რკინის, B12 ვიტამინის, ფოლიუმის მჟავას უკმარისობა საკვებში - რატომ ჩნდება პირის ღრუში წყლულები? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რკინის, B12 ვიტამინის, ფოლიუმის მჟავას უკმარისობა საკვებში - რატომ ჩნდება პირის ღრუში წყლულები?

- ქალბატონო ეკა, რას გვეტყვით სტომატოლოგიური წყლულის ყველაზე გავრცელებულ მიზეზებსა და გამომწვევ ფაქტორებზე?

- პირის ღრუს ლორწოვან გარსს საკმაოდ კარგი დამცველობითი უნარი აქვს. სუსტი მექანიკური და ფიზიკური გაღიზიანება, რომელსაც იგი მუდმივად

განიცდის, ამ უნარზე განსაკუთრებულ გავლენას ვერ ახდენს, უფრო ძლიერი გამღიზიანებლის ზემოქმედებისას კი პირის ღრუში განსაზღვრული ცვლილებები ვითარდება. წყლულის წარმოშობის მიზეზი შეიძლება იყოს მექანიკური დაზიანება კბილის ბასრი კიდით, ამა თუ იმ ტიპის პროთეზით, კბილის ქვით, მყარი, ცხარე, ცხელი საკვებით და სხვა.

წყლულებს იწვევს ინფექციური დაავადებები, ზოგიერთი სისტემური დაავადება (კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, გულ-სისხლძარღვთა, ნერვული სისტემის დაავადებები), ნივთიერებათა ცვლის დარღვევა (ჰიპო და ავიტამინოზები, ენდოკრინული სისტემის დაავადებები).

პირის ღრუში ქსოვილოვანი დეფექტების წარმოქმნის მიზეზი ხშირად იმუნურ სისტემაშია საძიებელი.

სტომატიტი უფრო მეტად მათ ემართებათ, ვისაც ხშირად უწევს ემოციური და ფსიქიკური სტრესის გადატანა. მნიშვნელოვანი ფაქტორია არასწორი კვება, რაციონში B ჯგუფის ვიტამინების, ფოლიუმის მჟავას, სელენისა და რკინის დეფიციტი.

ცალკე აღსანიშნავია ალერგიული რეაქციები. წყლულები ხშირია გარდატეხის ასაკში და ორსულობისას, რაც ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონულ ძვრებს უკავშირდება. სტომატიტს გენეტიკური მიდრეკილებაც განაპირობებს.

- კერძოდ, რომელი ინფექციები აჩენენ პირის ღრუში წყლულებს?

- უწინარეს ყოვლისა - ვირუსული, ბაქტერიული, სოკოვანი ინფექციები, ვენერული დაავადებები. ვირუსული ინფექციებიდან წყლულები ჩნდება მარტივი ჰერპესის ვირუსის (herpes simplex), შემომსარტყვლელი ჰერპესის (herpes zoster), კოქსაკის ვირუსით გამოწვეული ჰერპანგინის, აივ-ინფექციის დროს.

ინფექციებს იწვევენ სტაფილოკოკები და სტრეპტოკოკები. პირის ღრუში მათი მუდმივი არსებობის მიუხედავად, ლორწოვანის ჩირქოვანი დაზიანება იშვიათია, ბაქტერიული ფლორის წონასწორობის დარღვევის შემდეგ კი ისინი სერიოზულად აზიანებენ ლორწოვანს.

ინფექციების განვითარების თვალსაზრისით, მათ საპროფილაქტიკოდ, დიდი მნიშვნელობა აქვს პირის ღრუს მდგომარეობას და ჰიგიენას - პირის ღრუში, სადაც მრავლობითი კარიესი, უხარისხო ბჟენები, ღრძილზედა და ღრძილქვედა ქვებია, ინფექციის განვითარებისთვის ყოველგვარი პირობაა შექმნილი.

სხვა დაავადებებიდან აღსანიშნავია ქრონიკული მორეციდივე აფტოზური სტომატიტი - ლორწოვანის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანება, რომლის მიზეზიც შესაძლოა იყოს საკვებისმიერი ალერგია, სტრესი, ჰორმონული ძვრები, საკვებში რკინის, B12 ვიტამინის, ფოლიუმის მჟავას უკმარისობა, ასევე - სისტემური დაავადებები, ტრავმა.

დიდ როლს ასრულებს იმუნური სისტემის დარღვევები. აფტოზური სტომატიტის დროს წყლულები მთელ პირის ღრუზეა მოდებული, მათ შორის ტუჩებზე, ენაზე, ლოყებზე, რბილ სასაზე, პირხახაზე.

ბექჩეტის დაავადებისას წყლულები პირის ღრუსთან ერთად სასქესო ორგანოებსა და ნაწლავების ლორწოვან გარსებზეც ჩნდება.

მკურნალობის შემდეგ ადვილად ხორცდება, მაგრამ ხშირი რეციდივი სჩვევია. საყურადღებოა შაქრიანი დიაბეტის დროს პირის ღრუში წარმოქმნილი ტროფიკული წყლულები, რომლებსაც ხანგრძლივი მიმდინარეობა და შენელებული რეგენერაცია ახასიათებს.