ქათქათა კბილები რომ გვქონდეს

- კბილების გათეთრება, იგივე ბლიჩინგი, თანამედროვე სტომატოლოგიის ერთ-ერთი წარმატებული მიღწევაა. ამ პროცედურას მიმართავენ, როდესაც კბილის ქსოვილი ფერს იცვლის მექანიკური ტრავმის, არაკარიესული დაზიანების (ფლუოროზი, მინანქრის ჰიპოპლაზია) ან ექიმის მიერ მკურნალობისას დაშვებული შეცდომის შედეგად, საკვებში არსებული პიგმენტური ნივთიერებების ზემოქმედებით, კბილების ფორმირების პერიოდში მედიკამენტების (ტეტრაციკლინის) ზემოქმედებით, ასევე - ფერის ასაკობრივი ცვლილებისას.
- კბილების გათეთრების რა საშუალებები არსებობს?
- გათეთრება შესაძლებელია როგორც პროფესიული საშუალებებით, ასევე სახლის პირობებში. ცალკეულ შემთხვევებში კბილები შეიძლება გათეთრდეს შიგნიდან, ენდოგენურად. ასეთ გათეთრებას ენდოგათეთრებას უწოდებენ. ენდოგათეთრებას მიმართავენ, როცა კბილები დაბჟენილია რეზორცინ-ფორმალინის შემცველი პასტით ან მექანიკური ტრავმის გამო აქვს ფერი ნაცვალი. ექიმს არხში შეჰყავს გასათეთრებელი მასალა და რამდენიმე დღით ტოვებს. შეიძლება პროცედურის გამეორება მიღებული შედეგის გასაუმჯობესებლად.
ცოცხალი კბილების გათეთრების კიდევ ერთი მეთოდია თავისუფლად გაყიდვადი მათეთრებელი საშუალებების გამოყენება. მათში მცირე კონცენტრაციით არის მათეთრებელი ნივთიერება (მაგალითად, 3-6%-იანი წყალბადის ზეჟანგი). კბილებზე აპლიკაცია ხდება კაპების, ლენტების ან ფუნჯის საშუალებით და საჭიროა დღეში ორჯერ 2 კვირის განმავლობაში. პაციენტები ხშირად მიმართავენ გათეთრების ამ საშუალებას, მაგრამ მათ გამოყენებას რამდენიმე სირთულე ახლავს თან: ექიმი არ იკვლევს პირის ღრუს მდგომარეობას და არ ადგენს, მიზანშეწონილია თუ არა გათეთრება; გარდა ამისა, თავისუფლად გაყიდვადმა პროდუქტებმა შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინონ როგორც პირის ღრუს, ისე მთელი ორგანიზმის ჯანმრთელობაზე.
- როგორ ხდება შინაურ პირობებში კბილების გათეთრება?
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
- სტომატოლოგიური მასალების მწარმოებელი კომპანიები შინაურ პირობებში კბილების გათეთრების სხვადასხვა სისტემას გვთავაზობენ, რომელთა გამოყენებაც მარტივია. თავდაპირველად ხდება პირის ღრუს ზოგადი მდგომარეობის შეფასება, კბილების გაწმენდა მაგარი და რბილი ნადებისაგან სკალერისა და Aირ Fლოწ-ს მეშვეობით და ანაბეჭდის აღება. იმავე დღეს მზადდება ინდივიდუალური კაპა და პაციენტს ეძლევა რჩევა-დარიგება მისი გამოყენების თაობაზე.
კაპის გამოყენება შეიძლება როგორც ძილის დროს, ასევე დღის განმავლობაში. პირის ღრუში მისი გაჩერება 30 წუთიდან 10 საათამდე შეიძლება. სასურველი და ხანგრძლივი ეფექტი 10-12-დღიანი მკურნალობის შემდეგ მიიღწევა. გათეთრებული კბილები სითეთრეს 2-5 წლის მანძილზე ინარჩუნებს - გააჩნია, როგორ დაიცავს პაციენტი პირის ღრუს ჰიგიენას და გააგრძელებს თუ არა თამბაქოს წევას. კაპას რამდენიმე ღირსება აქვს: იაფია და ნებადართულია მათთვისაც, ვისთვისაც საოფისე გათეთრება უკუნაჩვენებია. მყარი პიგმენტაციის შესანარჩუნებლად რეკომენდებულია ოფისის გათეთრებასთან მისი კომბინირება.
- რას გულისხმობს კბილების გათეთრების თითოეული მეთოდი?
