პირის ღრუს ანთებითი დაავადებები - გამომწვევი მიზეზები, გამოვლინებები და მკურნალობის მეთოდები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პირის ღრუს ანთებითი დაავადებები - გამომწვევი მიზეზები, გამოვლინებები და მკურნალობის მეთოდები

გარდა იმისა, რომ პირის ღრუს ანთება და ინფექციები ართულებს საკვების მიღებას, ზრდის სხვა ორგანოთა ინფექციების განვითარების რისკს. მაგალითად, პირის ღრუ სასუნთქი სისტემის პათოგენების რეზერვუარია. ამასთან, პირის ღრუს პათოგენები დაკავშირებულია დიაბეტისა და გულის დაავადების განვითარებასთან.

პირის ღრუს ინფექციები:

გინგივიტი

გამომწვევი მიზეზები:

  • პირის ღრუს ჰიგიენის უგულებელყოფა;
  • ამოღებული ან უსწორმასწორო კბილები;
  • თანკბილვის დარღვევა;
  • ცუდად ჩატარებული სტომატოლოგიური პროცედურები

კლინიკური გამოვლინებები:

  • ღრძილების და კბილებშორისი პაპილების ანთება;
  • სისხლდენა კბილების გამოხეხვისას;
  • ჩირქის და აბსცესის წარმოქმნა;
  • კბილების მორყევა (პერიოდონტიტი)

მკურნალობა: პირის ღრუს მოვლა, ჰიგიენის დაცვა, ღრძილების მასაჟი, კბილების პროფესიონალური გაწმენდა, კბილების წესისამებრ გაწმენდა და სავლები საშუალებების გამოყენება.

პირის ღრუს კანდიდოზი

გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს:

  • საფუარას მსგავსი სოკო;
  • ორგანიზმის დასუსტება;
  • ხანგრძლივი მკურნალობა ანტიბიოტიკების ან კორტიკოსტეროიდების მაღალი დოზებით

კლინიკური გამოვლინებები: მოლურჯო თეთრი „რძის ხაჭოს“ მაგვარი მემბრანული დაზიანებები პირის ღრუსა და ხორხის ლორწოვან გარსებზე.

მკურნალობის ძირითადი მეთოდი მედიკამენტებით მკურნალობაა.

ვინსენტის ინფექცია

  • გამომწვევი მიზეზები: თითისტარის ფორმის ბაქტერიები. რისკ-ფაქტორებია: სტრესი, გადაღლა, პირის ღრუს ჰიგიენის უგულებელყოფა, ვიტამინების(B და C ) დეფიციტი.
  • კლინიკური გამოვლინებები: ღრძილების ტკივილი და სისხლდენა ღრძილებიდან, კბილებშორისი პაპილების მანეკროზებელი ეროზიული დაზიანებები; წყლულების გაჩენა, ნერწყვდენის გაძლირება, მეტალის გემო, უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან, უმადობა, ცხელება, ზოგადი სისუსტე.
  • მკურნალობა: დასვენება (ფიზიკური და გონებრივი); თამბაქოსა და ალკოჰოლური სასმელებისთვის თავის არიდება, მაღალი კვებითი ღირებულების დიეტა, პირის ღრუს ჰიგიენის სწორი ტექნიკის დაცვა, პირის ღრუს გამორეცხვა ნატრიუმის ქლორიდის ხსნარით.

მარტივი ჰერპესი

  • გამომწვევი მიზეზები: ზედა სასუნთქი გზების ინფექცია, მზის სინათლეზე ხანგრძლივად ყოფნა, კვებითი ალერგიები, ემოციური დაძაბულობა.
  • კლინიკური გამოვლინებები: ტუჩის დაზიანებები, პირის ღრუს დაზიანებები, ვეზიკულები, ზედაპირული, მტკივნეული წყლულები.
  • მკურნალობა მოიცავს: მსუბუქი ანტისეპტიკური სავლებების გამოყენებას, მაპროვოცირებელი ფაქტორების აღმოფხვრას ან კონტროლს, ანტივირუსული პრეპარატების გამოყენებას.

სტომატიტი (პირის ღრუს ანთება)

  • გამომწვევი მიზეზები: ტრავმა, პათოგენები, გამღიზიანებლები (თამბაქო, ალკოჰოლი). თირკმლის, ღვიძლის და ჰემატოლოგიური დაავადებები. სიმსივნის ქიმიოთერაპიული პრეპარატების და დასხივების გვერდითი ეფექტები.
  • კლინიკური გამოვლინებები: ჭარბი ნერწყვდენა, ჰალითოზი, მტკივნეული პირის ღრუ.
  • მკურნალობაში შედის: გამომწვევი მიზეზის აღმოფხვრა ან მკურნალობა, პირის ღრუს ჰიგიენა დამამშვიდებელი ხსნარებით, ტოპიკური მედიკამენტების გამოყენება.

პირის ღრუს და კბილების ჰიგიენის რეგულარული და სწორი დაცვა ამცირებს პირის ღრუს ინფექციებისა და ანთების განვითარების რისკებს. ამ მდგომარეობების მართვის მთავარი მიმართულება გამომწვევი მიზეზების დადგენა, ინფექციების აღმოფხვრა, მაქსიმალური შედეგის მიღწევა და შენარჩუნებაა.