რატომ ვარდება ბჟენი კბილიდან - ფიზიკოსთა კვლევის შედეგი
როგორც ბუნებრივ ქსოვილებში, რის გამოც ბჟენის მინანქართან და დენტინთან „შეხორცება“ უარესდება.
კბილების რეგენერაციის თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიები საკმაოდ მაღალ დონეზეა, მაგრამ მაინც ვერ იძლევა ბუნებრივ ქსოვილებთან სრულად იდენტური ნივთიერებების მიღების საშუალებას. ახალი გადაწყვტილებების ძიება მოითხოვს ხელოვნური მასალების შენების მოლეკულური საფუძვლებისა და ადამიანის დენტინთან და მინანქართან ურთიერთქმედების დადგენას.
მკვლევარებმა შეისწავლეს ბჟენების მასალის ატომურ-მოლეკულური თავისებურებები. მისი შემადგენელი კარბონატ-ჩანაცვლებული ჰიდროოქსიაპატიტი და ამინომჟავები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მინერალური და ორგანული საფუძვლის შექმნაში. კომპონენტების თანაფარდობა ისეთივეა როგორც დენტინსა და მინანქარში, ამიტომ უნდა ვიფიქროთ მასალის მათთან დიდი მსგავსებაზე.
სპექტროსკოპიური მეთოდების გამოყენებით, კვლევის ავტორებმა გაარკვიეს, რა განსხვავებაა ადამიანის კბილის მოლეკულების და სტომატოლოგიური კომპოზიტის გარემოცვაში. მიუხედავად ამ ორი სისტემის ატომურ-მოლეკულური მსგავსებისა, მათ შორის მნიშვნელოვანი განსხვავებაა. კერძოდ, კალციუმის ატომების ჰიდროქსიაპატიტის ნანოკრისტალებში განლაგებასა და ორგანულ მატრიცასთან ურთიერთქმედებაში. ბუნებრივ ქსოვილებსა და კომპოზიტს შორის ეს განსხვავება შეიძლება ხელს უშლის ბჟენის კბილთან ინტეგრირებას ანუ „შეხორცებას“.