- კბილების გათეთრების ყველა მეთოდი ეფუძნება კარბამიდის პეროქსიდის მინანქარსა და დენტინში შეღწევის უნარს. კარბამიდის პეროქსიდი იშლება ჟანგბადის თავისუფალ რადიკალებად, რომლებიც ვრცელდება მინანქრის პრიზმების მოლეკულების მიმართულებით და კბილის ყველა შეღებილ მოლეკულას შლის. სწორედ ეს განაპირობებს კბილის ფერის ცვლილებას. ამ დროს კბილის შიდა სტრუქტურა ხელუხლებელი რჩება, ხოლო კბილი თეთრდება.
გათეთრებისას არ ზიანდება არც მინანქარი, არც დენტინი და არც ბჟენები - ხელოვნურ გვირგვინებსა და ბჟენებზე მათეთრებელი გელი არ მოქმედებს.
გათეთრების წინ აუცილებელია კარიესული და არაკარიესული დეფექტების აღმოფხვრა.
ზოგი პაციენტი კბილების გათეთრებას უწოდებს კბილების პროფესიულ წმენდას, რაც კბილის მაგარი და რბილი ნადების სკალერით (ულტრაბგერით) მოშორებას გულისხმობს. ნიკოტინისა და ყავის ნადებისგან კბილის გაწმენდის საშუალებას იძლევა Aირ Fლოწ-ს აპარატი, რომელიც კბილზე სოდისა და წყლის ჭავლით ზემოქმედებს. მართალია, ზემოხსენებული პროცედურები კბილებს ვერ ათეთრებს, მაგრამ აუცილებლად უნდა უძღოდეს წინ გათეთრების პროცედურას.
საოფისე გათეთრება XXI საუკუნის ერთ-ერთი პოპულარული პროცედურაა, რადგან პაციენტებს სიამოვნებთ, რომ ეფექტი პირველსავე ვიზიტზე ჩანს და პროცედურას დიდი ხანი არ სჭირდება, თუმცა სასურველი შედეგის მისაღწევად შესაძლოა რამდენიმე ვიზიტი გახდეს საჭირო. პროცედურა ტარდება ექიმის კაბინეტში. მაღალკონცენტრირებული გელი თავსდება პაციენტის კბილებზე (ამ დროს ღრძილები დაცულია სპეციალური თხევადი კოფერდამით) და აქტიურდება სითბოს ან სინათლის საშუალებით. არსებობს აქტივაციის სხვადასხვა საშუალება: ლაზერი, დიოდური, პლაზმური ნათურები. სინათლის ზემოქმედებით იმატებს წყალბადის პეროქსიდის ტემპერატურა, შესაბამისად იზრდება ზეჟანგის დაშლის ხარისხი და წარმოქმნილი თავისუფალი რადიკალების რაოდენობა, რის გამოც შედეგი პირველსავე ვიზიტზე თვალსაჩინოა. პროცედურა ექიმის მეთვალყურეობით მიმდინარეობს და 45 წუთიდან 90 წუთამდე გრძელდება. კბილები თეთრდება მაქსიმალური ეფექტით - 8-12 ბალით. ეფექტი ხანგრძლივია. როგორც აღვნიშნე, საოფისე და სახლის გათეთრების კომბინაცია საუკეთესო შედეგს იძლევა.
- აქვს თუ არა კბილების გათეთრებას უკუჩვენება ან უარყოფითი შედეგი? რამდენად უსაფრთხოა ეს პროცედურა კბილის ქსოვილისთვის?
- კბილების გათეთრების უკუჩვენებებია ორსულობა, ლაქტაცია, ალერგიული რეაქციები წყალბადის ზეჟანგზე, შაქრიანი დიაბეტი, მელანომა, გულის სტიმულატორი. აკრძალულია კბილების გათეთრება 16 წლამდე. არსებობს წმინდა სტომატოლოგიური უკუჩვენებებიც: კბილების მნიშვნელოვანი პათოლოგიური თუ ასაკობრივი ცვეთა, ღრმა ბზარები კბილებზე, სოლისებრი დეფექტები, ეროზიები, კარიესული დეფექტები, პირის ღრუს ლორწოვანის მთლიანობის დაზიანება, ორთოდონტიული მკურნალობა. გასათეთრებელი გელის რეკომენდებულზე მეტი ხნით გამოყენება კბილის სტრუქტურის დაზიანებას იწვევს და კბილებისათვის პირვანდელი მდგომარეობის დაბრუნება ძალიან ძნელდება.
თუ მათეთრებელი გელი, მისი კონცენტრაცია და პროცედურის ხანგრძლივობა სწორად იქნა შერჩეული, კბილის ქსოვილის სტრუქტურისთვის ეს პროცედურა მავნე არ არის, რაც რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში მიმდინარე დაკვირვებამ ცხადყო.