როგორ უნდა ავარჩიოთ კბილის ჯაგრისი და პასტა პატარებისთვის - სტომატოლოგის რჩევები მშობლებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ უნდა ავარჩიოთ კბილის ჯაგრისი და პასტა პატარებისთვის - სტომატოლოგის რჩევები მშობლებს

- როდიდან უნდა ვასწავლოთ პატარას კბილების გამოხეხვა?

- სარძევე კბილებს ისევე სჭირდება მოვლა, როგორც ძირითადს. ბავშვის კბილებზე ზრუნვას პირველი კიჭის ამოსვლისთანავე უნდა შეუდგეთ. კბილები ანადუღარ წყალში დასველებული დოლბანდით უნდა გაუწმინდოთ. კიჭების წმენდას რომ მორჩებით, დოლბანდი გამოცვალეთ და ენა გაუწმინდეთ. არსებობს სპეციალური ჯაგრისი-მასაჟორიც, რომელიც 3 თვიდან 2 წლამდე ასაკის პატარებისთვის არის განკუთვნილი. ის ანტიალერგიული რეზინისგან არის დამზადებული და სათითურის ფორმა აქვს, რომლის ზედაპირზეც რამდენიმე რკალად სილიკონის რბილი მორჩებია განლაგებული.

კიჭების წმენდას რომ მორჩებით, სათითური გამდინარე წყლით უნდა გარეცხოთ, კარგად გაამშრალოთ და ისე შეინახოთ. ორ წლამდე პირის ღრუს გაწმენდა საკმარისია დღეში ერთხელ, ძილის წინ. ცოტა რომ წამოიზრდება, პაწიას ჯაგრისის ხელში დაჭერა ასწავლეთ და საუზმის შემდეგაც მიაჩვიეთ კბილების წმენდას, შუალედური კვების შემდეგ კი პირში წყალი გამოავლეთ.

- როგორი ჯაგრისი შევურჩიოთ პატარას, რამდენ ხანში ერთხელ გამოვუცვალოთ და როგორ მოვუაროთ?

- ჯაგრისის შეძენისას დაუკვირდით ეტიკეტს - მასზე მითითებული უნდა იყოს, რა ასაკის ბავშვებისთვის არის იგი რეკომენდებული. ჯაგრისს კბილების ზომის შესაბამისი თავი უნდა ჰქონდეს, ხოლო კიდეები - მომრგვალებული, რათა ნაზი ლორწოვანი არ დააზიანოს. ღერები სინთეტიკური სჯობს, რადგან ნატურალური მასალა მეტისმეტად ფოროვანია, რის გამოც ღერებს შორის ბაქტერიები იოლად იბუდებენ და მრავლდებიან. ჯაგრისის ტარი განიერი, ხელში დასაჭერად მოხერხებული და, რაც მთავარია, მიმზიდველი, ლამაზად გაფორმებული უნდა იყოს. სასურველია, ჯაგრისი ბავშვის საკვებისა და ჰიგიენური ნივთების მაღაზიაში ან აფთიაქში შეიძინოთ, სადაც ხარისხი გარანტირებულია.

უხარისხო, იაფფასიანმა ჯაგრისმა შესაძლოა პატარას ნაზი ლორწოვანი დაუზიანოს და სისხლი ადინოს. გამოყენების შემდეგ ჯაგრისი ცივ, გამდინარე წყალში კარგად გარეცხეთ, დაფერთხეთ და მისთვის განკუთვნილ პლასტმასის ჭიქაში ჩადეთ. იმაზე აღარ შევჩერდები, რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვის ჯაგრისის განცალკევება უფროსების ჯაგრისებისგან... ჯაგრისს ხშირად მოჰყვება ფუტლარი, რომელიც მოგზაურობისას გამოგადგებათ. მასში ჯაგრისის ყოველდღე შენახვა არ შეიძლება - დახურულ სივრცეში ღერები ძნელად შრება, ტენიან ზედაპირზე კი მიკრობები იოლად მრავლდება.გვესაუბრება

- ბავშვს ჯაგრისი შევურჩიეთ. არანაკლებ მნიშვნელოვანია კბილის პასტის შერჩევაც. რას გვირჩევთ?

- კბილის პასტაც საბავშვო უნდა იყოს. საბავშვო პასტები ნაკლებ ფთორს შეიცავს. საქმე ის არის, რომ პატარებს კბილების ხეხვისას პასტა ხშირად ეყლაპებათ, მასში შემავალი ფთორი კი, თუმცაღა მინანქარს ამაგრებს, ჭარბი დოზით ტოქსიკურია. თუ პატარას კბილის პასტა გადაეყლაპა, ამის გამო განგაშს ნუ ატეხთ, მაგრამ მაინც გირჩევთ, კბილების ხეხვის დროს უყურადღებოდ არ დატოვოთ. სჯობს, ეს პროცედურა პატარამ თქვენი თანდასწრებით ჩაატაროს. ადრეული ასაკიდანვე ასწავლეთ ბავშვს პირის ღრუს სწორი ჰიგიენა პირადი მაგალითით; მოარიდეთ საღეჭ რეზინს, მით უმეტეს, თუ კბილები უკვე დაბჟენილი აქვს; ფერად სასმელებს - ისინი ფერს უცვლიან კბილის მინანქარს.

სარძევე კბილის დაზიანებას შეამჩნევთ თუ არა, მიმართეთ სტომატოლოგს. გაითვალისწინეთ ყოველივე ეს და თქვენს შვილს მოწიფულ ასაკში ჯანმრთელი კბილები, ჰიგიენური პირის ღრუ და მომხიბლავი ღიმილი ექნება, ჯანსაღი კბილები კი ჯანსაღი ორგანიზმის საწინდარია.