ღრძილების ანთებითი პათოლოგია, შესაძლოა, გულ-სისხლძარღვთა და აუტოიმუნური დაავადებების, ასევე ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების განვითარებას უწყობდეს ხელს - კვლევის შედეგები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებისანდომერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ღრძილების ანთებითი პათოლოგია, შესაძლოა, გულ-სისხლძარღვთა და აუტოიმუნური დაავადებების, ასევე ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების განვითარებას უწყობდეს ხელს - კვლევის შედეგები

პაროდონტის დაავადებები და კარიესი ყველაზე გავრცელებული სტომატოლოგიური პრობლემებია, რომლებიც პირის ღრუს ჯანმრთელობაზე ახდენს ზეგავლენას.

ბრიტანელი მკვლევარების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად, პერიოდონტალურმა დაავადებებმა შესაძლოა, ჯანმრთელობის სხვა პრობლემებიც გამოიწვიოს.

კვლევამ აჩვენა, რომ ღრძილების ანთება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობელემებთან ასოცირდება. ამასთანავე, აუტოიმუნურ, გულ-სისხლძარღვთა და კარდიომეტაბოლურ დაავადებებთან.

აღსანიშნავია, რომ ღრძილების პრობლემა ძალიან გახშირებულია, მაგალითად, აშშ-ში (CDC მონაცემებით) 30 წელზე უფროსი ასაკის მქონე პირების 47.2%-ს პაროდონტის რაიმე ფორმა აღენიშნება, ხოლო 65 წელზე უფროსი ასაკის პირების 70,1%-ს.

კვლევის ერთ-ერთი ავტორის განმარტებით, პირის ღრუს დაავადების პროგრესირებამ შესაძლოა, ცხოვრების ხარისხი მნიშვნელოვნად გააუარესოს და რიგი ქრონიკული დაავადების მაპროვოცირებელი გახდეს.

მკვლევარებმა გაერთიანებული სამეფოს პირველადი ჯანდაცვის მონაცემების მიხედვით, დიდი ეპიდემიოლოგიური კვლევა ჩაატარეს, რათა პერიოდონტალურ დაავადებებსა და რამდენიმე ქრონიკულ დაავადებას შორის კავშირი შეესწავლათ.

კვლევაში ყველაზე მკაფიო კავშირი ღრძილების დაავადებასა და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებთან გამოიკვეთა. ღრძილის დაავადების მქონე პირთა 37%-ს შფოთვა, დეპრესია და სხვა სახის მენტალური პრობლემები აწუხებდათ.

როგორც ჩანს, პერიოდონტიტის შედეგები, რაც შეიძლება იყოს: ჰალიტოზი (უსიამოვნო სუნი პირიდან), კბილის დაკარგვა და სხვა, ინდივიდზე ფსიქოსოციალურ გავლენას ახდენს.

პერიოდონტალური დაავადებების მქონე პირთა 33%-ს აუტოიმუნური დაავადებები აწუხებდა, როგორებიცაა: რევმატოიდული ართრიტი, შაქრიანი დიაბეტი (ტიპი1), ართრიტი და ფსორიაზი.

კვლევის ერთ-ერთი ავტორი აღნიშნავს, რომ რევმატოიდულ ართრიტსა და ღრძილის დაავადებას შორის არსებული კავშირი, ცილებში მიმდინარე ცვლილებებით აიხსნება.

კვლევამ გამოავლინა, რომ პირის ღრუს პრობლემები გულ-სისხლძარღვთა დაავადების განვითარების რისკს 18%-ით ზრდის, ხოლო შაქრიანი დიაბეტის რისკს - 26%-ით. ღრძილების ანთებისას სხვა კარდიომეტაბოლური დაავადებების განვითარების რისკი კი 7%-ია.