
- კბილის მათეთრებელმა საშუალებებმა(სოდისა და პეროქსიდის შემცველები);
- კბილზე ნადებმა;
- მჟავის შემცველმა საკვებმა
კბილის მგრძნობელობა ყველაზე ხშირად და მწვავედ გვხვდება 25-30 წლის ასაკში.
კბილების მგრძნობელობის შესამცირებლად:
- გამოიყენეთ რბილი კბილის ჯაგრისი;
- დაიცავით პირის ღრუს ჰიგიენა;
- ეცადეთ არ მიიღოთ მაღალი მჟავიანობის მქონე საკვები;
- გამოიყენეთ სპეციალური კბილის პასტა;
- აუცილებელია სტომატოლოგთან რეგულარული ვიზიტი - საჭიროა 6 თვეში ერთხელ კბილების გაწმენდა და პირის ღრუს დათვალიერება