ბრიტანელი სტომატოლოგის აზრით, საუზმის შემდეგ კბილების გაწმენდა სახიფათოა
ის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია კბილებისა და ღრძილების გასუფთავება დღეში არანაკლებ ორჯერ. ასევე პირის ღრუს სავლებისა და კბილის ძაფის გამოყენება. პეტერსონი აქარწყლებს მითს იმის შესახებ, რომ კბილები უნდა გავიწმინდოთ საუზმის შემდეგ. მან ასევე ახსნა, რამდენად საშიშია კბილებზე საკვების დამაზიანებელი მოქმედება.
სპეციალისტის განმარტებით, საუზმის შემდეგ, პირის ღრუში მიმდინარეობს ჟანგვის პროცესი. შედეგად, კბილების წმენდისას ადამიანს მჟავა შეჰყავს მინანქარში და არღვევს მას. საუზმის წინ კბილების გაწმენდა იცავს კბილებს საკვების მავნე ზემოქმედებისაგან.
მის ამ მოსაზრებას ყველა ექიმი არ იზიარებს. მათი აზრით, კბილები უნდა გაიწმინდოს ჭამიდან 30 წუთის შემდეგ.
მნიშვნელოვანია კბილების სიყვითლის პრობლემაც, როდესაც კბილები ბუნებრივ სითეთრეს კარგავენ. ადამიანები ცდილობენ მათ გულდასმით გასუფთავებას, თუმცა ეს კიდევ უფრო ართულებს მდგომარეობას.