რატომ ამოდის სიბრძნის კბილი გვიან - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ ამოდის სიბრძნის კბილი გვიან

აშშ-ის მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ადამიანის მოლარების ამოსვლის დრო განისაზღვრება ყბის ზრდის, საღეჭი კუნთებისა და ყბის სახსრების მდგომარეობის ცვლილებას შორის ფარდობით.

დიდი ფესვიანი კბილების სამი მოლარი, რომლებიც მონაწილეობენ საკვების დაქუცმაცებაში, ამოდის 6, 12 და 18 წლის ასაკში. ე.წ. სიბრძნის კბილი ადამიანს, სხვა პრიმატებთან შედარებით, უფრო გვიან ამოსდის. შედარებისთვის - შიმპანზეს ამოსდის 3, 6 და 12 წელზე.

არიზონის შტატის უნივერსიტეტის მკვლევრებმა შექმნეს 21 პრიმატის თავის ქალას 3D მოდელი მათი ზრდის მთელ პერიოდზე. ყურადღება ექცეოდა ყბის ზრდის სიჩქარეს. აღმოჩნდა, რომ თითოეული მოლარის ამოსვლა განპირობებულია დროისა და ადგილის ზუსტი შეფარდებით. ის ისე უნდა ამოვიდეს, რომ ხელი არ შეუშალოს პარალელურად მზარდი საფეთქელ-ქვედა ყბის მზარდი სახსრის მუშაობას. თუ კბილი „რიგგარეშე“ ამოდის, ღეჭვისას ის დააზიანებს ყბის სახსარს და დაარღვევს საღეჭი აპარატის მუშაობას. ამას გარდა, აღმოჩნდა, რომ მოლარების ამოსვლა უკავშირდება ყბის ზრდის დაწყებასა და ხანგრძლივობას, რომელიც დამოკიდებულია პრიმატების სიცოცხლის ხანგრძლივობაზე.

მოლარების დაგვიანებული ამოსვლა ადამიანში სამი შემადგენელის ერთობლიობაა: ნელი ზრდა, მოკლე ყბა და ბრტყელი სახე. გრძელი ყბის სახეობებს უფრო ნაკლები დრო სჭირდებათ კბილების შესაბამისი სტრუქტურების განვითარებისათვის.

რა როლი ენიჭება კატების ცხოვრებაში ნადირობას

new-2-1641378169.jpg

ბრიტანელმა მეცნიერებმა გამოარკვიეს, თუ რა როლი უჭირავს ნადირობას კატების ცხოვრებასა და კვებაში. რომ გაერკვიათ, რით იკვებებოდნენ კატები, მკვლევრებმა გამოიყენეს რადიოიზოტოპური ანალიზი. კვლევის შედეგების თანახმად, კატების რაციონის დიდი ნაწილი (96%) შედგებოდა სახლის საკვებისაგან. ნანადირევზე მოდიოდა მხოლოდ 3-4%. მკვლევართა აზრით, თუ კატას საკვებს პატრონი აძლევს, ის სრულად ამ საკვებით იკვებება. მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ნადირობას კატას აიძულებს არა შიმშილი, არამედ ინსტინქტი.

კატის საყელური, რომელიც ჩიტებს აფრთხობს, ამცირებს ნანადირევი ჩიტების რაოდენობას. ამას გარდა, მკვლევრები კატის პატრონებს ურჩევენ მათთან რეგულარულად თამაშს და ხორციანი საკვებით კვებას. საზოგადოდ, კატებს არა მარტო რეალურ, წარმოსახვით კოლოფებშიც უყვართ ჯდომა. მკვლევრები თვლიან, რომ ეს აღმოჩენა გააადვილებს ადამიანებსა და ცხოველებს შორის ურთიერთკავშირის დამყარებას.