კბილის დაკარგვა მიმიკურ კუნთებზე აისახება და მიმიკური ნაოჭების გაჩენას უწყობს ხელს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებისანდომერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კბილის დაკარგვა მიმიკურ კუნთებზე აისახება და მიმიკური ნაოჭების გაჩენას უწყობს ხელს

- მუდმივი კბილების დაკარგვის პირველი უსიამოვნო შედეგია ჯანმრთელი კბილების ფუნქციური გადატვირთვა. საჭმელი უხარისხოდ გადამუშავდება, რაც საბოლოო ჯამში აუარესებს საჭმლის მონელების ხარისხს და კუჭ-ნაწლავის სისტემაში პრობლემებს წარმოშობს.

მეზობელი კბილები იწყებენ გადანაცვლებას დეფექტის მხარეს, რაც მოგვიანებით პროთეზირებას ართულებს. უფრო დიდი ზომის დეფექტის არსებობისას მუდმივი კბილის დაკარგვა მიმიკურ კუნთებზეც აისახება - თანდათან ღრმავდება მიმიკური ნაოჭი და მცირდება სახის ქვედა მესამედი, მიმდინარეობს ალვეოლის ძვლის ატროფია - განლევა.

- რა საშუალებებს გვთავაზობს თანამედროვე სტომატოლოგია დაკარგული კბილის აღსადგენად?

- მოგეხსენებათ, სტომატოლოგია ის დარგია, რომელიც ძალზე სწრაფად ვითარდება, იზრდება, იხვეწება. არსებობს სპეციალური პროგრამა, რომელიც პაციენტის ინდივიდუალური პარამეტრების, სხვადასხვა პოზიციაში გადაღებული ფოტო- თუ ვიდეომასალის საფუძველზე, სიმეტრიების გათვალისწინებით, გვთავაზობს პროთეზირების ოპტიმალურ ვარიანტს - რა ფორმის კბილები მიესადაგება იდეალურად პაციენტს. ზოგიერთი კონსტრუქცია პირის ღრუს სკანირების შემდეგ კომპიუტერულად პროგრამდება და იჩარხება. ამგვარი პროთეზი ზუსტად შეესაბამება პაციენტის პირის ღრუს და ესთეტიკურადაც მეტად მიმზიდველია. კონსტრუქციის მიხედვით არსებობს ორი სახის პროთეზები: მოსახსნელი და მოუხსნელი. მოუხსნელი პროთეზები სამუდამოდ მაგრდება არსებულ საყრდენ კბილებზე ან ფესვებზე. თანამედროვე სტომატოლოგია იმპლანტებზე პროთეზირების საშუალებასაც იძლევა.

ეს ძალზე მოხერხებული მოუხსნელი კონსტრუქციაა. ზოგ შემთხვევაში გამოიყენება მოსახსნელი პროთეზის საფიქსაციოდ. მას შეუძლია, ცალკეული გვირგვინების ან ხიდების სახით სავსებით ჩაანაცვლოს მოსახსნელი პროთეზი. დენტალური იმპლანტაციის ღირსება ის არის, რომ არ მოითხოვს საყრდენი კბილების დეპულპაციასა და დაქლიბვას, ფუნქციურად არ ტვირთავს მეზობელ კბილებს. მოსახსნელი პროთეზის ერთ-ერთი ყველაზე მოხერხებული და ესთეტიკური ფორმაა ბიგელისებრი პროთეზი საკეტისებრი ფიქსაციით.

ასეთი პროთეზი სხვებთან შედარებით იოლად შესაგუებელი და მოსახმარია. არსებობს ნეილონის ტიპის პროთეზი, რომელიც უფრო დრეკადი და თხელია, ვიდრე ჩვეულებრივი პლასტმასისა. თუმცა პროთეზის არჩევისას აუცილებელია რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინება, მათ შორის - დარჩენილი კბილების რაოდენობისა და ლოკალიზაციისაც.