რამდენიმე რეკომენდაციის დაცვით, შესაძლებელია სიმპტომების შემსუბუქება - რჩევები მათთვის, ვისაც ყბის სახსრის პრობლემები აქვთ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რამდენიმე რეკომენდაციის დაცვით, შესაძლებელია სიმპტომების შემსუბუქება - რჩევები მათთვის, ვისაც ყბის სახსრის პრობლემები აქვთ

ამერიკის შეერთებულ შტატებში საფეთქელ-ქვედა ყბის სინდრომის მკურნალობა მეორე ადგილზეა და პირველობას მხოლოდ სიმსივნურ დაავადებებს უთმობს? ასეთივე ვითარებაა გერმანიაში. ამერიკის შეერთებულ შტატებში 75 მილიონამდე ადამიანია დაავადებული.

როგორ შევიმსუბუქოთ მდგომარეობა?

მრავალი უცხოელი სპეციალისტის მტკიცებით, ქვედა ყბის სახსრების თანხვედრა პაციენტთა თითქმის ნახევარს აქვს დარღვეული, მაგრამ საფეთქელ-ქვედა ყბის სინდრომს მათი მხოლოდ ნახევარი უჩივის. სტომატოლოგებს მიაჩნიათ, რომ რამდენიმე რეკომენდაციის დაცვით შესაძლებელია სიმპტომების შემსუბუქება. ქვემოთ მოგვყავს ზოგიერთი მათგანი:

მსუბუქად დაიზილეთ მტკივანი ადგილი: ტკივილი დაკავშირებულია კუნთების სპაზმთან, სახსრისა და ყურის არის მსუბუქი მასაჟი კი სპაზმის მოხსნას უწყობს ხელს.

დაგეხმარებათ სითბო. ის შესანიშნავად ადუნებს კუნთებს. მტკივან ადგილზე შეგიძლიათ სათბური დაიდოთ, ოღონდ თბილი და არა ცხელი.

შესაძლოა, შვება ყინულის პარკმაც მოგგვაროთ.

არ არის მიზანშეწონილი ცივისა და თბილის მონაცვლეობა. შეარჩიეთ, რაც გსიამოვნებთ და ყოველთვის ის გამოიყენეთ.

აუცილებლად გამოიყენეთ ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები. ისინი ამცირებენ კუნთოვან ტკივილს.

დაივიწყეთ მავნე ჩვევები. გახსოვდეთ, რომ ყურმილის მხრით დაჭერა, კბილების ერთმანეთზე დაჭერა ან როდენის მოაზროვნესავით მუშტზე თავის ჩამოდება საგრძნობლად ზრდის საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის დატვირთვას.

თუ ტკივილი ძლიერია, ცოტა ხნით უარი თქვით ისეთ საკვებზე, რომლის ღეჭვაც ყბებს ტვირთავს. მიიღეთ თხევადი და ნახევრად მყარი საკვები.

პირს ძლიერად ნუ გააღებთ, მეტადრე - მთქნარებისას.

იძინეთ ზურგზე, ბალიში ისეთი შეარჩიეთ, რომ კისერი არ დაგეძაბოთ.

ნუ დაწვებით გვერდზე ან მუცელზე.

ნუ გადაიკიდებთ მხარზე მძიმე ჩანთას.

ნუ შეასრულებთ სამუშაოს, რომელიც თავის აწევას მოითხოვს (მაგალითად, ჭერის შეღებვა).

ნუ ჩაიცვამთ მაღალქუსლიან ფეხსაცმელებს.

თავი არიდეთ სტრესს. მრავალი სტომატოლოგისა და მანუალური თერაპევტის აზრით, სტრესი ქმნის მანკიერ წრეს. ის იწვევს კუნთების დაძაბვას, რაც მკვეთრად აძლიერებს ტკივილს და აძნელებს მის კუპირებას.

თუ მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს. სპეციალისტს უნდა მიმართოთ მაშინაც, თუ თავის ტკივილი ძლიერია, გიჭირთ პირის გაღება, კბილების გამოხეხვა. ეს საგანგაშო სიმპტომებია, რადგან საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის სინდრომის გაუარესებაზე მეტყველებს.