„შიშის ბილიკზე ვიარეთ, მაგრამ გადავრჩით“ - სტომატოლოგი, რომელმაც პანდემიის აკრალვებისას კლინიკა არ დახურა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

„შიშის ბილიკზე ვიარეთ, მაგრამ გადავრჩით“ - სტომატოლოგი, რომელმაც პანდემიის აკრალვებისას კლინიკა არ დახურა

ეს ჩვენი ოჯახები იყო და ძალიან ვშიშობდით არ გადაგვედო და არ დაგვეღუპა ისინიც და ჩვენი თავიც. შიშის ბილიკზე ვიარეთ მაგრამ გადავრჩით“ - ამბობს სტომატოლოგი - ქეთი გუჯაბიძე, რომელიც აკრალვების მიუხედავად მისი კლინიკის ურთულეს პერიოდში მუშაობაზე გვიამბობს...

- ეს ფოტო პანდემიის პირველ დღესაა გადაღებული, არასდროს დაგვავიწყდება 2020 წლის 25 მარტი. გამოცხადდა ეპიდემია და დაერქვა კოვიდ 19… ამ დროიდან, თითქოს ცხოვრების სხვაგვარად ათვლაც დაიწყო. დაიხურა სტომატოლოგიური კლინიკების 99 % . არავინ იცოდა რა გველოდებოდა წინ, წარმოდგენა არ გვქონდა ვის ან რას ვებრძვოდით, ჰო ასე შიშველი ხელებით ბრძოლის ველზე. ყველას გვყავდა ოჯახები, არასრულწლოვანი შვილები, სახლებში მოხუცები, ეს ჩვენი ოჯახები იყო და ძალიან ვშიშობდით არ გადაგვედო და არ დაგვეღუპა ისინიც და ჩვენი თავიც. შიშის ბილიკზე ვიარეთ მაგრამ გადავრჩით.

ჩვენ - ორმა "დესანტმა" - მე და ექიმმა მაია აბაშიძემ - გადავწყვიტეთ კლინიკა არ დაგვეხურა და გვემუშავა ჩვენი პაციენტების დასახმარებლად. ვერ ვიტყვი, რომ ეს უსაფრთხო იყო, ეს იყო მაღალი რისკი მაგრამ ეს იყო პასუხისმგებლობა და ექიმის ფიცის ერთგულება. ჩვენ ხომ ექიმები ვართ, სადღაც დადგა ბინდი, სიბნელე მაგრამ ვიცით, რომ ეს ჩვენი ვალია და გასაკვირიც, ვფიქრობ, არაფერია.

- გყავდათ გადაუდებელი საჭიროების პაციენტები?

- გაისმა ტელეფონზე ზარი და პირველი გადაუდებელი შემთხვევის პაციენტი მოვიდა რთულ მდგომარეობაში, გაუსაძლისი ტკივილით, მახსოვს სიმწრისგან ფეხით მოვიდა, გვიანი იყო და აღელვებული ჩანდა. როცა ასე შეფუთულები დაგვინახა, ისედაც დაძაბული, კიდევ უფრო შეშინდა, აუტანელი ტკივილი ჰქონდა, გატანჯულ სახეზე სიმწრის ოფლი ასხამდა. მისი სასომიხდილი ფრაზა დღესაც ჩამესმის: რა გვეშველება? პასუხად კი დუმილი მივუგე, თავი დავხარე და საქმეს შევუდექი.

შეზღუდვების ფონზე ფაქტიურად საველე პირობებში, ბრმად, მოგვიწია მანიპულაციის ჩატრება, აქ გამოცდილებამ გადაგვარჩინა, თითების მეხსიერება და ინტუიციამ რაც წლებმა მოგვიტანა, ჩვენ შევძელით, ჩვენ გამოგვივიდა პირველი ცდა ასეთ სტრესულ სიტუაციაში. ყველაფერმა კარგად ჩაირა, მომდევნო გართულებების გარეშე, ჩვენ ვიპოვნეთ გამოსავალი დასახმარებლად, დიახ ხმამაღლა ვიტყტვით და ამისი სრული უფლება გვაქვს გამოგვივიდა! ჩვენ ეს შევძელით!

- ალბათ ეს ერთადერთი შემთხვევა არ ყოფილა...

- აღდგომა დღეს რეკავს ახალგაზრდა გოგო და გვთხოვს დახმარებას, მისი 12 წლის შვილს ერთი კვირაა არ უძინია, ოჯახი უყურებს შვილის ტანჯვას ტკივილისგან და ვერ შველიან და ყვება ამ ისტორიას უკვე უიმედო მდგომარებოაში ჩავარდნილი დედა და გვთხოვს დახმარებას. რა თქმა უნდა უკან დასახევი გზა არც გვქონდა, შევთანხმდით დროზე და გავხსენით კლინიკა იმ იმედით,რომ ამ აღდგომა დღეს ამ ბავშვს მივიღებთ და დავბრუნდებით ოჯახებში. თუმცა იმ დღეს ყველაზე დიდხანს მოვიწია სამსახურში ყოფნა და პაციენტების მიღება.ამ ბავშვის სახე დღემდე არ დაგვიწყებია,წითური თმით და დიდი თვალებით.

მოგენებებში ბევრი ასეთი ისტორიაა, თუმცა არის გამორჩეული შემთხვევბიც: კახეთიდან გვესტუმრა ასაკოვანი ქალბატონი, რომელიც აუტანელი ტკივილით დატანჯულიყო. გვახსოვს, მისი მოხუცი მეუღლე როგორ ნერვიულობდა მასზე, ზრუნავდა, უვლიდა, ამოაცილა კლინიკამდე, დაელოდა მოთმინებით ავტომობილში და წაიყვანა კახეთში.

- ყველაზე დასამახსოვრებელი პაციენტი ვინ გახსენდებათ დღეს?

- როცა სავარძელში გიზის 3 წლის ბავშვი და გაგებით ეკიდება იმ მდგომარეობას, რომ მას ვერ ათამაშებ, ვერ გაართობ, საჩუქარსაც ვერ აჩუქებ და, ყველაზე მთავარი, მას დიდ დროს ვერ დაუთმობ... ნემსის ჩხვლეტის უფლებას გაძლევს, ვაჟკაცურად იტევს ტკივილს და დიდივით ესმის ის, რომ მეორედ ვერ დაიბარებ და გაუსაძლის ტკივილს ვერ შეუმსუბუქებ.

იმ დიდრონ თვალებს ხუჭავს ძალიან ძალიან მაგრად, მოდის დიდრონი ცრემლი, ამას აკეთებს მონდომებით, რომ ვერ დაინახოს სამედიცინო ინსტრუმენტები, რისიც ასე ძალიან ეშიანია და განიცდის, გაძლევს საშუალებას, რომ გადაუდებელი დახმარება გაუწიო და ტკივილი გაუყოჩო...... რომ გრძნობს მის შიშს და აუტანელ მდგომარეობას და თან ხმას არ იღებს, არის მომთმენი.

ჩვენთვის ყველა პაციენტი გამორჩეული იყო და ერთმანეთს გადავატანინეთ უმძიმესი პეროდი!

მანანა გაბრიჭიძე